კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეპარება ნოდიკო ტატიშვილი და ვინ არის მისი ცხოვრება

 

დაბადების ადგილი, თვე და რიცხვი: 5 ნოემბერი, 1986 წელი, თბილისი. რვათვიანი დავიბადე, 2 კილო 400 გრამი. ისეთი პატარა ვიყავი, დედაჩემის გარდა ხელს ვერავინ მკიდებდა – ეშინოდათ, რამე არ მოვაძროთო. მავნე ბავშვი ვყოფილვარ. ლაზერიანი თოფები მქონდა, მაინტერესებდა, საიდან ანათებდა და ჩაქუჩით დავამტვრიე.

განათლება, პროფესია: დავამთავრე 39-ე საჯარო სკოლა, მერე – ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობა – სახელმწიფო მართვის მოხელე. თან, წარჩინებით დავამთავრე. მთელი სწავლის განმავლობაში სულ მქონდა სტიპენდია, ფრიადოსანი ვიყავი. თავიდან 15 ლარი მქონდა, ბოლო ორ კურსზე მოუმატეს 25 ლარი. მახსოვს, როგორ მიხაროდა აღება, ასე მეგონა, მილიონი მერიცხებოდა. მაგრამ, სიგარეტს ვიყიდდი, მობილურის ბალანსს შევავსებდი და – ფაფუ, აღარ იყო არაფერი. პარალელურად, სამუსიკო სასწავლებელში ვსწავლობდი – მეორე მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. 

მშობლები: დედა – მაია ურიგაშვილი, პედაგოგი. მოსკოვში მიიღო განათლება და მაგისტრატურაც იქ დაამთავრა. მერე თბილისში ჩამოვიდა, მეორე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და, უკვე 15 წელია, პედაგოგია, თან, ძალიან მაგარი. მამა – კორნელი ტატიშვილი, მასაც მოსკოვში აქვს დამთავრებული მაგისტრატურა, მაგრამ, დროებით უმუშევარია. მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, დაქორწინდნენ და მერე მოსკოვში წავიდნენ სასწავლებლად.

დედმამიშვილები: მყავს და, რომელიც ჩემი ცხოვრებაა – თავადის ქალი ხატია ტატიშვილი. ის ლონდონში ორწელიწად-ნახევარი სწავლა-განათლებისა და გამოცდილების მიღების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს და აქ იქნება სულ, ჩემთან, ამიტომ ვარ გახარებული, ენაცვალოს თავისი ძმა. უგზო-უკვლოდ განათლებულია. სულ ვამბობ, რა მაგარი იქნებოდა, მისი ნაკითხობის მეოთხედი მეც რომ მქონდეს-მეთქი. არც მე ვუჩივი ჩემს სწავლა-განათლებას, უბრალოდ, მან მთელი ბიბლიოთეკა აიღო და ტვინში ჩაიდგა, მე ასე ვერ ვაკეთებ, მხოლოდ ვეპარები.

მეუღლე: ჯერჯერობით არ მყავს, მაგრამ, ვიცი, რომ ჩემი მეუღლე იქნება რაღაცნაირი, ანუ, როგორიც შემიყვარდება და როგორსაც შევუყვარდები, ისეთი იქნება. მე მაყვლის ან „მალინის“ მურაბასავით ტკბილი მეუღლე ვიქნები.

უახლოესი წინაპრები: ჩემთვის ჩემი პაპა, ნოდარ ანუ ნოდიკო ტატიშვილი იყო ყველაზე ცნობილი, რადგან მას ისე უყვარდა გინება, თუ არ იგინებოდა, ყველას ეგონა, ცუდად იყო. ოღონდ, ამას ისე აკეთებდა, რომ უხეშად არ გესმოდა ყურში. ისე, ტატიშვილების გვარში ბევრი იყო სამედიცინო სფეროდან: ექიმები, აკადემიკოსები, პროფესორები.

უახლოესი მეგობრები: იმდენი მეგობარი მყავს, რა ჩამოთვლის მათ სახელებს. ერთმა ძმაკაცმა ძმაკაცები წაგვიყვანა თავისი შეყვარებულის სახლთან და, რომ მივედით, მეუბნება: ახლა სერენადა უნდა იმღეროო. მარტომ არ ვიმღერე და ამყვნენ. მთელი კორპუსი გამოვიდა გარეთ. რომ მოვრჩით სიმღერას, სერიოზული ტაში გვქონდა: „ბრავო, ბის“!.. 

ნათლულები: ელენე ფოჩხუას შვილის ნათლიები ვართ მე და მაიკო კაჭკაჭიშვილი. მერე მაიკოს დისშვილი მოვნათლე. ჯერჯერობით 12 ნათლული მყავს. რამდენიმეს დაბადებას და მონათვლას კიდევ ველოდები. სულ პაწაწუნები და საყვარლები არიან, გიჟდებიან ჩემზე.

პირველი ხელფასი: მახსოვს, პატარა ვიყავი, რაღაც კონცერტზე ვიმღერე და 100 დოლარი გადამიხადეს. მაშინაც მეგონა, მილიონი მომცეს. 

პირველი სიყვარული: იყო ერთი ლამაზი გოგონა, რომელიც შვიდი წელი მიყვარდა, მეექვსე კლასიდან ვაფრენდი მასზე მწარედ.

ქონება: მალდივებზე ერთ-ერთი კუნძული ჩემია და, კიდევ, ამას წინათ პლანეტა იუპიტერი ვიყიდე. ორივეში ძალიან ძვირი გადავიხადე, მაგრამ, კონფიდენციალურია და ფასს ვერ გეტყვი. რაც შეეხება თბილისში, სახლისთვის მიყიდია ავეჯი, ტექნიკა. სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მივაპირკეთ-მოვაპირკეთე.

ანეკდოტი: სვანს შეყვარებული გაექცევა, გაეკიდება და გაასწრებს. 

 

 

скачать dle 11.3