კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გენეტიკური მუტაცია – სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის

 

ჰოლანდიელმა სწავლულებმა ადამიანის ორგანიზმში იშვიათი გენეტიკური ცვლილებები იპოვეს.  სწავლულთა ჯგუფმა ექსპერიმენტის შედეგები ადამიანის გენეტიკის ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინა. 

გენეტიკური მუტაცია კი სწავლულებმა 115 წლის ქალის გენების გაშიფვრისას აღმოაჩინეს. ხანდაზმულის ვინაობა არ დაუსახელებიათ, ცნობილია მხოლოდ მისი კოდი – „W115“. სიკვდილის წინ მან თავისი სხეული მეცნიერებს უანდერძა, რამაც სწავლულებს საშუალება მისცა, მისი სრული გენეტიკური კოდი შეედგინათ. იგი იმდენად განუვითარებელი დაბადებულა, ექიმებს ეგონათ, რომ ვერ გადარჩებოდა. 113 წლის ასაკში კი ბებიამ გონებრივი შესაძლებლობების ტესტი გაიარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ დავალებები მან 65-70 წლის ასაკის მქონე ქალის დონეზე გაიარა. სიკვდილის შემდგომმა გაკვეთამ კი აჩვენა, რომ ხანდაზმულის სისხლძარღვები დაცობილი არ იყო.

სწავლულთა აზრით, ამგვარი კვლევების შემდგომი შედეგები საშუალებას მისცემს მეცნიერებს, გაარკვიონ, რატომ იცავს ადამიანს ზოგიერთი გენი ჭკუასუსტობისა და სიბერით გამოწვეული სხვა ავადმყოფობისგან და უხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

 

скачать dle 11.3