კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭაღარაშერეულები

„ისა სჯობს, რაც ძველია“

 

შესაძლოა, იმიტომაც რომ 40-ს თავადაც გაადაბიჯეს, ან, იქნებ, სულაც, სხვა და გაცილებით მიწიერ მიზეზთა გამო, მაგრამ, ფაქტია, რომ გასულ კვირას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პირველი პირი ახალი ინიციატივით გამოვიდა (პათოსით: „ისა სჯობს, რაც ძველია“) იმ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეების მისამართით, რომლებიც აქამომდე, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის არც მკვდრებში ეწერნენ, არც – ცოცხლებში  (იმ მარტივი მიზეზით, რომ სამსახურის მსურველთა ასაკი, ჰა და ჰა, 35-ს არ უნდა ასცდენოდა).

ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ, მეწარმე, რომელიც 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებს, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან (თუმცა, ისიც ცნობილია, რომ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებში დამსაქმებლები დასაქმებულთა ხელფასიდან იხდიან საშემოსავლო გადასახადს).

იმის გამო, რომ ეს მხოლოდ ზეპირსიტყვიერება იყო, ბუნებრივია, ინიციატივის რეალობად ქცევას ქაღალდზე გაწერა სჭირდება. მანამდე კი, მაგალითად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მართალია, არ უარყოფს, რომ ეს „საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეაა“, მაგრამ არც იმას გვიმალავს, რომ მას „შეჯერება უნდა შეთავაზების ავტორთან და მეწარმეებთანაც“.

და ჯერ რომ შეეჯერებინათ და მერე გამოეცხადებინათ, ვითომ, მეწარმეები პრეზიდენტის ინიციატივაზე უარს იტყოდნენ?!

 

скачать dle 11.3