კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა ქალაქის საიდუმლო

 

კონან დოილს ხშირად სწერდნენ წერილებს, თუმცა მას კი არა, ამ წერილებში შერლოკ ჰოლმსს სთხოვდნენ დახმარებას. ერთ საღამოს დოილმა მორიგი წერილი მიიღო. საკმაოდ სქელ კონვერტში გაზეთებიდან ამონაჭრებიც იყო ჩალაგებული. საქმე საკმაოდ სერიოზული და საინტერესო აღმოჩნდა. გამოძიება კონან დოილს უნდა ეწარმოებინა. ერთ საგრაფოში ვიღაც მანიაკი გამოჩნდა, რომელიც ცხენებს მუცელს უფატრავდა და პირდაპირ მინდორში ყრიდა. სულ რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა... მეშვიდე შემთხვევის შემდეგ, ცხენის მუცელთან მოკლე შინაარსის ბარათიც იპოვეს, რომელშიც ეწერა: „მხიარულება ჯერ ახლა დაიწყო... ნოემბერი უკეთესი იქნება. ცხენების შემდეგ ნორჩი გოგონების ჯერიც დადგება. ორი ცხენის მერე პირველი მოკვდება...“ ამ შეტყობინებამ მთელი გრეით ვილი შოკში ჩააგდო. 18 აგვისტოს კიდევ ერთი ცხენი გამოფატრეს... ადგილობრივი პოლიცია ფეხზე დადგა. დღედაღამ სდარაჯობდნენ დასახლების შემოგარენს, მაგრამ ამაოდ. მაშინ ინსპექტორმა კემპბელმა გადაწყვეტილება მიიღო. მას რატომღაც სჯეროდა (სხვათა შორის, მის ბევრ კოლეგასაც სჯეროდა), რომ ყველაფერში ადგილობრივი მღვდლის ოჯახი იყო დამნაშავე. უფრო ზუსტად, მღვდლის შვილი. ერთად გაემართნენ ღვთისმსახურების სახლში, რათა საკმარისი მტკიცებულებები ეპოვათ და  დამნაშავე დაეპატიმრებინათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ღვთისმსახური შაპუნჯი ედალჯი წარმოშობით ინდოეთიდან იყო. მართალია, ცოლად ინგლისელი შეირთო, მაგრამ შვილს მაინც მუქი კანი გამოჰყვა. წესიერი ახალგაზრდა კაცი იყო. სამართალი შეისწავლა და ბირმინჰემში მუშაობდა. ყოველ დილით, შვიდის ათ წუთზე მატარებლით მიემგზავრებოდა და საღამოს რვის ნახევარზე ბრუნდებოდა უკან. ადგილობრივები მას დიდად არ სწყალობდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ შურდათ ამ ახალგაზრდა კაცის ღირსებისა და ნიჭიერების. „უცნაური არ არის, რომ არც ეწევა, არც სვამს... თავდაჭერილი დადის, ვითომ ასეთი უნაკლო და იდეალურია?  აშკარად რაღაცას მალავს“... რამდენიმე წლით ადრე დასახლება წალეკა უსახელო წერილებმა, რომლებშიც ღვთისმსახურსა და მის ოჯახს ლანძღავდნენ. განსაკუთრებით კი ჯორჯს. ლანძღვა-გინებისა და ბინძური ცილისწამების ნიაღვარი სამი წელი გრძელდებოდა. ადგილობრივმა პოლიციამ ყური მოიყრუა. საგრაფოს მთავარი კონსტებლი მყარად იდგა თავის პოზიციაზე: ყველა „შავი“ ნაძირალა და დამნაშავეაო. ღვთისმსახურის ერთადერთ პროტესტზე მან ასე უპასუხა: იმედი მაქვს, თქვენი შვილი ერთხელაც მიიღებს იმას, რასაც იმსახურებსო. მერე წერილები შეწყდა და შვიდი წლის განმავლობაში, სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა საგრაფოში... მერე კი... ასეთი იყო სიტუაცია 18 აგვისტოს, როცა პოლიციელები ღვთისმსახურის სახლისკენ გაემართნენ.

– მაჩვენეთ თქვენი შვილის ტანსაცმელი, – მოსთხოვა ინსპექტორმა კემპბელმა მღვდელს, – ასევე, ის იარაღი, რომლითაც ეს საშინელება ჩაიდინა.

მთელი სახლი გადააქოთეს და თავდაყირა დააყენეს. მაგრამ, თავად მღვდლის პირის საპარსი სამართებლის და ჯორჯის ლაბადის გარდა, ვერაფერი იპოვეს. იქვე იყო მძიმე ფეხსაცმელებიც, მაგრამ ჩვეულებრივი ტალახით დასვრილი და არა, თიხანარევი მიწით იმ ადგილიდან, სადაც გამოფატრულ ცხენებს პოულობდნენ. ფაქტობრივად, პოლიციას სამხილი არ ჰქონდა. მაგრამ, ისინი ამას არ შეუჩერებია.

– ლაბადა სველია, – თქვა კემპბელმა.

მღვდელმა ლაბადას ხელი შეახო და თქვა, რომ ის სრულიად მშრალი იყო. რაც მთავარია, მასზე არ აღმოჩნდა ცხენის ბალანი. პოლიციელებმა ლაბადა მაინც „ამოიღეს“, როგორც ნივთმტკიცება. შეახვიეს ერთ-ერთი მოკლული ცხენის ტყავთან ერთად და ისე გაგზავნეს ექსპერტიზაზე. ახლა იმდენი ბალანი იყო ლაბადაზე, ექსპერტებს წვალებაც არ დასჭირდებოდათ მათ „მოსაძებნად“. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც ყვებოდნენ, როგორ ნახეს სახლისკენ მომავალი ჯორჯი რვის ნახევარზე (გაფატრული ცხენი უფრო ადრე იპოვეს), ის მაინც დააპატიმრეს. ბრბომ ლამის პოლიციის კარეტიდან მოიტაცა საწყალი ბიჭი. ზუსტად ერთ თვეში შედგა სასამართლო, რომელმაც დაამტკიცა, ჯორჯი ცხენებს თავის კერპებს სწირავდაო და შვიდი წელი მიუსაჯეს. 

წერილი კონან დოილს მან ციხიდან გამოუგზავნა და ისიც საქმის ხელახალ გამოძიებას შეუდგა... მოხდა ისე, რომ გრეით ვილიში კიდევ ერთი ცხენი გამოფატრეს. ჯორჯი უკვე ციხეში იჯდა და მას ვეღარ დააბრალებდნენ. მაგრამ, რატომღაც, ეს ფაქტი არავინ გაითვალისწინა... ნოემბრის დასაწყისში კიდევ მოხდა მსგავსი ფაქტი და ინგლისური საგრაფოს მცხოვრებლები უკვე შეშფოთდნენ. საქმე გახმაურდა, კონან დოილს უკვე მოქალაქეები სთხოვდნენ, საქმე ობიექტურად გამოეძიებინა. ის ჯერ პატიმარს შეხვდა და მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ეს ადამიანი ვერასოდეს ჩაიდენდა დანაშაულს.  ის ახლომხედველი აღმოჩნდა, გართულებული ასტიგმატიზმით. ორ დღეში დოილს ექიმის დასკვნა ხელთ ჰქონდა და მან შეძლო მოსამართლის დარწმუნება, ჯორჯი თავდებით გამოეშვათ, სანამ ის ხელახალ ძიებას დაასრულებდა. მაშინ ინგლისში ჯერ კიდევ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლო. არავითარი ეჭვი ჯორჯის მიმართ აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო. ის დღისითაც ძალიან ცუდად ხედავდა და მით უმეტეს, ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ, თითქმის ბრმა იყო. თუმცა, ბრალდებას იქამდე არ მოუხსნიდნენ, სანამ ნამდვილ დამნაშავეს არ დაიჭერდნენ. გრეით ვილის პოლიცია ეჭვის თვალით უყურებდა კონან დოილის საქმიანობას. მან, უპირველესად, გადაწყვიტა, იმ წერილების ავტორი მოეძებნა, რომელშიც ღვთისმსახურის ოჯახის მიმართ საშინელი აგრესია იყო გამოხატული. წერილები, საბედნიეროდ, შენახული ჰქონდა მღვდელს და ისინი კონან დოილს უკლებლივ გადასცა. მან გულდასმით წაიკითხა ისინი და დაადგინა, რომ პირველი წერილები მოზარდის მიერ იყო დაწერილი – ეს მის ხელწერას ეტყობოდა. კონან დოილმა ისიც შენიშნა, რომ წერილების გაგზავნა რაღაც პერიოდის განმავლობაში შეწყდა. დაახლოებით შვიდი წელი იყო სიჩუმე. წერილების ავტორი სადღაც გაქრა? – კი, მაგრამ სად? და სწორედ ამ დროს, საგრაფოში გოგონა მოკლეს. მასაც ისევე გაუფატრეს მუცელი, როგორც მანამდე, ცხენების შემთხვევაში ხდებოდა. 

ჯორჯი მაშინვე დააპატიმრეს. მას სიკვდილი ელოდა და ვერანაირი ოკულისტის დასკვნა ვეღარ უშველიდა. კონან დოილს სასწრაფოდ უნდა ემოქმედა. ის ძიებას განაგრძობდა და მუქარის წერილიც მიიღო. ვიღაც სიკვდილს ჰპირდებოდა „მუქკანიანი ვამპირის“ დაცვისთვის. კონან დოილმა წერილის კალიგრაფია ღვთისმსახურისთვის გაგზავნილი ბოლო წერილების კალიგრაფიას შეადარა და დარწმუნდა, რომ მათი ავტორი ერთი და იგივე პიროვნება იყო. სწორედ ის უნდა ყოფილიყო მკვლელი-მანიაკიც. მან ნაცადი, „ჰოლმსისეული“ დედუქციის მეთოდი მოიშველია. ადგილობრივი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ზღვაზე მსახურობდა. ისინი წლობით მიდიოდნენ სავაჭრო გემებზე სხვადასხვა ქვეყნებში და კონან დოილმა ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ეს გარემოება დაუშვა. სამუშაო ჰიპოთეზამ გაამართლა. კონან დოილმა ადგილობრივი სკოლის არქივს მიმართა. მას უნდა გაეგო, სწავლობდა თუ არა იქ მოსწავლე, რომელსაც სძულდა დირექტორი (მაშინ დირექტორად სწორედ ღვთისმსახურები მუშაობდნენ) და გამოირჩეოდა მავნებლური ხასიათით. ასევე, რა საქმიანობას მოჰკიდა ხელი, სკოლის დამთავრების შემდეგ. დოილს გაუმართლა. მან მოსწავლეთა შორის აღმოაჩინა ვინმე პიტერ ჰუძონი. სკოლაში მან დოკუმენტების გაყალბებით გაითქვა სახელი. დარაჯს კი, რომელმაც ერთხელ დასაჯა, კატა ხელით დაუხრჩო. ის სკოლიდან გააგდეს და ერთხანს ადგილობრივ ყასაბთან მუშაობდა შეგირდად. საქონლის დაკვლა და გამოშიგვნაც იქ ისწავლა. მერე მეზღვაურად ჩაეწერა და სოფელში მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა...

კონან დოილმა ადგილობრივ პრეფექტს კატეგორიულად მოსთხოვა პიტერის სახლის გაჩხრეკა და უარის შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ლონდონში, სკოტლანდ-იარდს მისწერდა ყველაფერს. ჩხრეკა ჩატარდა და იპოვეს კიდეც დანაშაულის იარაღი – საყასბო დანა. ასევე, პიტერის ქურთუკი, როგორც ცხენის ბეწვით, ასევე მოკლული გოგონას წითური თმით. ყველა სამხილი პრეფექტურაში გაიგზავნა. ჰუძონი დააპატიმრეს და საგრაფოს მთავარ საპოლიციო ციხეში გადაიყვანეს, ხალხს რომ არ ჩაექოლა. ასევე, დააპატიმრეს პიტერ ჰუძონის ძმაც, რომელიც ძმას დანაშაულში უწყობდა ხელს. ჯორჯ ედალჯი გაათავისუფლეს. ის ერთადერთი „უცხო“ იყო, რომელიც კონან დოილმა თავის მოკრძალებულ ქორწილში დაპატიჟა. ედალჯისა და კონან დოილის დიდი ძალისხმევის შედეგად, ხუთი წლის შემდეგ, ინგლისში სააპელაციო სასამართლო შეიქმნა.

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3