კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯანეტა ქერდიყოშვილი “მის მსოფლიოზე„ მიდის

 

 

 ულამაზესი, ცისფერთვალება „მის საქართველო 2011”-ის გარშემო, გვირგვინის დადგმისთანავე, უამრავი ჭორი თუ მართალი გავრცელდა. ჯანეტა ქერდიყოშვილის ირგვლივ თითქოს ყველა იმ სკანდალმა ერთად მოიყარა თავი, რაც ამდენი წლის განმავლობაში სხვადასხვა „მის საქართველოს” შესახებ გაგვიგია. ჯანეტა არ არის საქართველოს მოქალაქე, ჯანეტა გათხოვილია, ჯანეტა გათხოვილი იყო და ქმარს გაშორდა, ჯანეტა შვილს მალავს... ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანდა. მაგრამ, „მის საქართველოს” რამდენიმედღიან დედოფლურ ისტორიაში ტრაგიკულად ჩაიწერა მისი დის გარდაცვალება, რაც გვირგვინის მორგებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. „მისს” დიდი სიხარული, დიდ ტკივილად ექცა. თუმცა, მან შეძლო ძალების მობილიზება, საკუთარ თავში საკმარისი სიმამაცის გამონახვა და „მის მსოფლიოსთვის“ მზადება დაიწყო. ყველა პრობლემა მოგვარდა, „იმიჯ-ცენტრის” ხელმძღვანელი, ია კიწმარიშვილი, ჯანეტას დის გარდაცვალების შემდეგ ამბობდა, რომ „მის საქართველოს” ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება. ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევით და საკუთარი დიდი სურვილითაც, ჯანეტამ ლონდონში, „მის მსოფლიოზე” წასვლა გადაწყვიტა და მზადებაც დაიწყო. ნოემბრის დასაწყისამდე მას ბევრი რამ აქვს მოსაწესრიგებელი. კაბები „მარიონელაში” იკერება, თავად ლამაზმანი კი, ფიზიკურად და მორალურად ემზადება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზის კონკურსისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას. შედეგის მიუხედავად, თუ რა ტიტულით დაბრუნდება ჯანეტა საქართველოში, ჩვენთვის პატივია ასეთი ლამაზი გოგონას კონკურსზე წარდგენა. 

 

скачать dle 11.3