კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური აღნაგობის 7 საიდუმლო

 

ალბათ, ჩვენი მკითხველი იფიქრებს, ასე ხშირად რატომ გიმხელთ გახდომისა თუ თავის მოვლის საიდუმლოებებს. იმიტომ, ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ლამაზი, ლაღი და ხალისიანი გავხადოთ.

დღევანდელი შვიდი „საიდუმლოს“ გამხელა კი ეძღვნება მათ, ვინც, პრაქტიკულად, შიმშილობს, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს.

პირველი საიდუმლო – საუზმე 

ისაუზმეთ მსუბუქად. ფინჯან ყავას ან ჭიქა ჩაის შეატანეთ არა ფუნთუშა ან ნამცხვარი, არამედ, ცეხვილი შავი პურის ერთ ნაჭერს გადაუსვით უცხიმო ხაჭო და ამით დაკმაყოფილდით.

მეორე საიდუმლო – სასმელები

დიეტის დაწყებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი სასმელი ნამდვილი კალორიული ბომბია. მაგალითად, 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის გაუზავებელი წვენი დაახლოებით 120 კილოკალორიას შეიცავს, ანუ იმდენივეს, რამდენსაც ერთი ჭიქა „კოკა-კოლა“. ამიტომ, ჯობია, დიეტის დროს უბრალო წყალი ან გაზგასული მინერალური დალიოთ.

მესამე საიდუმლო – ბოსტნეული

არ დაიჯეროთ, რომ დიეტის დროს მხოლოდ სალათების ჭამაა გასახდომად ეფექტური. უკვე ორი საათის შემდეგ ისეთი შიმშილი შეგაწუხებთ, თავს ვეღარ შეიკავებთ ჭამისგან. ამიტომ, უმჯობესია, რძის პროდუქტებზე გააკეთოთ გათვლა – ასეთ შემთხვევაში მთელი 4 საათის განმავლობაში არ მოგშივდებათ.

მეოთხე საიდუმლო – ვაშლი

დიეტის დროს მადის მოკვლა ვაშლით სცადეთ? სულ ტყუილად. ხილი უფრო გაგიძლიერებთ შიმშილის გრძნობას. ამიტომ, ჯობია, ამ მიზნით ცილებით მდიდარი უცხიმო იოგურტი ან ცოცხალი კიტრი გამოიყენოთ.

მეხუთე საიდუმლო – ხშირი აწონა

დიეტის პირველ დღეებში სასიამოვნოა, როცა წონა ნელ-ნელა ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრამსაც ვერ იკლებთ, სასწორზე ხშირად შედგომამ და ამ უცვლელობის დაფიქსირებამ კი, შესაძლოა, პანიკაში ჩაგაგდოთ. ამიტომ, აიწონეთ 3-4 დღეში ერთხელ. სასურველი შედეგით გახარების მიზნით კი დიეტურ კვებას ფიზიკური დატვირთვაც დაუმატეთ: იარეთ ფეხით, ირბინეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ... საღამოს კი, სასწორზე დადგომის ნაცვლად, აიღეთ სანტიმეტრი და გაიზომეთ სხეულის ნებისმიერი ნაწილი – შედეგს ასე უფრო თვალნათლივ დაინახავთ.

მეექვსე საიდუმლო – პირველი თავი კერძი

გგონიათ, თუ ჯერ წვნიანს მიირთმევთ, მეორე თავი კერძის რამდენიმე ლუკმა დაგაკმაყოფილებთ? პირიქით, ჯობია, ჯერ სალათა მიირთვათ და მერე – წვნიანი. თანაც, უმჯობესია, წვნიანი სქელი იყოს – ასე უფრო ნაკლებს შეჭამთ, თანაც, უფრო გვიან მოგშივდებათ.

მეშვიდე საიდუმლო – ძილი

ვინ გითხრათ, რომ, თუ ნაკლებს იძინებთ, უფრო ადვილად გახდებით? სინამდვილეში, ძილისგუდები ზუსტად ისევე ხდებიან, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი, უბრალოდ, ისინი, პირველ ყოვლისა, კარგავენ ზედმეტ ცხიმებს. ის კი, ვისაც ცოტა ხანს სძინავს, ამცირებს ძვირფას კუნთოვან მასას.

ღამის ძილის იდეალური ხანგრძლივობა 7-8 საათია. იმ დროის განმავლობაში კი, როცა თქვენ გძინავთ, ორგანიზმი ხარჯავს საათში 70 კილოკალორიას. ასე რომ, თავად გამოითვალეთ...

 

скачать dle 11.3