“ავთანდილი„ – მეტეხის ხიდიდან თაუერ ბრიჯამდე
14 ოქტომბერს, „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“, ყველაზე დახვეწილი, ხარისხიანი, ქართველი დიზაინერების ფონზე, სულ სხვა საფეხურზე ასულმა „ავთანდილმა” ჩვენება გამართა. აფრიკული მოტივებით ინსპირირებულმა ავთანდილმა რუსთაველის თეატრში საოცარი, ფერადი, ელეგანტური და თამამი, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენების მეორე დღეს კოლექცია ავტორთან და მუზასთან ერთად, (ავთო სულ ამბობს, რომ მისი მთავარი, ცხოვრების მუზა მისი მეუღლე ხათუნა თოთლაძეა) ლონდონში წავიდა. ქართველ დიზაინერს, არც მეტი არც ნაკლები, ლონდონის თაუერ ბრიჯზე ჰქონდა ჩვენება. პარიზი, „ვოგი”, „ოფისიელი” – ამ ყველაფერს „ავთანდილთან” დაკავშირებით, უკვე მიჩვეული ვართ. ლონდონი, მისი იკონური სიმბოლო – თაუერის ხიდი კი, სრულიად ახალი მოვლენაა. ჩვენებამ საოცარი წარმატებით ჩაიარა. დეტალებზე კი, მას შემდეგ გიამბობთ, ავთო ცქვიტინიძე რომ თბილისში დაბრუნდება და მასთან გასაუბრებას შევძლებთ.