კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექსი ადამიანს მახსოვრობას უკარგავს

 

სწავლულებმა დაადგინეს, რომ სქესობრივი აქტი გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე. მათ მაგალითად მოჰყავთ 54 წლის ქალის ისტორია, რომელიც ვაშინგტონში ჰოსპიტალში მიიყვანეს პანიკურ მდგომარეობაში. როგორც შემდგომში გაირკვა, მას სრულიად დაავიწყდა, რა ხდებოდა მის თავს უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ეს კი ქალბატონს ქმართან სქესობრივი აქტის შემდეგ დაემართა.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალი ეგრეთ წოდებული გარდამავალი გლობალური ამნეზიით დაავადდა. ამნეზიის ეს ტიპი დროებითი ხასიათისაა, მაგრამ, მისი გამოვლინების სიმწვავის გამო, ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე. სხვათა შორის, მედიკოსები გვამშვიდებენ, რომ ეს სრულიად არ ვნებს ტვინს. სკანირებამ აჩვენა, რომ ქალის თავის ტვინში რაიმე დაზიანება არ შეიმჩნეოდა. სკანირება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში ჩატარდა.

სტატისტიკის თანახმად, წელიწადში 100 000 ადამიანზე 3-5 ასეთი ამნეზიის შემთხვევა მოდის. ჩვეულებრივ, მეხსიერება რამდენიმე საათის შემდეგ აღდგება. სხვათა შორის, ამნეზიამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ასევე, სიმძიმის აწევამ, რაიმე ძლიერმა დატვირთვამ და ტუალეტში შესვლამაც კი. 

ყველაზე ხშირად გარდამავალი გლობალური ამნეზია 50-60 წლის ასაკის ადამიანებს ემართებათ.

აქამდე მეცნიერებისთვის ნაკლებადაა ცნობილი ასეთი გადახვევების მიზეზების შესახებ. ზოგიერთი სპეციალისტი ამის გამომწვევად კისრის სისხლძარღვების სარქველებს ადანაშაულებს: იმის ნაცვლად, რომ დაიკეტონ, ისინი ღია რჩებიან, ამის გამო, წნევა კუჭში გადაქაჩავს ჟანგბადით გაღარიბებულ სისხლს, რომელიც, ჩვეულებრივ, უნდა მიდიოდეს გულისკენ და შემდეგ ზევით, ვენების გავლით – ტვინის იმ არეში, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.

 

скачать dle 11.3