კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სფეროთი დაიწყეს ბიზნესკარიერა მილიარდერმა ტყუპებმა – დევიდ და ფრედერიკ ბარკლეებმა და რა დამსახურებისთვის უბოძა მათ რაინდის ტიტული ინგლისის დედოფალმა

 

„ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში მრავლადაა ოჯახური კლანები, ძმები, დები, მამა-შვილი ან საგვარეულო. ისინი ინარჩუნებენ პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში, თუმცა ტყუპების არსებობა, მაინც უჩვეულო მოვლენაა რეიტინგისთვის და ბრიტანელი ფილანტროპები, ტყუპი ძმები – დევიდ და ფრედერიკ ბარკლეები სწორედ ის იშვიათი მოვლენაა „ფორბსის” ყოველწლიურ რეიტინგში.  ბრიტანელი ტყუპების კაპიტალი, „ფორბსის” მონაცემებით, 3,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და მათ 347-ე ადგილი უკავიათ საერთო რეიტინგში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, მერვე პოზიციაზე არიან.

ძმები ბარკლეები ათწუთიანი ინტერვალით 1934 წლის 27 ოქტომბერს ჰამმერსმიტში, ლონდონში დაიბადნენ. მშობლები – ფრედერიკ ჰიუ ბარკლე და ბეატრის სესილია ტეილორი შოტლანდიელები გახლდნენ. დევიდისა და ფრედერიკის გარდა, ოჯახში კიდევ 10 ბავშვი იზრდებოდა. ტყუპები 12 წლისანი იყვნენ, მათი მამა გულის შეტევით რომ გარდაიცვალა. ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, ძმებმა სწავლა მიატოვეს  და კომპანია „ჯენერალ ელექტრიკში” დაიწყეს მუშაობა. სამუშაო ოთახებს ღებავდნენ და მათ დეკორირებაზე მუშაობდნენ. 1955 წელს დევიდ ბარკლემ ყოფილ ბალერინასა და მოდელზე, ზოე ნიუტონზე იქორწინა, რომელიც სიმაღლეში 1 მეტრი 50 სანტიმეტრი იყო, თუმცა იმ დროისთვის საკმაოდ წარმატებულ ფოტომოდელად ითვლებოდა. იგი ხშირად ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანებზე და უჩვენებდნენ ტელევიზიით. 

50-იანი წლების ბოლოს ფრედერიკი და მისი უმცროსი ძმა დუგლასი, კენსინგტონზე თამბაქოსა და ტკბილეულის მაღაზიას ფლობდნენ, თუმცა 1960 წლის ნოემბერში მათი ბიზნესი წამგებიანი გახდა და სასამართლომ ისინი გაკოტრებულებად გამოაცხადა. იმ დროისთვის დევიდსა და ზოეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. კომპანია „ჰილგეით ისთეით აგენსი” უძრავი ქონებით იყო დაკავებული და დევიდს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ზოეს კი – ვიცე-პრეზიდენტის. იმ პერიოდში დევიდი სამი შვილის მამა იყო და ზოე ვეღარ ასწრებდა ოჯახისა და ბიზნესის ერთდროულად მიხედვას, რის გამოც დევიდ ბარკლეიმ ბიზნესპარტნიორობა საკუთარ ტყუპისცალს, ფრედერიკს შესთავაზა. 1962 წლიდან დევიდის კომპანიამ პროფილი შეიცვალა და ლონდონის ძველი პანსიონატების გარემონტებას და მათ სასტუმროებად გადაკეთებას მიჰყო ხელი, რაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა. 60-იანი წლების ბოლოდან 70-იანი წლების შუა პერიოდამდე, ძმები ბარკლეები რამდენიმე ცნობილი ლონდონური სასტუმროს მფლობელები გახდნენ. მათ შორისაა „ჰოვარდ ჰოტელი”, რომელიც თემზას გადაჰყურებს. სწორედ 70-იან წლებში დაქორწინდა ფრედერიკიც. მისი რჩეული ლონდონში მცხოვრები იაპონური სათვისტომოს ცნობილი წარმომადგენელი, ჰიროკო ასადა გახდა. 1983 წელს ძმებმა ლუდსახარში „ელერმანი” შეიძინეს 45 მილიონ ფუნტ სტერლინგად, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს. მოგებული თანხით კი ლონდონის პიკადილის მოედანზე მდებარე სასტუმრო „რიცი” იყიდეს. 1993 წელს ძმებმა კუნძული ბრეკქოუ იყიდეს, რომელიც ნორმანდიის კუნძულების შემადგენლობაში შედის და ლა-მანშის სრუტეში მდებარეობს. ტყუპები მას შემდეგ ამ კუნძულზე, გოთიკური სტილის ციხესიმაგრეში ცხოვრობენ, რომელიც დიზაინერ ქუინლან ტერის მიერ არის დაპროექტებული. მის ტერიტორიაზე ორი უზარმაზარი საცურაო აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანია, სასახლე კი რამდენიმე ათეული ოთახისგან შედგა, რომელთა კედლებიც მთლიანად გრანიტშია ჩასმული. სხვათა შორის, სულ ახლახან ძმებმა, რომლებიც სასტუმროების ბიზნესის გარდა, გაერთიანებული სამეფოს სიდიდით მეოთხე ბანკს, „ბარკლეი პლს” ფლობენ, ცნობილი ლონდონური სასტუმრო „კლერიჯიც” იყიდეს და ასევე, ირლანდიურ ბიზნესჯგუფ „ნამასგან”, კომპანია „მეიბორნ ჰოთელ გრუპი” შეიძინეს. მის შემადგენლობაში „კლერიჯის” გარდა, კიდევ ორი ლონდონში მდებარე სასტუმრო შედის – „კონაუთი” და „ბერკერლეი”. ბიზნესგარიგების თანხამ დაახლოებით 700 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 1812 წელს აშენებული „კლერიჯი”, ლონდონის პრესტიჟულ კვარტალში, მეიფერში მდებარეობს. სასტუმრო საუკეთესოდ ითვლება ინგლისის დედაქალაქში და ცნობილია იმით, რომ ყოველდღე ზუსტად 5 საათზე, მისაღებ ოთახში იშლება სუფრა კლასიკური ინგლისური ჩაის ცერემონიისთვის. 

გარდა სასტუმრო და საბანკო სფეროსი, ძმები ბარკლეები დაინტერესებულნი არიან მედიით და წამყვან ბრიტანულ საგაზეთო გამოცემებს ფლობენ. მათი საკუთრებაა მედია-ჰოლდინგები: „პრეს ჰოლდინგსი”, „ტელეგრაფ გრუპ ლიმიედი”, „პრეს აქუიზიშენს ლიმიტედი”. 2004 წლიდან ძმების მფლობელობაშია გავლენიანი ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფიც”, რომლის ყიდვა 245 მილიონი ფუნტი დაჯდა. გარდა ამისა, აბობდნენ, რომ ბერკლეები მთლიანად შეიძენდნენ საგამომცემლო სახლს „ჰოლინჯერ ინკს” თუმცა, გარიგება სახლის მფლობელთან, ლორდ ბლეკთან ჩაიშალა, რადგან სასამართლომ ყიდვა-გაყიდვის მომენტში დარღვევები აღმოაჩინა. „ჰოლინჯერ ინკი” გარდა „დეილი ტელეგრაფისა”, ფლობს გაზეთებს დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ისრაელში. სავარაუდო გარიგების საფასური 230 მილიონ ფუნტს შეადგენდა, თუმცა მხარეები მხოლოდ „დეილი ტელეგრაფის” შეძენაზე შეთანხმდნენ. გარდა „დეილი ტელეგრაფისა” დევიდ და ფრედერიკ ბარკლეების საკუთრებაა გაზეთები: „ზი ეუროფიანი”, „ზი სკოტსმენი”, „სანდეი ბიზნესი”, „სპექტაკორი”. აღსანიშნავია, რომ ძმების კონკურენტები, „დეილი ტელეგრაფის” შეძენის საქმეში, მედია-ჯგუფი „აქსელ შპრინგერი” და ბრიტანული ტაბლოიდის, „დეილი მეილის” მფლობელი რიჩარდ დესმონდი იყვნენ.

 2002 წელს დევიდმა და ფრედერიკმა კომპანია „ლითლვუდსი” იყიდეს. კომპანიის საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა და ცენტრალური ოფისი ლივერპულში მდებარეობს. კომპანიის შეძენა ტყუპებს 750 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ. მოგვიანებით, ძმებმა „ლითლვუდსის” და „შოპ დაირექტის” გაერთიანება მოახერხეს და ჩამოაყალიბეს საცალო ვაჭრობის კომპანია „ლითლვუდს შოპ დაირექტ  ჰოუმ შოპინგ ლიმითედი”. დღეს ის დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. 

2010 წელს დევიდმა და ფრედერიკმა კუნძულ სარკზე, რომელიც მათი კუთვნილი კუნძულის მეზობლად მდებარეობს ლა-მანშის სრუტეში, ვენახების გაშენება დაიწყეს. ძმების კონსულტანტი ბორდოდან ჩასული მეღვინე ალენ რეინო იყო. მისი რჩევითა და დახმარებით 5 ჰექტარ მიწაზე ფრანგული ყურძნის ჯიში – სარდონიე, პინო და ჩენინი დარგეს. პირველი მოსავლის აღებას ძმები 2013 წელს გეგმავენ. ვენახის გაშენებით ბარკლეები კუნძულზე ტურისტების მოზიდვას აპირებენ. 

ბრიტანეთის მაღალი წრის საზოგადოებაში, დევიდ და ფრედერიკ ბარკლეებს დიდი გავლენა და კავშირები აქვთ. ისინი მერფი ო’კონორის, ვესტმინსტერის არქიეპისკოპოსის ახლო მეგობრები არიან. ამბობენ, რომ კარდინალი მათ ციხესიმაგრეში ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში. იქ ახალაშენებული სამლოცველო დალოცა და წირვა ჩაატარა. ტყუპები ბრიტანეთის უმსხვილესი ფილანტროპები არიან, ქველმოქმედებას ეწევიან და დიდძალ თანხებს რიცხავენ მედიცინის სფეროს გასაუმჯობესებლად. მათი შემოწირულობების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ  მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს და ამისთვის დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ ორივე ძმას რაინდის ტიტული უბოძა. 

 

 

скачать dle 11.3