კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეონარდოს საოცრებები

 

ის, ალბათ, ვერც იოცნებებდა, რომ მისი იდეები როდისმე რეალობად იქცეოდა. დიდი ლეონარდო… ჭეშმარიტად დიდი… 2000 წლის დეკემბერში ბრიტანული პარაშუტისტი ადრიან ნიკოლსი საჰაერო ბუშტიდან, რომელიც 3 ათას მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა პარაშუტით გადმოხტა. საქმე ისაა, რომ პარაშუტი ზუსტად იმ ესკიზით დამზადდა, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ ჩახატა. როგორც დიდი შემოქმედი ვარაუდობდა, პარაშუტისტი უვნებელი გადარჩა.

2001 წელს, ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს სიახლოვეს, გაიხსნა 100 მეტრი სიმაღლის საფეხმავლო ხიდი. ის ავტობანის თავზეა განთავსებული და მთლიანად ლეონარდო და ვინჩის პროექტის მიხედვითაა აგებული. მან ამ ნაგებობის ნახაზი თურქეთის სულთნისთვის შექმნა. ხიდი უნდა აგებულიყო სტამბულთან, „ოქროს რქის” ყურეში. პროექტის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა. მისი სიგრძე 346 მეტრი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, სულთანმა ბაიაზეტ მეორემ ბოლოს თავი შეიკავა. გავიდა ხუთასი წელი და ლეონარდოს პროექტი ისევ აქტუალური გახდა.

2002 წელს, დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოს თავზე, ზეცაში წარმატებით გამოსცადეს დელტაპლანი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნახაზების მიხედვით შეიქმნა. დელტაპლანელი ჯულია ლიდენი 10 მეტრ სიმაღლეზე 17 წამის განმავლობაში იყო გაჩერებული.

 

скачать dle 11.3