რა მოხდა ამ დღეს
24 ოქტომბერი
1857 – ინგლისში, შეფილდში, დაარსდა მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი.
1901 – ვინმე ანა ტეილორმა უცნაური რეკორდი დაამყარა – იგი კასრში ჩაჯდა და ნიაგარას ჩანჩქერიდან გადახტა.
1929 – „შავმა ოთხშაბათმა“ დასაბამი დაუდო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს.
1939 – პირველად გამოიტანეს გასაყიდად ნეილონის წინდები ტრუსებით (კოლგოტები).
1970 – სალვადორე ალიენდე გახდა ჩილეს პრეზიდენტი.
25 ოქტომბერი
1513 – ამ დღეს ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს ი-ბალბოამ ევროპელთაგან პირველმა იხილა წყნარი ოკეანე.
1555 – აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა დროებით შეაჩერა ომები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
1883 – ჟენევაში გიორგი პლეხანოვმა შექმნა პირველი რუსული მარქსისტული ორგანიზაცია.
26 ოქტომბერი
1581 – ერმაკ ტიმოფეევიჩმა, თავისი რაზმით, დაიწყო ციმბირის დაპყრობა.
1863 – ჟენევაში დაარსდა „საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია“.
1863 – ლონდონში დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ფეხბურთის თამაშის თანამედროვე წესები.
1951 – თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა მოკრივემ ჯო ლუისმა.
1965 – ჯგუფ „ბითლზის“ წევრები დააჯილდოეს ბრიტანეთის იმპერიის ორდენებით.
1984 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ტერმინატორი 1“.
27 ოქტომბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძული კუბა.
1904 – გაიხსნა ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი.
1925 – ფრედ უოლერმა დააპატენტა წყლის თხილამურები.
1962 – ავსტრალიელმა მოცურავემ, დონ ფრეზერმა, პირველმა გაცურა 100 მეტრი 1 წუთზე მცირე დროში.
1971 – კონგოს რესპუბლიკას ეწოდა ზაირი.
1982 – ჩინეთის მოსახლეობამ 1 მილიარდს გადააჭარბა.
1991 – იჩქერიის პრეზიდენტი გახდა ჯოჰარ დუდაევი.
28 ოქტომბერი
1636 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
1831 – მაიკლ ფარადეიმ წარმოადგინა პირველი დინამომანქანა.
1886 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნა თავისუფლების ქანდაკება.
1886 – ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს „მშრალი კანონი“.
1965 – რომის პაპმა, პავლე მეექვსემ, მოხსნა ებრაელებს „კოლექტიური ბრალი“ იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯაში.
29 ოქტომბერი
ძველი წელთაღრიცხვით 539 – სპარსეთის მეფე კორისმა აიღო ქალაქი ბაბილონი.
1924 – ქალაქ ურგას დაერქვა ულან-ბატორი და გამოცხადდა მონღოლეთის დედაქალაქად.
1945 – ნიუ-იორკში მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ბურთულებიანი კალმები, ისინი მაშინ 12 დოლარი ღირდა.
30 ოქტომბერი
1270 – დაიწყო ბოლო (მერვე) ჯვაროსნული ლაშქრობა.
1961 – თურქეთი დასთანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ტერიტორიაზე განთავსებულიყო სამხედრო ბაზები.