კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნიკალური, მაგრამ – რეალური...

 

ჰიტლერულ გერმანიაში ჰქონდათ სპეციალური შპრიცები, რომლებითაც პატიმრებს დროდადრო ნემსს უკეთებდნენ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ბანაკებში ასეთი შპრიცი ბევრი არ იყო. დღეისათვის ასეთი  შპრიცები ყველა დაკარგულია და სამუზეუმო  ექსპონატადაც კი აღარ დარჩა. „ზონენტაუს” ბანაკში ვერცხლის შპრიციც კი ჰქონიათ.

„მესამე რაიხს“ უყვარდა სიმბოლოები. მაგალითად, არსებობდა ჰიპნოზური, რაიხის გერბებით დამშვენებული ბეჭედი, რომელზეც, ასევე, ამოტვიფრული იყო მარადიული ცხოვრების სიმბოლო და მუხის ფოთოლი. ბეჭედს მაგიური ძალა ჰქონდა: დაიღუპებოდა ის, ვინც ამ უნიკალური სიმბოლოს მფლობელზე ხელს აღმართავდა.

„ზონენტაუს“ ბანაკის ტყვეების გმინვა დღემდე ახსოვს მის კედლებს. აქ  ყველა პატიმარი საცდელი „თაგვი” იყო, რომელზეც ცდებს ატარებდნენ, თანაც – ნებისმიერს. ჰიტლერს უნდოდა, მიეგნო მარადიული სიცოცხლის ელექსირისთვის და ამიტომ არაფერს იშურებდა. ადამიანების ტანჯვა კი ნაკლებად აინტერესებდა.

„მესამე რაიხი“ თავის სიმბოლიკას ოქროს ფილებზეც აღბეჭდავდა ხოლმე. ჰიტლერს ასეთი ფილები ბევრი ჰქონდა, მაგრამ მას მარადიული ცხოვრება უნდოდა.

 

скачать dle 11.3