კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტუდია “გვირილას„ მოგზაურობა კაპადოკიაში

 

 

 კლუბ „დეჟავუში“ სტუდია „გვირილამ“ მოაწყო საღამო, სადაც სტუდიის აღსაზრდელები მასმედიის წინაშე ახალი საბავშვო კოლექციის ჩვენებით წარდგნენ. საღამოზე შესრულდა ახალი სიმღერები, რომელიც სტუდია „გვირილამ“ მოამზადა საერთაშორისო ფესტივალისთვის – „კავკასიური ვარსკვლავი“. პროექტმა სტარტი საქართველოში აიღო, შემდეგ კი კაპადოკიაში გადაინაცვლა. ფესტივალი ერევანში გაგრძელდება. იმავე საღამოს კლიპის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც „გვირილამ“ კაპადოკიაში გადაიღო (კლიპის რეჟისორია ბექა ისაევ-ავარსკი). სტუდია „გვირილა“ განებივრებულია ლამაზი კლიპებით. საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა კლიპის დასრულების შემდეგ დიდი კმაყოფილება გამოხატეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ყველასთვის საყვარელი „ორი ჯუჯა“ – ნუგზარ კვაშალი და ვახო ტატიშვილი, გურამ ჯაში, თემო წიკლაური, ბიძინა მახარაძე, ბრაიან იდოუ, ტატო გოდერძიშვილი და სხვა უამრავი ხალხისთვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი. ჯუჯებმა, სტუდია „გვირილას“ აღსაზრდელებთან ერთად, შეასრულეს ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „წვიმა იყო“. შემდგომ მომღერალმა თემურ წიკლაურმა საფესტივალო პროექტის, „კავკასიური ვარსკვლავის“ მონაწილეებს დიპლომები გადასცა. ფესტივალის სპეციალური პრიზი გივი სიხარულიძემ გადასცა სტუდია „გვირილას“ სოლისტს, ნინი დვალიძეს თურქული სიმღერის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ლეგენდარული „ივერიელები“ განსაკუთრებით მოიხიბლნენ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერით „ცისარტყელები“, რომელსაც მარიამ აფციაური და გიორგი ღოღობერიძე ასრულებდნენ. საღამო დასრულდა ბენდი „მერმისის“ ორიგინალური კომპოზიციით, რომლის სოლისტიც მარიამ ჯღარკავა გახლდათ. საღამოს ნინო ჩიხლაძე და ნუგზარ კვაშალი უძღვებოდნენ. 

 

скачать dle 11.3