კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

მედვედევი ბადმინტონს ირჩევს 

თავის ტრადიციულ ვიდეობლოგში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ბადმინტონით თამაშის სარგებლიანობაზე ისაუბრა. მედვედევის თქმით, ბადმინტონი არა მარტო ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ. თუმცა ბადმინტონს კარგად ყველა ვერ თამაშობს და მხოლოდ დიდ ადამიანებს აქვთ ამის ნიჭი. თუნდაც ისეთებს, როგორიც არის იური გაგარინი. 

კადაფის დასასრული

ლიბიის ჯამაჰირიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი საიდუმლო ვითარებაში ლიბიის უდაბნოში დაკრძალეს. მოკლულ პოლკოვნიკთან ერთად მისი შვილიც, მუტასიმიც დაკრძალეს. მანამდე გავრცელებული ცნობით, კადაფის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ ყოფილი ლიდერი მშობლიურ ქალაქ სირტში დაეკრძალათ. თუმცა, გარდამავალმა მთავრობამ უარი თქვა, რადგან მიიჩნიეს, რომ ექსდიქტატორის საფლავი პილიგრიმების საყვარელ ადგილად იქცევა. მუსლიმანური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი მეორე დღეს უნდა დაიკრძალოს. თუმცა, კადაფისთან დაკავშირებით, დაკრძალვის პროცესი დიდხანს გაიწელა, საფლავის ადგილის შერჩევის გამო. აღსანიშნავია, რომ  ლიბიელმა პათოლოგანატომებმა, დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე, კადაფის გვამი გაკვეთეს და სიკვდილის მიზეზად თავში მიყენებული ნატყვიარები დასახელდა.

კუბელების ჯილდო იანუკოვიჩს

უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ჰავანაში ვიზიტის დროს, კუბის მეთაურმა რაულ კასტრომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, ხოსე მარტის ორდენი გადასცა. იანუკოვიჩს ორდენი პირადად კასტრომ დააბნია მკერდზე და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ამ ორდენით კუბელი ხალხი სიმპათიას და სიყვარულს გამოხატავს უკრაინის მოსახლეობის მიმართ. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს ამ ორდენით უგო ჩავესი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და თვით ლეონიდ ბრეჟნევიც კი, დაუჯილდოებიათ.  

გვატემალის პრეზიდენტის ბოდიში

გვატემალის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალვარო კოლომმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაკობო არბენსას ოჯახს. 1954 წელს ჰაკობო არბენსა, ამერიკული სპეცსამსახურების მონაწილეობით მომხდარი გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს დაკავებული თანამდებობიდან. შემდგომში ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც 36 წელს გაგრძელდა. კოლომის თქმით, ეს გადატრიალება ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტისა და გვატემალელების პირადი შეურაცხყოფაა. ქვეყნიდან გაძევებული არბენსა 1971 წელს მექსიკაში გარდაიცვალა. ბოდიშის მოხდის გარდა, კოლომმა გამოაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანენ შესწორებას რაც კი არბენსას სახელს უკავშირდება და ასევე, ექსპრეზიდენტის სახელი დაერქმევა ქვეყნის ყველაზე დიდ საგზაო მაგისტრალს.

ჯარიმა ტალინის მერს

ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის მერს, ედგარ სავისაარს საგზაო პოლიციამ სიჩქარის გადამეტებისთვის ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერა. საგზაო წესების დარღვევაში სავისაარი ჯერ კიდევ სექტემბერში ამხილეს. მისი ავტომობილი ტალინი-ნარვას მაგისტრალზე გააჩერეს, როდესაც მან დაშვებულ ნორმას – 90 კილომეტრ-საათს გადააჭარბა და 137-ით მოძრაობდა. მერმა დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ არ იყო მართალი, რის გამოც სამართლიანად დაჯარიმდა. სავისაარს 2007 წლიდან უკავია მერის თანამდებობა და იგი ცენტრისტული პარტიის ლიდერია, რომელიც მმართველი, რეფორმების პარტიის ოპოზიციად ითვლება.

 

 

скачать dle 11.3