კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეს შეიძლება შეეყაროს ვირუსი და როდის არის სასურველი ჰიაცინტის გარეთ გატანა

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან საუბრისას გავარკვიე, რომ შეიძლება, მცენარე იოლი მოსავლელი იყოს, მაგრამ, თუ სათანადოდ არ მივხედავთ, სხვადასხვა დაავადებას გამოიწვევს, რაც, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს მისთვის. ამიტომ, თუ ბინაში პელარგონია ან ჰიაცინტი გაქვთ, გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ბატონი ამირანის რჩევები და აუცილებლად გაითვალისწინოთ.

 

– პელარგონია (გერანი) მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა გავრცელებული ევროპაში. „პელარგოს“ ბერძნულად „წეროს“ ნიშნავს –  ნაყოფის ფორმა წააგავს წეროს ბრჭყალებს და ამიტომ უწოდეს ეს სახელი. დღეისთვის მიღებული და გამოყვანილია ოთხი ძირითადი სახეობის გერანი: კეთილშობილი, სურნელოვანი, ინგლისური და ჰაეროვანფოთლიანი. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ღეროს, ფოთლისა და ყვავილების ფორმით, მაგრამ, აერთიანებს მოვლის პირობები და სასარგებლო თვისებები. გერანს ფოთლების ღეროები ორივე მხრიდან თმებივით აქვს დახრილი და სწორედ მის უჯრედებშია არომატული ეთერზეთი. სულ მცირე მიკარებაზეც კი, მცენარე გამოყოფს მკვეთრ, მაგრამ სასიამოვნო სურნელს. პელარგონიის ეთერზეთს ფართოდ იყენებენ საპარფიუმერიო და საკონდიტრო მრეწველობაში. მეყვავილეობაში ამ მცენარეს ლიმონ-გერანს ეძახიან. მიიჩნევა, რომ მისი ფოთლების სუნი აფრთხობს ჩრჩილს და ამიტომ შალის ქსოვილში ათავსებენ გამომშრალ ფოთლებს. თუ გსურთ, დაიცვათ თქვენი ტანსაცმელი, შეგიძლიათ, გაზარდოთ ეს მცენარე და სასარგებლო საქმეშიც გამოიყენოთ.

– თუ ყვავილობს პელარგონია?

– ის ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში. იმისთვის, რომ მცენარემ უხვად და დიდხანს იყვავილოს, ზამთარში, ორი-სამი თვით აუცილებელია, 11-13 გრადუს ტემპერატურაზე მოვათავსოთ. მას სჭირდება კარგად განათებული ადგილი და ძალიან ზომიერი მორწყვა.

– რაც შეეხება გაზაფხულს, ამ დროს როგორ მოვუაროთ მცენარეს?

– მარტსა და აპრილში მცენარე გადარგეთ ახალ ნიადაგში, რომელშიც უნდა შედიოდეს: დამწვარი ნაკელი, ნეშომპალიანი მიწა, ტორფი და სილა. გადარგვის შემდეგ, მორწყვას მოუმატეთ, ტემპერატურაც ასწიეთ 20 გრადუსამდე და თვეში ერთხელ ან ორჯერ გაამდიდრეთ მინერალური სასუქით. გაზაფხულ-ზაფხულზე მცენარე მოათავსეთ კარგად განათებულ თაროზე.

თუ ზამთარში არ გაქვთ იმის საშუალება, რომ მცენარე მოათავსოთ სიგრილეში, მაშინ ის კარგად უნდა გაკრიჭოთ. ახალამოყრილი ყლორტები უნდა მოაშოროთ და გასამრავლებლად გამოიყენოთ. კალმები შეიძლება, დასაფესვიანებლად წყალში ჩააწყოთ ან ახლად შეზავებულ მიწაში ჩარგოთ. მათი გამრავლება არც ისე ძნელია.

– როგორც ვიცი, პელარგონია მალე ზიანდება. როგორ დავიცვათ მცენარე?

– ამ მცენარეს უჩნდება მავნებლები და სხვადასხვა დაავადება. პირველი და ძირითადი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მზეში მცენარის მორწყვა არ შეიძლება –  ეს მის ფოთლებზე ცუდ გავლენას ახდენს. მცენარეს დაზიანება ყვითელ რგოლებად აჩნდება. მისი ფოთოლი შეიძლება დააზიანოს სათბურის მწერმა –  ციკადკამ. ამ დროს რწყვას უნდა მიაქციოთ ყურადღება და სათბური ხშირად გაანიავოთ. მწერი მოსცილდება, მაგრამ, დაზიანებული ფოთოლი არ უნდა მოაშოროთ –  ეს მცენარის მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. იშვიათად, მაგრამ, შეიძლება, მცენარეს ვირუსიც შეეყაროს. ამ დროს ფოთოლი იცვლის ფერს –  ყავისფრდება ან შავდება, შემდეგ იხვევა და წყვეტს ზრდას. ამ შემთხვევაში გირჩევთ, ავადმყოფი მცენარე სხვა მცენარეებს მოაშოროთ, რათა ვირუსი არ გადაედოს. მისი ღერო კი ბოლომდე გადაჭერით. გერანს ფოთლები ხშირად „უჟანგდება“, რაც გამოიხატება პატარ-პატარა შოკოლადისფერი ლაქებით. ეს, ძირითადად, სათბურის მცენარეს ემართება. ამ დროს საჭიროა, ჰაერის სინოტივე შემცირდეს, ფოთლები კი არ დასველდეს წყლით. მცენარეს უნდა შეაპკუროთ ოქსიკარბოქსინის ან ცინებას ხსნარი. ასევე, შეიძლება, 10-15 დღის ინტერვალით მორწყათ 1-პროცენტიანი კალიუმ-პერმანგანატის ხსნარით. თუ ამ საშუალებამ არ გაჭრა, მაშინ, სასურველია, მცენარე გადაჭრათ, რათა სხვებიც არ დააზიანოს. პელარგონია სხვა განსაკუთრებულ მოვლას არ ითხოვს, გარდა იმისა, რომ თავიდან ააცილოთ მცენარეს ეს დაავადებები.

– რას გვეტყვით ჰიაცინტის შესახებ?

– ამ ყვავილის სახელი ძველი ბერძნული ლეგენდებიდან მოდის, შუა საუკუნეებიდან კი უკვე კულტურულ მცენარედ ითვლება. სელექციონერების დამსახურებით, შეიქმნა მრავალფეროვანი ჰიაცინტები –  უფრო ხშირი, ხავერდოვანი მცენარე. მთავარი კი მისი მძაფრი, სასიამოვნო სურნელებაა. ამ მცენარეს წელიწადის ნებისმიერ დროს უყვარს ძალიან ნათელი ადგილი. როცა ნიადაგი  ცოტა გამოშრება, ზომიერი მორწყვა სჭირდება. ოთახის მცენარისთვის აუცილებელია თვეში ერთხელ კომპლექსური ნაკელი. თუ გსურთ, რომ მისი ფოთლები მუდამ ჯანმრთელი იყოს, ოთახში სიგრილე უნდა შეინარჩუნოთ. როდესაც ჰიაცინტი ყვავილობას მოათავებს, ზედა ნაწილი მთლიანად ჩამოჭკნება. ამ დროს მორწყვა შეწყვიტეთ, რათა ბოლქვი არ დასველდეს და აუცილებლად მშრალად შეინახეთ. სექტემბერ-ოქტომბერში ბოლქვი მიწიდან ამოიღეთ. თუ ის უკვე გამრავლებულია და იოლად სცილდება ერთმანეთს, მაშინ, დააცალცაკევეთ და ისე ჩარგეთ ქოთანში. მისი ჭურჭელი 4-5 სანტიმეტრით განიერი და ღრმაც უნდა იყოს ბოლქვზე. ბოლქვის თავი ნიადაგიდან ცოტა მაღლა უნდა იყოს ამოწეული. მორწყეთ ზომიერად და გააჩერეთ 5 გრადუს ტემპერატურაზე –  ეს ხელს შეუწყობს უკეთ დაფესვიანებაში. როგორც კი ბოლქვს 2-3 სანტიმეტრზე ამოუვა ფოთლები, ქოთანი ნათელ და გრილ ადგილას გადაიტანეთ. ამ დროს სასურველია  9 გრადუსი ტემპერატურა. როგორც კი კოკორი გამოჩნდება, ბოლქვი გაანოყიერეთ მინერალური სასუქით. კვების ასეთი რეჟიმი ბოლქვს საშუალებას აძლევს, შეივსოს, კარგად დაისვენოს და შემდეგი წლისთვის მოემზადოს. 

– როგორ პირობებში ხარობს უკეთ ჰიაცინტი?

– მცენარეს სჭირდება მკვეთრი მზის სხივები და სიგრილე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, ის გარეთ გაიტანეთ. მცენარის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი შემოდგომასა და ზამთარში მისი არასწორი მოვლაა. ამ დროს ბოლქვი ისვენებს და, თუ ის თბილ ტემპერატურაზე მოხვდა, შეიძლება, საყვავილე ყლორტი შიგნითვე დაიღუპოს. გაზაფხულზე რეგულარულად მორწყეთ. პელარგონიის მსგავსად, ეს მცენარეც ავადდება. მისი მთავარი დაავადებაა ფუზარიოზი. პროფილაქტიკის მიზნით, არ უნდა იხმაროთ ორგანული ნაკელი, ჯობია, მორწყვიდან მორწყვამდე აცადოთ ნიადაგს გამოშრობა. კვირაში ერთხელ მორწყეთ კალიუმის პერმანგანატით და სცადეთ ფუნდაზოლიც. ამ დაავადებასთან ბრძოლა რთულია. მცენარის შეძენისას, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მავნებლების შემჩნევა. ძირითადად, რაც ჰოლანდიიდან შემოსულ მცენარეს აწუხებს, ეს ბოლქვის ტკიპაა, რომელიც ფესვებში იბუდებს. გირჩევთ, დაზიანებული ადგილები მოაჭრათ და დაბანოთ ძლიერი სპირტით, ოღონდ, გახსოვდეთ, რომ მალევე უნდა გააშროთ –  ეს პროცესი ბოლქვის სხვა დაავადებებსაც შველის.

 

скачать dle 11.3