კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ხათუნა ოჩიაური მბრდღვინავი პარლამენტარების ჭიდილში და რაში დაინდო ის უკრაინელმა კოლეგამ

მას შემდეგ, რაც ხათუნა ოჩიაური პარლამენტის წევრი გახდა, საპარლამენტო უმრავლესობამ მას ერთ-ერთი მძიმე „ფრონტი”, პოლიტიკური დებატები ანდო და არცთუ უსაფუძვლოდ – ცნობილი ქართველი მოქანდაკის, გოგი ოჩიაურის შვილს, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება არ ჰქონდა, პოლიტიკურ კულუარებს იოლად აუღო ალღო და  არც იმ დებატებში  დაუჩაგრავს თავი, სადაც ოპონენტები  აქტიურად უტევდნენ.  დეპუტატობის სამწლიანი სტაჟის შემდეგ, ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ პოლიტიკამ მისი ცხოვრება ძალიან შეცვალა – იმ ხიბლთან ერთად, რაც  დეპუტატის მანდატის წყალობით მიიღო, ვერც  დისკომფორტს გაექცა, რაც  ქართული  პოლიტიკის აუცილებელი ატრიბუტია.        

 

– სამი წელია, რაც პარლამენტის წევრი ხართ,  როგორ შეიცვალა  თქვენი ცხოვრება ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ? 

– ჩემი ცხოვრება  საინტერესო, აზარტული, მაგრამ რთულია. როდესაც დეპუტატი გავხდი, პოლიტიკის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა არასდროს ვყოფილვარ გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ყოველთვის მქონდა აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელსაც გამოვხატავდი ხოლმე. ჩემი „გაპოლიტიკოსება” ცოტა მოულოდნელად მოხდა, მაგრამ ახლა, დეპუტატობიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნას ნამდვილად აქვს ერთი დიდი ხიბლი – როდესაც ხედავ შენს მიერ გაკეთებული საქმეების შედეგს, ეს ძალიან სასიამოვნოა. 

– ახალ პარლამენტში საკმაოდ მძიმე მისია გერგოთ, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, პოლიტიკურ დებატებში ერთ-ერთი მთავარი „დამრტყმელი ძალა” იყავით, რასაც თქვენს მიმართ საზოგადოებისგან ყოველთვის ახლდა მწვავე რეაქცია, ეს არ იყო თქვენთვის რთული?

– როცა ხარ საჯარო პირი, ამას ყოველთვის ახლავს თავისი სირთულეები. მე მინახავს და მიგრძნია უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ საჯაროდ ვინმე მეცა და შეურაცხყოფა მომაყენა-მეთქი, მაგრამ წაჩურჩულება, გამოხედვა, რომ არ ხარ მისთვის სასიამოვნო, ეს ნამდვილად მიგრძნია. თუმცა, არც ასეთ ადამიანებს მიუღიათ ჩემგან დადებითი ემოციები, ასე რომ, ბარი-ბარში ვართ (იცინის). საბედნიეროდ, ამასთან ერთად შევხვედრივარ ჩემთვის უცნობ ადამიანებს, ვისაც თბილი სიტყვები არ დაუშურებია ჩემთვის. როცა საჯაროდ უნდა გამოთქვა არცთუ პოპულარული აზრი, მზად უნდა იყო  კრიტიკისთვის, უკმაყოფილებისთვის,  მაგრამ  მე არ მოვქცეულვარ ჩემი ბუნების საწინააღმდეგოდ – ვამბობდი იმას, რისიც მჯეროდა. შესაბამისად, ეს არ ყოფილა ჩემთვის რთული. არასდროს დამიყენებია თანაბარ სიმაღლეზე  ჩემი იმიჯი და ის საქმე, რომელსაც ვაკეთებდი და ვაკეთებ. ამ ფარდობითობაში იმიჯი ჩემთვის ნამდვილად რომ მეორეხარისხოვანი იყო. 90-იან წლებში, განსხვავებული აზრის გამო მე დავკარგე რამდენიმე საკმაოდ ახლობელი ადამიანი. იმ პერიპეტიებში ამ მხრივ ისე „გამოვიბრძმედე”, ახლა ჩემთვის განსხვავებული აზრის გამო არცთუ ლოიალური დამოკიდებულება, სიურპრიზი ნამდვილად აღარ არის.  

–  ამ სამ წელიწადში ძალიან ბევრ სიტყვიერ დაპირისპირებაში მოყევით. ქალებთან უფრო გიჭირდათ თავის გატანა თუ მამაკაცებთან?

 – სიმართლე გითხრათ, ეს არასდროს  გამჭირვებია, არც ქალბატონებთან და არც მამაკაცებთან,  განსაკუთრებული „ჩავარდნა” არ მქონია (იცინის). მე  ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი  თავშეკავებული და ამას, მგონი,  ვახერხებდი კიდეც. როცა არ არსებობს პოლიტიკური კულტურის მაღალი მაჩვენებელი, ასეთ  დისკუსიებში შესვლა ცოტა უხერხულია. თუმცა, ეს დისკომფორტიც  უკვე დავძლიე. ამაზე ძალიან ნერვიულობდა ჩემი ოჯახი, მამა, რომელიც ჩემზე ბევრად რადიკალურია, მაგრამ სულ ფიქრობდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა ჩემთვის. დებატებზე ყველაზე მშვიდად „მიშვებდა” ჩემი მეუღლე, ის ძალიან გაწონასწორებული ადამიანია და მისი ასეთი დამოკიდებულება მაძლევდა თავდაჯერებულობას.  მე მახსოვს, ჩემი ემოციები ერთ-ერთი პირველი დებატების წინ, რომელიც საკმაოდ  მწვავე უნდა ყოფილიყო. მე ოპონირება უნდა გამეწია შვიდი ოპონენტისთვის, რომელთაგან ექვსი მამაკაცი იყო და ერთი ქალბატონი.   ზუსტად ვიცოდი, რომ ყველა მე დამესხმოდა თავს (იცინის). სახლში საკმაოდ ვნერვიულობდი, „კაპლიც” კი დავლიე. ეტყობა, ბოლთას ვცემდი სახლში, რაც არ გამოჰპარვია ჩემს ქალიშვილს.  – რა იყო, რატომ ნერვიულობო? – მკითხა. მე  ვუთხარი: ახლა რომ მივალ, ბულდოგებივით დამესხმებიან-მეთქი თავს. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა: მერე რა, შენ ხომ პიტბული ხარო. ეს სიტყვები არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპია აღმოჩნდა ჩემთვის. მთელი დებატები მახსოვდა, რომ პიტბული ვიყავი და ექვსი მამაკაცის შემოტევაც გადავიტანე (იცინის). 

– საყვარელ პროფესიას სულ შეელიეთ?

– ეს ჩემთვის ნამდვილად მტკივნეული თემაა. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მიჭირს მის გარეშე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეველიე. ჩემი მეუღლეც არქიტექტორია და  ნაწილობრივ მეც ვარ ჩართული იმ პროექტებში, რომლებზეც ის მუშაობს. გაგიკვირდებათ, მაგრამ  შარშან ანაკლიაში რომ მავრიტანული სტილის სასტუმრო გაიხსნა, იმ პროექტში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული. 

– დეპუტატობამ   როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრების სტილი?

– უფრო მოუცლელი ვარ, ვიდრე ვიყავი. ახლა ჩემი თავისუფალი დრო მთლიანად ეკუთვნის ჩემს ოჯახს – მამას,  ჩემს ქალიშვილს, რომელიც 17 წლისაა და ახლა განსაკუთრებით სჭირდება დედის თანადგომა. ჩემი ვაჟიშვილი გერმანიაში სწავლობს. ის ბერლინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია.  არქიტექტორია მისი მეუღლეც, გვყავს პატარა შვილიშვილი, რომელიც სულ რამდენჯერმე  მყავს ნანახი. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილი უკვე მეექვსე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მასთან ჩასვლა. 

– დეპუტატის ცხოვრების ბომონდური და კულტურული ნაწილი? 

– კულტურულ ნაწილს მოკლებული ვარ. გჯერათ, რომ „ქეთო და კოტეს” ნახვაც კი ვერ მოვახერხე? ბათუმში წასვლა ვერ მოვახერხე, თბილისში კი ვის აღარ დავურეკე და ბილეთი ვერ ვიშოვე. ბოლო დროს  ჩემი მთავარი მარშრუტი არის პარლამენტი და  სახლი. ასევე,  მეგობრები, შეზღუდული რეგლამენტით, გასართობი ღონისძიებები მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი. ეს, ალბათ, ცხოვრების წესისა და  ასაკის  ბრალია.  ჩემი სამსახური, რა თქმა უნდა, მაქცევს ჩარჩოებში. ამ ბოლო წლებში შეველიე ჩაცმულობის თავისუფალ სტილს, რომელიც ადრე ძალიან მიყვარდა. ჩემი პარიკმახერი თვითონ მირეკავს ხოლმე,  შენ ახლა თმა უკვე შესაღები უნდა გქონდესო, – მეუბნება. თმას თავად ვიჭრი, ეს საკმაოდ იოლია, მოვიჭრი „ჩოლკას“ და მორჩა (იცინის). საკმაოდ ხელმარჯვე ვარ, დიასახლისობა ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახალგაზრდობაში  ვკერავდი, ვქარგავდი. ჩემი შვილი მაშინ გაჩნდა, როცა თბილისში არაფერი იშოვებოდა და საკუთარი ხელით ვუკერავდი შარვლებს. ვკერავდი საბნებსაც, ხუთი ჩხირით  ვქსოვდი წინდებს. ჩემმა ხევსურმა ბებიამ მასწავლა.  ძალიან დიდი მოყვარული ვიყავი „პახოდების”. ზურგჩანთით მაქვს მოვლილი მთა და ბარი. საქართველოდან დაღესტანში ვარ გადასული ფეხით. ერთ დღეში 35 კილომეტრი გავიარეთ.  მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც უჯარმის ციხის აღდგენა დაიწყო. სპორტული მონაცემებით ბავშვობიდან გამოვირჩეოდი. მოყვარულის დონეზე ვიყავი მოთხილამურე, კარგად ვცურავდი, ვჯირითობდი კიდეც,  მაგრამ მთელი მონდომებით ვთამაშობდი ჩოგბურთს. ამ მხრივ  საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა მქონდა, მაგრამ ჩავაბარე თუ არა სამხატვრო აკადემიაში, სხვა ინტერესები გამიჩნდა და ჩოგბურთი მივატოვე. 17 წლამდე მოვასწარი და  გავხდი  საკავშირო ტურნირის გამარჯვებული. სულ ტურნირებზე ვიყავი, ყველა ჩემი მეგობარი გოგო იყო გაპრანჭული და ნაზი, მე კი ორი ჩოგნით ხელში დავრბოდი ვარჯიშიდან ვარჯიშზე. 

– ახლა სპორტს საერთოდ ჩამოშორდით?

– სულ ცდილობენ ჩემი ძველი მეგობრები,  კორტზე შემიტყუონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ვერ ვვარჯიშობ და წაგება, როგორც ძველ სპორტსმენს, სირცხვილად ჩამეთვლება. თუმცა, კორტზე თავს ძალიან კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. მეც სულ ვექადნები თავს, რომ კვლავ დავბრუნდები კორტზე, მაგრამ ჩოგბურთი არ მითამაშია, არც მივარჯიშია და თავს ხომ არ შევირცხვენ-მეთქი, განვაცხადე. მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარემ დამამშვიდა: იქ ყველა მოყვარული იქნება, მათ კი აჯობებო. ჩოგბურთი ისეთი სპორტია, პოლიტიკოსთა უმეტესობამ ამ სახეობაში რიგით  მოყვარულზე მეტი იცის.  მოკლედ, წავედით კიევში ჩვენი გუნდით, რომელშიც შევდიოდით მე, გიორგი გოგუაძე და კახა ოქრიაშვილი.  კიევში თავმოყრილები იყვნენ იტალიელი, შვედი და სხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, დაახლოებით 50 დეპუტატი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცი იყო, ტურნირის მონაწილეთა შორის ერთადერთი ქალი მე ვიყავი.  ვარჯიშზე მისულმა ჩემი უცხოელი კოლეგების გაცვეთილი ეკიპიროვკა რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩვენი საქმე ცუდად იყო. მამაკაცთა მაქსიმალური ასაკი იყო ორმოცი წელი. უნდა გენახათ როგორი ნავარჯიშები იყვნენ, კორტებზე ბრდღვინავდნენ. ამის შემხედვარე, მივხვდი, რომ იქ მე არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ კორტზე აუცილებლად უნდა გავსულიყავი – ბოლოს და ბოლოს ძველი სპორტსმენი ვარ. უკრაინელი  დეპუტატი, ვისთანაც პირველი შეხვედრა მქონდა,  ჩემი დანახვისთანავე მიხვდა, რაშიც იყო საქმე,  ისეთი თანაგრძნობით იყო გამსჭვალული, სულ იმას მეუბნებოდა: ხომ არ შეისვენებთო? ყველა სტანდარტი დავარღვიეთ, შუა თამაშში: დაისვენე, დაისვენეო, იძახდა (იცინის). 

 

 

скачать dle 11.3