თინათინ მაღალაშვილი მინსკის მოდის კვირეულზე გაემგზავრა
დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ისრაელში, სადაც მისი ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. წარმატებული ჩვენების შემდეგ, თინათინი და ფეხსაცმლის დიზაინერი – მადონა ხარატიშვილი, მინსკში, მოდის კვირეულზე მიიწვიეს. ამჟამად ისინი მინსკში იმყოფებიან. წასვლის წინ დიზაინერები ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდათ. არაჩვეულებრივი კოლექცია ბოლო ნიუანსამდე იყო მომზადებული, რაც წარმატების ნამდვილი გარანტია.