კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ათი წლის შემდეგ არქტიკაში ყინული აღარ იარსებებს

 

არქტიკის ყინულების ლღობა უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ადრე მიაჩნდათ. მეცნიერების აზრით, არქტიკის ყინულის საფარი გაქრებოდა არაუადრეს 50-100 წლისა. ახალი მონაცემებით კი, რომლებიც ნორვეგიის პოლარულმა ინსტიტუტმა მიიღო, არქტიკული ყინული, შესაძლოა, ათი წლის განმავლობაში სრულიად გალღვეს.

სწავლულებმა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე დაამაგრეს სპეციალური ჰიდროლოკატორი, რომელიც ყინულების სისქეს ზომავს და მონაცემებს მკვლევრებს უგზავნის. სწორედ ამ ლოკატორით დაადგინეს ნორვეგიელებმა, რომ, მაგალითად, სქელი ყინულები, რომლებიც 1990 წელს იყო ოკეანეში უკვე აღარ არსებობს.  ამგვარად, პრაქტიკულად, გაქრა 5 მეტრის და მეტი სისქის მრავალწლიანი ყინულები, რომლებიც არქტიკის აუზის ყინულების 28 პროცენტს შეადგენდა, 2010 წლის ზამთარში კი მათი რაოდენობა 6 პროცენტი გახდა. ფაქტობრივად, 1990 წლიდან ყველაზე მსხვილი ყინულების სისქე 4,3 მეტრიდან 2,2 მეტრამდე შემცირდა. მეცნიერების აზრით, ეს იმის შედეგია, რომ „არქტიკული აუზი შევიდა ახალ ფაზაში, სადაც დინამიკური და თერმოდინამიკური  ფაქტორები გაერთიანდა და ყინულის სისქის შემცირებისკენ წანაცვლება გამოიწვია. მრავალწლიანი ყინულების სისქე იმდენად შემცირდა, რომ ერთწლიანების სისქეს დაუახლოვდა. ახლანდელი პირობების გათვალისწინებით, ისინი, შეიძლება, ერთ სეზონში დადნეს“.

ეს ინფორმაცია ოპტიმიზმს არ ბადებს. დნობა ძალზე სწრაფად მოხდება და სერიოზულ გავლენას მოახდენს თეთრი დათვების, სელაპების, ზღვის ლომების, თევზებისა და ფრინველების სიცოცხლეზე. ამას გარდა, თუ ყინულების რაოდენობა შემცირდება, დაქვეითდება დედამიწის ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკეანე უფრო მეტად გათბება. 

 

скачать dle 11.3