კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ზაკაზი“, საზიარო მიწის ნაკვეთი და „პახმელიაზე“ გამოსვლა „დესანტნიკურად“

 

ბავშვობის ძმაკაცები მყავს. ძმები არიან და პირობითად მათ ვახო და მახო დავარქვათ, რადგან ეს ისტორია ჩვენ სამის გარდა არავინ იცის და მათი ვინაობის გამხელა ამის გამო არ მინდა.

ერთხელ, როდესაც შვებულებით სოფელში ვიყავი ჩასული, ჩემთან ვახო მოვიდა და მეუბნება:

– შენ ხომ „დესანტნიკი“ ხარ?

– ვარ, მერე რა?

– რა და, „დესანტნიკებს“ კაცის მოკვლა არ გაგიჭირდებათ და „ზაკაზი“ უნდა მოგცე.

მარტო ამ სიტყვების გამო იყო ვახო საცემი, მაგრამ, „ზაკაზმა“ დამაინტერესა და ვკითხე:

– გააჩნია, ვინ არის მოსაკლავი და რამდენს იხდი.

– მოსაკლავი ჩემი ძმაა, მახო, 5 ათას მანეთს მოგცემ, – მომიგო ვახომ.

ვახოს სიტყვებზე კინაღამ თვალები გადმომცვივდა, მაგრამ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში და დავთანხმდი. ვახომ ფული ერთ საათში მომიტანა. ორი დღის შემდეგ კი მოვიდა და მითხრა:

– შეკვეთას ვაუქმებ, მახო ჩემი ძმაა და გადავიფიქრე.

– დაქირავებულ მკვლელებში ასე არ მოსულა, – ვუთხარი მე, – თუ შეკვეთას აუქმებ, მაშინ კიდევ 5 ათასი მანეთი გადაიხადე.

მოკლედ, ვახომ კიდევ 5 ათასი მანეთი მოიტანა.

საღამოს უკვე მახო მოვიდა და 5 ათასი მანეთად ვახოს მოკვლა შემიკვეთა, ორი დღის შემდეგ კი ძმის მკვლელობის გაუქმებაში კიდევ 5 ათასი მანეთი მომიტანა და ასე მოგროვდა 20 ათასი მანეთი, რაც იმ პერიოდისთვის დიდი ფული იყო.

ძმები კი იმის გამო გადაემტერნენ ერთმანეთს, რომ, ცოლების წაქეზებით, ზუსტად ნახევარ მეტრს საზიარო მიწას ვერ იყოფდნენ, არადა, არც ერთი არ თმობდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ძმების 20 ათასი მანეთით უზარმაზარი მიწა შევიძინე, შემდეგ ჩემს სახლში სამკაციანი პურმარილი გავშალე, ორივე ძმა დავპატიჟე და, ჯერ ორივე მაგრად ვცემე, შემდეგ ვაქეიფე და ისე დავათვრე, რომ სახლებში ვერ წავიდნენ და ჩემთან დარჩნენ. დილას კი „პახმელიაზე“ იმით გამოვიყვანე, რომ მათ სახელზე ნაყიდ უზარმაზარ ნაკვეთზე წავიყვანე და იმდენი ვაბარინე ეს მიწა, სანამ უღონოდ არ დაეყარნენ.

ის დღე იყო და, ვახოს და მახოს ერთმანეთისთვის ცუდი სიტყვაც არ უთქვამთ, მათი ცოლები კი ისე დამეგობრდნენ, რომ უერთმანეთოდ წყალსაც კი აღარ სვამდნენ.

პოდპოლკოვნიკ ვანო კაშიას

ნაამბობის მიხედვით მოამზადა

 

 

скачать dle 11.3