ჯართის ქურდობაც ამას ჰქვია!
ქურდობამ, რომელიც დასავლეთ პენსილვანიაში, პიტსბურგიდან 96 კილომეტრზე მოხდა, შოკში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა: ორმა ბოროტმოქმედმა ძმამ მოიპარა რკინის ხიდი, რათა ის ჯართად გაეყიდათ.
ქურდებს, 24 წლის ბენჯამენ და 25 წლის ალექსანდრ ჯონსებს ბრალდება წაუყენეს წინასწარი განზრახვით ზარალის მიყენების მუხლით, ქურდობაზე, ნაქურდალის მითვისებასა და დანაშაულებრივ შეთანხმებაზე.
ძმებმა ქალაქ ნიუ-კასლიდან ავტოგენის დახმარებით დაშალეს 15 მეტრი სიმაღლის ხიდი. ამ მეთოდით მიღებული 15,5 ტონა ლითონი კი 5 ათას დოლარად გაყიდეს. ცნობისთვის: თვით ხიდი 100 ათას დოლარად იყო შეფასებული.
დამნაშავეთა დაკავება ლითონების გადამამუშავებელი ერთ-ერთი ფირმის თანამშრომელთა დახმარებით მოხერხდა: მათ საეჭვოდ მოეჩვენათ უფროსი ძმის განმარტება, რომ მათ აქვთ ნებართვა ხიდის დემონტაჟისა და მისი გაყიდვისთვის, რადგან ხიდი კერძო მფლობელის საკუთრება იყო.