კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გულშემატკივრობდნენ სასამართლოზე მამის მკვლელს დედა და დედმამიშვილები

 

სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობის ფაქტებმა როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საგრძნობლად იმატა და ოჯახის წევრებს შორის მკვლელობებმა დღეის მდგომარეობით რეკორდულ ციფრს მიაღწია. ამჯერად კი საქმე ეხება 27 წლის შალვა კ-ს – შვილს, რომელმაც მამა მოკლა... 

განსასჯელ შალვა კ-ს მშობლები იურისტები იყვნენ და ერთად მუშაობდნენ, მათ სიყვარულზე, თურმე, ლეგენდები დადიოდა, და ეს სიყვარული ქორწინებით დასრულდა, ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი შეეძინა. სწორედ შვილების გამო, განსასჯელის დედამ, ქეთევან კ-მ, რომელიც ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახური დათმო, მაგრამ, როგორც ჩანს ტრაგედია გარდაუვალი იყო.

საქმის მასალებით, ოჯახი, სადაც დანაშაული მოხდა, იმდენად შეკრული და მოსიყვარულე იყო, შვილის მხრიდან მამის მკვლელობა სრული შოკი აღმოჩნდა ყველასთვის – მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის... მამამ სამივე შვილი გვერდში ჯერ კიდევ ძალიან პატარები ამოიყენა – შრომას თავიდანვე აჩვევდა. ამიტომ, ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ რომელიმე მათგანს შეეძლო, მამა სასიკვდილოდ გაემეტებინა. თუმცა, შვილები წამოიზარდნენ და მოვლენები შეიცვალა... ერთ დღეს კი ოჯახის უფროსის, საბას ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ეყარა მისი ტანსაცმელიც... 

საღ-სალამათი კაცის გარდაცვალებამ თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ, შესაძლოა, საბა კ. მოკლეს, რადგან მიცვალებულს თავის არეში სილურჯე აღენიშნებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. თუმცა, სამართალდამცველებმა საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს: ოჯახი ცხედრის პროზექტურაში გადაყვანაზე დაიყოლიეს და საქმეც გაიხსნა – დადგინდა, რომ საბა კ-ს სიკვდილის მიზეზი თავის არეში ძლიერი დარტყმა იყო, ანუ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აწ გარდაცვლილმა თავის არეში დაზიანება მიიღო, რაც გარეშე ძალის ზემოქმედებით მოხდა... ამიტომ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და გამოძიება დაიწყო. მაგრამ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი? ეჭვმიტანილის ვინაობას გამოძიება ვერსიის დონეზეც კი ვერ ასახელებდა. თუმცა, მათი მოკვლეული მასალები რამდენიმე დღეში გამაოგნებელი აღმოჩნდა – სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილად მოკლულის უფროსი ვაჟიშვილი – შალვა კ. გამოაცხადეს, რომელიც იმავე დღეს დააპატიმრეს.

წინასწარი გამოძიების მასალებში დაკავებულის ჩვენება დევს, სადაც შვილი მამის მკვლელობას აღიარებს და ადასტურებს, რომ მას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მამასთან ურთიერთობა დაეძაბა და ყველაფერი ამ მიზეზით მოხდა...

განსასჯელის ჩვენებიდან: „მასთან ხშირად ვკამათობდი, რადგან მამაჩემის საქციელი არ მომწონდა. ჩემთვის ყველაფერი ენანებოდა, ჩემს და-ძმას კი არაფერს აკლებდა. მათგან განსხვავებით მე კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ, ამ მხრივ არც ჩემი ძმა გამოირჩეოდა, თუმცა, ის ჩემს დასთან ერთად სასწავლებლად უცხოეთში გაუშვა, მე კი მხოლოდ მეჩხუბებოდა, რომ ფიზიკურად მემუშავა. ოჯახში, რეალურად ყველაფერს მე ვაკეთებდი: მიწებსაც ვამუშავებდი, მოსავალსაც მე ვაბინავებდი, თუმცა, ფულს ჩემს და-ძმას ახმარდა. მე მათთვის არაფერი მენანებოდა, მაგრამ, შვილებს შორის, არათანაბარი მიდგომა მშობლის მხრიდან უღირს საქციელად მიმაჩნდა, მით უმეტეს, თავად მამაჩემი ხშირად იხსენებდა საკუთარ მშობლებს, რომლებიც მისი თქმით, შვილებს ცუდად ექცეოდნენ.  

ჩემდამი ასეთი დამოკიდებულების გამო, მამაჩემს პირველად მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ვუსაყვედურე. შევამჩნიე, რომ ამაზე ინერვიულა. მეგონა, შეცდომას გამოასწორებდა და ჩემს მომავალზეც იფიქრებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, გამუდმებით სვამდა და მეც და დედასაც პრობლემებს გვიქმნიდა. ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ არ დაელია მაინც, მაგრამ, არაყს არ მოეშვა. იმ დღეს გვიან ღამით მოვიდა. შევნიშნე, მთვრალი იყო და შარვალი სველი ჰქონდა...

მისმა საქციელმა გამაღიზიანა, რადგან ასეთ მდგომარეობაში მეზობელმა მოიყვანა, რომელმაც ის ტალახიანი იპოვა ქუჩაში. შემოსვლისთანავე კი დედაჩემს შეაგინა – არც შენ მიყვარხარ და არც შენი შვილი. კიდევ კარგი, ჩემი ნამდვილი შვილები მალე ჩამოვლენ გერმანიიდან, ისინი რომ არ მყავდნენ, თქვენთან ერთ დღესაც არ გავჩერდებოდიო. დედაჩემმა ამის გამო უსაყვედურა და უთხრა, რომ რეალურად, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, არასამართლიანი მამა იყო. თუმცა, დედას პასუხად უთხრა – ეგ საკითხები მე არ მაინტერესებს, ერთადერთი ის ვიცი, რომ, რაც გამაჩნია, ყველაფერს ორ შვილს დავუტოვებ, მთელი ცხოვრება მათთვის ვშრომობო...

მე ხმა არ გამიცია. დედაჩემიც გაბრაზდა და დასაძინებლად მეორე სართულზე ავიდა. გაღიზიანებული ვიჯექი სავარძელში. მამაჩემმა მხარზე ხელი უხეშად და აგდებულად წამომარტყა – შენგან კაცი არ დადგებაო. ძალიან გავბრაზდი და ცხოვრებაში პირველად ვკარი ხელი. როგორც ჩანს, ძლიერად მომივიდა და იატაკზე წაიქცა. ახლოს რომ მივედი, ცოცხალი აღარ იყო... 

დანაშაული რომ დამემალა, ცხედარი გარეთ გავათრიე და მოშორებით დავტოვე, მისი ტანსაცმელიც იქვე დავყარე და სახლში დავბრუნდი. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს. ცხედარი მეორე დღეს იპოვეს... მალე მეც დამაპატიმრეს”.

საქმის ირგვლივ ყველა მოწმე, მათ შორის, მეზობლებიც დაიკითხნენ, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მამა-შვილს კონფლიქტი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ, მომხდარის მიუხედავად, ისინი გარდაცვლილის ბრალს არ გამორიცხავდნენ.  

გამოძიებამ დაზარალებულად მოკლულის მეუღლე ცნო. დედა კი, როგორც მოსალოდნელი იყო შვილს იცავდა: 

„მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა, ამის თვითმხილველი ბევრჯერ ვყოფილვარ. განსაკუთრებით ბოლო დროს, სულ პატარა რამესაც არ უთმობდნენ ერთმანეთს. ჩემი მეუღლე იმდენად აგრესიული იყო, ამხელა ბიჭის ცემასაც კი არ ერიდებოდა. ბევრჯერ გამიშველებია. განსაკუთრებით აგრესიული კი ნასვამი იყო, მაგრამ, არ მახსოვს, შალვას მამისთვის სიტყვა შეებრუნებინოს. 

ჩემს მეუღლეს ვარწმუნებდი, რომ შალვაც შვილი იყო და დახმარება მასაც სჭირდებოდა. არაერთხელ გვიჩხუბია, რომ შვილებს ერთნაირად არ ექცეოდა, მაგრამ, ვერაფერი გავაგებინე. მიაჩნდა, რომ შალვა უნიჭო იყო და მისი ინტელექტი მხოლოდ მიწაზე მუშაობას ეყოფოდა. ამას ემატებოდა გაუთავებელი საყვედურებიც – რაც არ უნდა გაეკეთებინა, შალვასი არაფერი მოსწონდა.

ჩემი ქმარი ძალიან მკაცრი იყო. ძალიან მიყვარდა, მაგრამ, როგორც დედა, ვაღიარებ – შვილს ცუდად ექცეოდა. არ ვიცი, შესაძლოა, გული მიგრძნობდა –  არაერთხელ მიფიქრია, რომ, შესაძლოა, ერთ დღესაც შალვას მამის პრეტენზიები აღარ მოეთმინა და ხელი შეებრუნებინა. ამას განსაკუთრებით მაშინ ვფიქრობდი, როდესაც ბიჭი მეგობრებთან ერთად იყო და მამამისი მათთან არცხვენდა. თუმცა, ის მამის ნათქვამს მაინც უყოყმანოდ ასრულებდა. ერთადერთი, გაბრაზებული იმას ამბობდა, რომ სახლიდან წავიდოდა. იმ დღესაც იგივე განმეორდა... 

დილით დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ქმარი „პახმელიის” გამო გვიან ადგებოდა. რომ გავიღვიძე, საწოლში არ დამხვდა. გამაკვირვა იმანაც, რომ საწოლი საერთოდ არ იყო გაშლილი. ქმარი ვერსად ვიპოვე. ოთახში შალვა შემოვიდა და ვკითხე, მამამისი სად იყო. უგუნებოდ მითხრა: არაფერი ვიციო. სახეზე ფერი არ ედო, მაგრამ, მეგონა, მამამისის გამო იყო დადარდიანებული, რომელმაც ღამით კიდევ ერთხელ დაამცირა... ჩემი ქმარი თავისებური ადამიანი იყო, ადვილად ღიზიანდებოდა, შეეძლო, უმნიშვნელო რამეზეც კი ჩხუბი დაეწყო.

საბა სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიპოვეთ... ხელი რომ მოვკიდე, მივხვდი ცოცხალი აღარ იყო. ყვირილი დავიწყე და შველას ვითხოვდი. შალვას ქცევები საეჭვო იყო, მაგრამ, ვერაფრით დავუშვი, რომ, შესაძლოა, ეს მისი ჩადენილი ყოფილიყო”. 

როგორც ბევრ სხვა სისხლის სამართლის საქმეში, ამ შემთხვევაშიც, დანაშაულს თვითმხილველი მოწმე ჰყავდა, რომელმაც თავიდან დაფარა მომხდარი, მაგრამ, კანონის შიშით, სიმართლე ძალიან მალე განაცხადა, რითაც სასჯელი აიცილა თავიდან.

მოწმის ჩვენებიდან: „იმ ღამით ჩხუბის ხმა აშკარად გავიგონე. მამა-შვილი კამათობდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საბა ცუდი კაცი არ იყო, მაგრამ, თავისებური ხასიათი ჰქონდა, ცოლ-შვილს ცუდად ექცეოდა. ამბობდნენ, რომ საყვარელიც ჰყავდა. ეს ოჯახმაც იცოდა, თუმცა, ამაზე არასდროს ლაპარაკობდნენ. შალვა ადრე არ ყოფილა ცუდ რამეში შემჩნეული... მამამისი ბოლო პერიოდში ბევრს სვამდა და შარვალში ისველებდა და შვილი, ალბათ, ამიტომაც გაღიზიანდა. 

იმ ღამეს საქონლის დასახედად ავდექი. დავინახე, შალვა რაღაცას მოათრევდა. რომ დავაკვირდი, დავრწმუნდი, მამამისი იყო, მაგრამ, მომერიდა და თვალი მოვარიდე – არ მინდოდა, ბავშვს თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო. შალვა ყოველთვის ნერვიულობდა, როდესაც მამამისი უგონოდ თვრებოდა და შარვალში ისველებდა. დილით კი, იმ ადგილისკენ რომ გავიხედე, იქ საბა ეგდო... ცოტა ხანში შალვა მოვიდა. არაფერი უთქვამს, მაგრამ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. შემდეგ კი მითხრა, რაც გინდა, ის თქვიო... ძალიან შემეცოდა, სწორედ ამიტომ,  მომხდარის შესახებ თავიდან არაფერი ვთქვი, მაგრამ, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა...”

რაც შეეხება განსასჯელს, მან დამატებით ჩვენებაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ მამამისსს დამცირებისა და შეურაცხყოფის გამო ჰკრა ხელი, მაგრამ, იქვე გაუსვა ხაზი, რომ მას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, უბრალოდ, ვერ გათვალა, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს ასეთი შედეგი მოჰყვებოდა...

არანაკლებ საინტერესოა, რომ განსასჯელს არა მხოლოდ დედა, და-ძმაც ძალიან გულშემატკივრობდა. ისინი სასამართლოს არწმუნებდნენ, რომ მათ შორის ყველაზე კეთილშობილი სწორედ შალვა იყო და სთხოვდნენ, მისი მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ.

სწორედ ამიტომ, სასამართლომ დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ განსასჯელი აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ, ინციდენტის მომენტში სულიერად აღელვებული იმყოფებოდა. ამის გამო სასამართლომ მას განზრახ მკვლელობის მუხლი მოუხსნა და გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ცხადია, განაჩენი არავის გაუსაჩივრებია – ეს 27 წლის პატიმრისთვის საბოლოო განაჩენი იყო...

 

 

скачать dle 11.3