სვანმა გზების მოწყობის სამსახურში დაიწყო მუშაობა. ტრასაზე პუნქტირი – წყვეტილი ღერძულა ხაზი უნდა დაეხაზა თეთრი საღებავით. პირველ დღეს სვანმა 1 000 მეტრი დახაზა. – ყოჩაღ‚ ნამდვილად არ ველოდი‚ – შეაქო „პრარაბმა“. მეორე დღეს 500 მეტრზე გაავლო წყვეტილი ხაზი
***
საუზმის წინ მამა ბავშვებს „ნატაციას“ უკითხავს:
– ბავშვებო‚ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ტრადიციებს‚ მაგრამ, პროგრესულებიც უნდა ვიყოთ‚ შევიძინოთ ევროპული მანერები. აბა‚ რით შეჭამთ საუზმეს?
– მე – დანა-ჩანგლით!
– ყოჩაღ!
– მე – ჩანგლით.
– არა უშავს.
– მე – კოვზით.
– რამდენჯერ უნდა გითხრა‚ შვილო‚ ჩვენ კანიბალები ვართ და არა სადისტები.
***
განცხადება:
„ქირავდება ოთახი მარტოხელა მამაკაცზე, ხედით მარტოხელა ქალის ფანჯრებისკენ“.
***
– ტელევიზორს ხომ არ შეიძენთ‚ ძალიან იაფად მოგცემთ... ნახეთ‚ როგორი დიზაინია‚ რა ფერებია‚ რა გამოსახულება...
– კი მაგრამ‚ მგონი ხმა საერთოდ არ აქვს...
– როგორ გეკადრებათ‚ უახლესი გამოშვებაა‚ ულტრაბგერითი...
***
22 დეკემბერი – ყველაზე გრძელი სამუშაო დღე და ყველაზე გრძელი პირველი ღამე.
***
ესემესი: „საშინელი გომბეშო ულამაზეს პრინცესად გადაიქცა‚ მახინჯი იხვი – მშვენიერ გედად‚ საზიზღარი მუხლუხო – მოხატულ პეპლად... შენ‚ ბოლოს და ბოლოს‚ ოდესმე თუ გადაიქცევი რამედ?“
***
უკვე ორი კვირაა‚ „თვითმკვლელთა კლუბში“ წერილი გავგზავნე და არავინ მპასუხობს...
***
– გოგა‚ ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გახდი...
– ჰო‚ მაგარი დაძაბული ვარ‚ არ ვიცი‚ მამაჩემს როგორ ვუთხრა...
– რა‚ ფული რომ მოგცეს სამკურნალოდ?
– არა‚ კაცო‚ ცოლი რომ მოვიყვანე...
***
ცოლ-ქმარი ქუჩაში მიდის. უცნობი მამაკაცი ელეგანტურად ესალმება მათ.
ქმარი: რა ზრდილობიანია‚ ნამდვილი ჯენტლმენი.
ცოლი: ჯენტლმენი?! ნეტა იცოდე‚ როგორ ხვრინავს...
***
მარსზე მორიგი საპლანეტთაშორისო ხომალდი დაეშვა. რამდენიმე საათში მარსის ლითონის მიმღებ პუნქტებში მკვეთრად დაეცა ფასები ჯართზე.
***
ქმარი მივლინებით მიემგზავრება:
– ხომ არ მიღალატებ? – გამომცდელად ეკითხება ცოლი.
– აბა‚ როგორ გითხრა‚ მე მენეჯერი ვარ და არა ნათელმხილველი...
***
– სპირტით სავსე ტანკერი აფეთქდა...
– შენ საიდან იცი?
– თევზები კუდებზე დგანან და ისე დაცურავენ წყლის ზედაპირზე...
***
კაცი სამსახურში დალურჯებულ-დასიებული მივიდა.
– რა გჭირს? თითქოს ვიღაცა დაგესხა თავს‚ გცემა და ფულიც წაგართვა...
– ჰო‚ ზუსტად ეგრე იყო.
– სახე მაინც თუ დაიხსომე?
– ცოლის სახეს რა დამახსოვრება უნდოდა...
***
პატრული გამთენიისას ქუჩაში ჩანთით მიმავალ კაცს აჩერებს.
– სდექ! რა გაქვს ჩანთაში?
– ჯერ არ ვიცი...
***
ექიმმა პაციენტს რეცეპტი გამოუწერა:
– მოკლედ, ასე: დღეიდან არავითარი ალკოჰოლი‚ არავითარი ქალები და მსგავსი გართობები...
– ა‚ ანუ ჯანმრთელობას რომ გავუფრთხილდე?..
– არა‚ ის ფული რომ გადაიხადო‚ ჩეკით რომ გამოგიწერ.
***
– მამი‚ ხუთი ლარი მომე‚ რა...
– შვილო‚ უკვე დიდი ხარ და სირცხვილია‚ უნდა მიხვდე‚ რომ ყოველ წუთში არ შემაწუხო...
– მართალი ხარ‚ მომე 100 ლარი!
***
ლომბარდში ქალი და მამაკაცი მივიდნენ:
– 5 000 დოლარი მინდა და „ზალოგში“ ქმარს გიტოვებთ...
– ქალბატონო‚ გირაოში ჩვენ მხოლოდ ძვირფასეულობას ვიღებთ‚ ძვირფას ქვებს‚ ოქროს‚ ვერცხლს...
– კაცო‚ გააღე პირი‚ ხომ გითხარი‚ როგორც კი შევალთ‚ გაიკრიჭე-მეთქი...
***
– სანდრო‚ ერთი გაიხედე‚ მამა ხომ არ მოდის?
– კი‚ მოდის! თანაც, ქუჩის ორივე ტროტუარზე...
***
– ბატონო დირექტორო‚ თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს – ცუდი და კარგი. რომლით დავიწყო?
– ცუდით.
– თქვენი ცოლი ჩვენი ორგანიზაციის ყველა მამაკაცთან იწვა. – კარგი რაღაცაა? – ყველას მოეწონა...
***
– შვილო‚ ნუ უგდებ ამათ ყურს‚ ყველა ჭკუას გარიგებს‚ თვითონ კი რა იციან?! აბა‚ ერთ გამოცანას გეტყვი: ორი კაცი ცხოვრობდა. ერთი სვამდა‚ მეორე – არა. ვინ მოკვდა პირველი?
– რა თქმა უნდა‚ ვინც სვამდა...
– არ ხარ სწორი! – მსმელმა მანქანით არამსმელი გაიტანა...
***
– ვა‚ სანდრო‚ რამდენი ხანია, არ შემხვედრიხარ, დღეს კი რა დილაუთენია გამოსულხარ! რას შვრები‚ რას აკეთებ?..
– აი‚ მაღაზია გავხსენი...
– ყოჩაღ‚ როგორ მოახერხე?
– ამ რკინის ჯოხით...