კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჭამს თბილისის გარდა არსად ხინკალს დევიდ კომა და რატომ ვერ ცხოვრობს ის „მაგარი“ ცხოვრებით

სექსუალური, ძლიერი, თავდაჯერებული – ყოველთვის ასეთია დიზაინერ დევიდ კომას ქალი. ამიტომ, მის სამოსს ხშირად სწორედ წარმატებული, ძლიერი ქალები იცვამენ. ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც დევიდთან, იგივე დათო კომახიძესთან პირველი ინტერვიუ სკაიპით ჩავწერე, მოვიხიბლე მისი უშუალო, თბილი ხასიათით და გურული იუმორით. სულ ცოტა ხნის წინ კი, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა, მას უკვე პირადად შევხვდი და ჩემი შთაბეჭდილებები უფრო გამყარდა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა და იმ ეიფორიისა, რომელიც დევიდ კომას მიმართ თბილისში გაჩნდა, მან ჩემთვის მაინც გამონახა დრო და მშვიდ ვითარებაში შევძელით ინტერვიუს ჩაწერა, საუბარი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დევიდ კომა არის ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭიერებით, განსხვავებული, გამორჩეული სტილით, რაც მის სამოსში ყოველთვის იგრძნობა და საოცარი ხასიათით, ჩემი მოხიბვლა თავიდან ბოლომდე შეძლო.

 

დევიდ კომა: „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებმა დამირეკეს, პატივისცემა გამოხატეს და დამპატიჟეს თბილისში, რომ  როგორც სტუმარი, დავსწრებოდი „ჯორჯიან ფეშენ-ვიქს“. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. რაც მთავარია, დაემთხვა „ფანჯარას“, რომელიც განრიგში მქონდა და ახლა აქ ვარ (ინტერვიუ ჩაწერილია 14 ოქტომბერს – ავტორი). ასეთი „ფანჯარა“ იშვიათად მაქვს და გამიხარდა, რომ ყველაფერი ასე განვითარდა. ლონდონში პარიზიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, სადაც „შოუ-რუმი“ მქონდა. 18 რიცხვში ასევე საქმეებზე მივფრინავ იტალიაში. 

– დიდი ხანია, არ ყოფილხარ საქართველოში?

– დაახლოებით, 5 წელია, არ ვყოფილვარ. ძალიან მიყვარს საქართველო. გამიხარდა ნათესავების მონახულება, კვირეულზე დასწრება. სასიამოვნოა, საქართველოში მოდის სფეროში გარკვეული გამოცოცხლება რომ არის. მაკა და მთავრობა მხარს უჭერენ დიზაინერებს და აკეთებენ ბევრ რამეს ქალაქისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმ ყველაფრის ნახვა, რაც თბილისში ხდება. დღეს ვიყავი სარაჯიშვილის ქარხანაში, სადაც მთავარმა ტექნოლოგმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა მთელი ჩვენი ჯგუფი გააოცა თავისი ნაამბობით, ენთუზიაზმით. ყველანი გაფართოებული თვალებით ვუსმენდით. შემდეგ ჩვენ ჯგუფს, ყველას გამოვეყავით და ავედით ფუნიკულიორზე, „ვიკატავეთ“ ეშმაკის ბორბალზე. ძალიან გვინდოდა მაღლა ასვლა და თბილისისთვის ზემოდან გადმოხედვა. თან, ჩემი მეგობარი ჩამოვიდა სანკტ-პეტერბურგიდან და გვინდოდა, მისთვისაც გვეჩვენებინა. იქ რაც დამხვდა, ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო – ყველგან, ლამაზად გაფორმებული... კანფეტები, ყვავილები, დაცვა. შემდეგ ჩამოვედით ქვემოთ. როცა თბილისში ვარ, დღე არ გადის ხინკლის გარეშე.

– გიყვარს ხინკალი?

– ძალიან მიყვარს თონის პური, ხინკალი. საქართველოს გარდა ხინკალს არსად ვჭამ. რუსეთში ბევრი ქართული რესტორანია, მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მაინც არ ვჭამ, არც მაშინ, როცა სახლში მპატიჟებენ და მიკეთებენ – არ მომწონს. ხორცი საერთოდ არ მიყვარს, უბრალოდ, თბილისში ძალიან გემრიელ ხინკალს აკეთებენ.

– როგორც ვიცი, მშობლებისგან ყოველთვის გქონდა ხელშეწყობა. ის, რომ დღეს ასეთი წარმატებული ხარ, მათი დამსახურებაც არის?

– სინამდვილეში ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რომ მე ისეთი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის თამამად გამოვთქვამდი საკუთარ აზრებს, სურვილებს. ბავშვების უმეტესობა ასე არ იქცევა და  მომავალში, რაღაც აუსრულებელი ოცნების გამო, უკმაყოფილებას გამოხატავენ. მშობლებსა და ჩემს შორის ურთიერთობა ყოველთვის პოზიტიური იყო. მე დედასთან ჯერ კიდევ ბავშვობიდან ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდი. ჩვენ ახლაც ახლო მეგობრები ვართ.  დედა ჩემთან ისეთ თემებს განიხილავს, რომელზეც ძალიან ახლო დაქალებთანაც არ ილაპარაკებს.

– ძმაც გყავს, რას საქმიანობს?

– ჩემი ძმა სპორტსმენი იყო, ახლა დაანება თავი. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, მუშაობს. ერთი წლის წინ მოიყვანა ცოლი და 4 თვის შვილი ჰყავს. ჯერ არ მინახავს, ვერ მოვიცალე, მაგრამ რამდენიმე თვეში ჩავალ და აუცილებლად ვნახავ.

– მნიშვნელოვანია შენთვის ოჯახის წევრების ჩვენებებზე დასწრება, თუ ადრე უფრო გჭირდებოდა?

– პირველ ეტაპზე არც ესწრებოდნენ, ჩვენ ძალიან წყნარი ოჯახი გვაქვს, არ ვიცი, დედაჩემს რა უნდა უთხრა, რომ გაგიჟდეს. თუ მათი ლონდონში ჩამოსვლა ემთხვეოდა ჩვენებას, მაშინ ესწრებოდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქმეებს გადადებდნენ, ამის გამო და თავს მოიკლავდნენ. დედა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არც იყო ჩემთან ნამყოფი და მერე ჩამოვიდა დასთან ერთად და მთელი სამი თვე დარჩა. ძალიან მხიარულად გავატარეთ დრო, მერე მამაც ჩამოვიდა. ნახა ჩემი ჩვენება, ძალიან მოეწონა და მითხრა: „მალადეც“.

– ჯერ წახვედი სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ ლონდონში, თითქმის ორჯერვე თავიდან მოგიწია ცხოვრების, ყველაფრის დაწყება. ამას, ალბათ, ახლდა სირთულეები?

– იყო სირთულეები, მაგრამ რას იზამ. თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, ასე უნდა მოიქცე. მე ხომ არავინ მეუბნებოდა – წადი იქ, წამოდი აქ, ეს ჩემი სურვილი იყო და როცა იმას აკეთებ, რაც გინდა, რაზეც ოცნებობ, როგორი რთულიც უნდა იყოს, მაინც აწვები, წინ მიდიხარ და ყველაფერი გამოგდის. წინააღმდეგობები სულ არის, ყოველდღეა, მაგრამ მარტო მე ხომ არ მხვდება. ამიტომ, თუ ძლიერი ხარ, რა წინააღმდეგობასაც უნდა გადააწყდე, მაინც მიაღწევ იმას, რაც გინდა. 

– უკვე რამდენიმე წელია, ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ გამოდიხარ. ყოველთვის საოცრად ლამაზი, დახვეწილი, განსხვავებული კოლექცია გაქვს.

– ჩემგან ყოველთვის ელოდებიან, რომ კოლექცია იყოს უფრო უკეთესი, ჩამოყალიბებული, განვითარებული, უფრო ბევრი გავყიდოთ, ყველაფერი მაღალ დონეზე მოხდეს და ზრდა თვალშისაცემი იყოს. ამ ყველაფრის გაკეთება ძნელია, მაგრამ ვცდილობ, გამოვიდეს.

– როდესაც მუშაობ, ალბათ, მთლიანად საქმეზე ხარ კონცენტრირებული და სხვა რაღაცეებისთვის დრო აღარ გრჩება?

– სხვა რაღაცეები გამორიცხულია. განა იმიტომ, რომ მე არ მინდა, უბრალოდ, შეუძლებელია. არ ვიცი, სხვა ქალაქში როგორ მუშაობენ – დიზაინერები თუ დადიან „ტუსოვკებზე“ და ერთ ამბავში არიან. პირადად მე და ჩემმა კოლეგებმა ლონდონში, ვისაც მე ვიცნობ და ვისთანაც ვმეგობრობ, მუშაობის გარდა, არაფერი ვიცით. ისინი კი ბედნიერები არიან, რომ საყვარელ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ „მაგარი“ ცხოვრობით ცხოვრობენ.

– შენც ბედნიერი ხარ?

– ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და აქეთ-იქით კარგად ვატარებ.

– შენი მუზა, ინსპირაციის წყარო, ალბათ, ყოველთვის სხვადასხვაა – ემოცია, განწყობა, ადამიანები.

– ყველაფერი მოქმედებს, თუმცა ჩემთვის შთაგონების წყარო ყოველთვის ძლიერი ქალია. მასთან საუბრისას შინაგანად მოდის ძალა, თავდაჯერებულობა, განათლება, ინტელექტი. ის ქალები, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს, ხდებიან ჩემი შთაგონების წყარო და  იმსახურებენ იმას, რომ მათზე იფიქრო, სამუშაო მიუძღვნა.

– როდესაც ვუყურებ დევიდ კომას სამოსში გამოწყობილ ქალს, ის ჩემში ძლიერი, თავდაჯერებული ქალის ასოციაციას იწვევს. ეს ხიბლი აქვს შენს მიერ შექმნილ სამოსს.

– თუ ქალი არ არის ძლიერი და მას ჩემი სამოსი ხდის ძლიერს, ესეც ძალიან კარგია.

– შენთვის არასდროს არაფერს იკერავ?

– არასდროს. შავი ფერი დიზაინერის უნიფორმასავით არის. არასდროს მინდოდა, რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი და ჩემ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაჩენილიყო. ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებული ყურადღება არ გამოვიწვიო. ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, როცა ჩემი ნამუშევრები ლაპარაკობენ ჩემზე.

– განმარტოება, მშვიდ გარემოში ყოფნაც გეყვარება.

– ჩემთვის დროის კარგად გატარება ნიშნავს, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას, არანაირ წვეულებაზე წასვლა არ არის საჭირო, მათთან ერთად ყავის დალევა, საუბარი – ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება.

– რამდენიმე წლის წინ იფიქრებდი, რომ ასე მალე ამხელა წარმატებას მიაღწევდი?

– ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ რაღაცას მივაღწევდი. ისე არ ყოფილა, რომ მე არ მიფიქრია, არ მჯეროდა და სასწაული მოხდა. ვფიქრობდი, მწამდა, მინდოდა და ნელ-ნელა „çჭâëåê ÷óჰî â ñåხå“ – შეიძლება ასეც ითქვას.

– შენი შექმნილი კაბები ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს აცვია, მათ შორის არიან – ლედი გაგა, კაილი მინოუგი, ბიონსე, რიჰანა...

– ჩემთვის სასიამოვნოა ასეთი პიროვნებები რომ ავლენენ სურვილს, ჩაიცვან ჩემი კაბები. კაილი მინოუგთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ყველა კოლექციას, რასაც მე ვაკეთებ, ნახულობს. თუ რამე მოეწონება, მერე ვხვდებით, ვლაპარაკობთ. ამ კვირას უნდა შევხვედროდი კაილი მინოუგს, მაგრამ გადავუდე შეხვედრა. 25 ოქტომბერს ვიქნები ლონდონში და შევხვდები, ახალ კოლექციას დაათვალიერებს. თუ რამე მოეწონება ჩაიცვამს ან შევუკერავთ. ლედი გაგასთან არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, მას ჩემი რამდენიმე კაბა ეცვა.

– როდესაც კოლექციაზე მუშაობ, არის ისეთი ადამიანი, რომლის აზრი ყველაზე მეტად გაინტერესებს?

– ყოველთვის მაინტერესებს საშას აზრი (მეუღლე – ავტორი), რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩემ გვერდითაა. ის მიცნობს და იცის ჩემი აზრი ბევრ საკითხზე. და ის მეუბნება გასულ წელს, როდესაც შენ ასეთი რეაქცია გქონდა, შედეგიც შესაფერისი იყოო. ასევე მნიშვნელოვანია ჩემი პროფესორის პროფესიონალური აზრი და მის შეფასებას ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები.

 

 

скачать dle 11.3