კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: მაინტერესებს, იტანს თუ არა სინესტეს ფიკუსი?

პასუხი: ჯანსაღი ფოთლების მქონე ფიკუსი სიმშრალეს უფრო იტანს, ვიდრე ზედმეტ სინესტეს. მორწყვამდე ნიადაგი უნდა გაშრეს, რადგან, ზედმეტი წყალი ფოთლების დაცვენას გამოიწვევს. ჯუჯა ფიკუსს თხელი ფოთლები აქვს, ამიტომ, მიწა არ უნდა გამოაშროთ. ის ერთ-ერთი იოლად გასაზრდელი მცენარეა – ადვილად ეჩვევა ოთახის პირობებს. მის ნიადაგს სასუქით განოყიერებაც სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე.

კითხვა: ჩემს ეონიუმს ფოთლები მოჭმუჭნული აქვს. იქნებ, მითხრათ, რის ბრალია ეს და მირჩიოთ როგორ დავეხმარო?

პასუხი: თუ ეონიუმის ფოთლები მოჭმუჭნულია, ესე იგი, მცენარეს სიცხეში ტენიანობა დააკლდა. თვეში ერთხელ უნდა მოგერწყათ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. წყალი ფოთლებზე არ მოახვედროთ, თორემ, ნაკვალევს დატოვებს. ახლა უკვე მალე აცივდება და, ამიტომ, მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ფოთლები დაცვენას დაიწყებს. ამ დროს დამატებითი კვება არ სჭირდება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ანტურიუმის გაზრდა ოთახის პირობებში?

პასუხი: ანტურიუმი სხვებთან შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა. ოთახის პირობებში შეგიძლიათ მისი გახარება, მაგრამ, ამისთვის უნდა შეუქმნათ მისთვის სასურველი გარემო – მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება. ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ, კართან ან ფანჯარასთან ნუ დადგამთ. მიწა მთლიანად არ უნდა გამოაშროთ, მაგრამ, არც მუდამ სველი უნდა იყოს, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. რეგულარულად დანამეთ ხოლმე და ამით გაზრდით მის ტენიანობას.

კითხვა: როგორი პირობები მოსწონს ჰოვეას?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა, ნაკლებად ნათელ გარემოსაც აიტანს. ზამთრობით ფანჯარასთან დადგით. მისთვის მინიმალური ტემპერატურაა 13-14 გრადუსი, საერთოდ კი, მოსწონს ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ჰოვეას სინათლე, წყალი და ცოტაოდენი ყურადღება სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით ან ღრუბლით გაუწმინდეთ და დადგით სამხრეთით მდებარე ფანჯარაზე.

 

 

скачать dle 11.3