კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ვინ შეიძლება ჩაითვალოს დაინტერესებულ მხარედ?

პასუხი: ადმინისტრაციულ პროცესში დაინტერესებულ მხარედ ითვლება: ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. 

კითხვა: როდის შეიძლება ჩაითვალოს არარად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად გამოცხადება?

პასუხი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: 

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადები, ხოლო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უქმდება აქტის არარად გამოცხადებამდე წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგი.

კითხვა: ვარ 14 წლის, არასრულწლოვანი. გთხოვთ, განმიმარტოთ, მაქვს თუ არა უფლება, შევიტანო სასამართლოში სარჩელი სადავო სამოქალაქო საკითხთან დაკავშირებით და პირადად დავიცვა ჩემი სამოქალაქო უფლებები?

პასუხი: თქვენ, როგორც 14 წლის არასრულწლოვანს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გინიშნავთ საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. ამასთან,  სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.

კითხვა: გთხოვთ, გვიპასუხოთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა და რა შედეგებს იწვევს ეს?

პასუხი: მოსარჩელეს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს სასამართლოს და გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, საქმე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს  სასამართლომ. 

თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას, სარჩელის გამოხმობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

კითხვა: უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორ წყდება მისი პასუხისმგებლობის საკითხი?

პასუხი: დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ამასთან, დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად, შეიძლება, ექსტრადირებული იყოს სხვა სახელმწიფოში ან გადაეცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოდან ექსტრადირებული იყოს დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქედაც ის ითვლება?

პასუხი: საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან შემოხიზნული დანაშაულის ჩამდენი პირი, არ შეიძლება, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს, თუ მას დევნიან პოლიტიკური მრწამსის გამო, აგრეთვე, ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით. 

კითხვა: ჩემი ახლო ნათესავი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისა და სასჯელის დანიშვნის დროს იყო არასრულწლოვანი. იგი სრულწლოვანი გახდა საპატიმრო დაწესებულებაში. როგორ ხდება მისი შემდგომი სასჯელის მოხდის რეჟიმის განსაზღვრა საპატიმრო დაწესებულებაში?

პასუხი: სრულწლოვანებას მიღწეული მსჯავრდებული, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება, პირობით ვადამდეც გათავისუფლდეს. თუ მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით, არ შეიძლება, პირობით ვადამდე იქნეს გათავისუფლებული ან არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში დატოვებული, იგი სასჯელის შემდგომი მოხდისთვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, 20 წელს მიღწეული მსჯავრდებული, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ყოველთვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება?

პასუხი: დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც თანამდებობის პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე,  ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაფერისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

скачать dle 11.3