კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შევარჩიოთ დისკი ჩვენი ავტომობილისთვის

 

ჩვენს რუბრიკაში დისკების ხარისხის შესახებ გვისაუბრია, თუ რა განსხვავებაა ალუმინის, მსუბუქსა და მძიმე დისკს შორის. მაგრამ, როგორი კარგი ხარისხისაც არ უნდა  იყოს დისკი და ძალიანაც რომ მოგვეწონოს, შეიძლება, ის მანქანას უბრალოდ ვერ მოვარგოთ. სწორედ დისკების ტიპებზე საუბრობს მევლუდ მელაძე: როგორც ადამიანზე იტყვიან ხოლმე, კარგი ფეხსაცმელი აცვია და ეს უკვე ნიშნავს, რომ ის კარგად გამოიყურებაო, იგივე შეიძლება ითქვას ავტომობილის დისკებზეც. მაგრამ, დისკს უამრავი პარამეტრი აქვს, რომლის გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეძენისას. არადა, მძღოლების დიდი ნაწილი არჩევანს მხოლოდ ვიზუალის მიხედვით აკეთებს. პირველი, რაც თავიდანვე მინდა, ვთქვა – წინა წამყვანი და უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს სხვადასხვა ტიპის დისკები სჭირდება და როგორც არ უნდა მოგვეწონოს ის ვიზუალურად, შეიძლება, თავისთავად ის კარგიც იყოს, მაგრამ თქვენს ავტომობილთან არაფერ შუაშია. წინა წამყვანი ავტომობილის გული გარეთ არის გამოწეული, ხოლო საბურავთან უფრო ახლოს, წრე შიგნითაა შეწეული. უკანა წამყვანზე კი პირიქით, გული სიღრმეში შედის, ანუ შიგნით არის შეწეული, ზედა წრე კი გარეთ გამოდის. სპორტულ, უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ მანქანისთვის კიდევ  სხვანაირად ხდება შერჩევა – წინ და უკან, სხვადასხვა ტიპის, „დედალ-მამალი” დისკები დგება და უკანა დისკების ზედა წრე კიდევ უფრო ღრმად არის გაგანიერებული, რადგან უკანა წამყვანი ავტომობილის მოცურების ალბათობა გაცილებით დიდია. მას სჭირდება რაც შეიძლება განიერი საბურავი, რომ მოჭიდება მეტი ჰქონდეს და უკანა მხარე მდგრადი იყოს. სწორედ ამიტომ არის დისკის გულიც შიგნით შეწეული, რომ ბორბალი რაც შეიძლება გარეთ დადგეს ავტომობილისგან, ანუ ის, რაც შეიძლება გარეთ გამოვიდეს. სტანდარტულ დისკს თუ დააყენებთ, ძარასთან მიმართებაში საბურავი სწორად იდგება და უფრო ვიწრო ბაზა გვექნება. 

– რა დონეზეა გამოწეული თუ შეწეული დისკი მხოლოდ თვალით უნდა მივხვდეთ?

– არსებობს პარამეტრები, რომელიც აღწერს დისკის ძარიდან გამოწეულობის სიდიდეს. მას აღნიშნავს, ეგრეთ წოდებული, ET. ET-ის ციფრები რაც უფრო დაბალია, მით მეტად გამოწეულია დისკი და შესაბამისად, საბურავი ავტომობილის გარეთაა. მაგრამ თუ ციფრი მაღალია, პირიქით ბორბალი მით მეტად არის შიგნით შეწეული. სხვადასხვა ფირმისა და ტიპის ავტომობილებზე განსხვავებული ზომის დისკებს იყენებენ. მაგალითად, თუ წინა წამყვან „სიტროენს” ET-19 უყენია, წინა წამყვან „ჰონდას” კი – 35, ამ დროს „ბეემვეს” ნულოვანი ET-იც კი აქვს და ხშირად მინუსებშიც გადადის. ამიტომ, როცა დისკების ყიდვა გინდათ, კატალოგში მაინც უნდა მოიძიოთ, კონკრეტულად, რა ტიპის დისკი, როგორი ET-ით უნდა დააყენოთ მოცემულ მოდელზე. რა თქმა უნდა, უფრო ლამაზია ავტომობილი, რაც უფრო დიდდიუმიან საბურავებს დაუყენებთ. თხუთმეტდიუმიანის მაგივრად, ჩვიდმეტიანს თუ დააყენებთ, ავტომობილი გაცილებით ლამაზი და მდგრადი იქნება, მაგრამ ავტომობილი მკვეთრად გაუხეშდება. გამოწეულობის პარამეტრი კი შეგიძლიათ, შეცვალოთ და ეს მწარმოებელს აუცილებლად ექნება მითითებული. ანუ, თუ ჩვიდმეტიან საბურავს აყენებთ, რამდენი ET-ის დისკი სჭირდება მას, ეს აუცილებლად სპეციალისტს უნდა ჰკითხოთ, რათა ავტომობილის ფრთებს, მის შიდა ნაწილს არ მოედოს. ამასთან ერთად, ყურადღებამისაქცევია, ეგრეთ წოდებული, „საბოლტეებიც”. შეიძლება დისკი იყოს ოთხ, ხუთ ან „ექვსბოლტიანი” და თან, მათ შორისაც არის განსხვავებები. ნახვრეტებს შორის დაშორებებიც უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ავტომობილს. ასევე, ყურადღებამისაქცევია, იმ კონკრეტულ დისკს როგორი ტიპის „გაიკა” ერგება. შეიძლება, იყიდოთ დისკი, მოარგოთ და უკვე არსებული „გაიკებით” მოვუჭიროთ. ამან კი დისკის შიგნით არსებული კონუსი, სადაც „გაიკა” ჯდება, შეიძლება, მოღუნოს ან კარგად ვერ ჩაჯდეს. ბორბალი საერთოდ ვერ მოუშვათ, ან გააფუჭოს ხრახნი, დააზიანოს დისკი, ისე რომ, ავტომობილს სულ დისბალანსი ჰქონდეს. ანუ, ასწორებთ ბალანსს, დადიხართ და მაინც დისბალანსი აქვს. მნიშვნელობა აქვს ასევე, რამხელაზეა დისკის გული ამოჭრილი. თუ ის უფრო დიდია, ვიდრე ავტომობილის გული, ის ფიზიკურად არ ჩაჯდება. ან შეიძლება ჩაჯდეს, გეგონოთ რომ მოუჭირეთ და რეალურად ასე არ იყოს. თუ უფრო განიერი გული აქვს დისკს, ვიდრე ავტომობილის გამოზნექილი დისკის შესაცვამ ცენტრს, მაშინ დისკი თავისუფლად ჩაჯდება და ცენტრს ვერ დაიჭერს. ამ დროს უნდა ვეცადოთ, ძალიან ფრთხილად დავუჭიროთ, „ბოლტები” რათა ამის ხარჯზე მაინც დამაგრდეს ცენტრში. ან იყიდება სპეციალური პლასტმასის დასაფენები, ეგრეთ წოდებული „ვსტავკები”, რომელიც ჩვენი ავტომობილის ღერძს ეცმება, მერე დგება დისკი და მას ზუსტად უჭირავს ცენტრი. ამ დეტალებს დისკის დაყენების დროს იშვიათად თუ ვინმე აქცევს ყურადღებას, რეალურად კი ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა.

 

скачать dle 11.3