კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მსოფლიო კინემატოგრაფის ყველაზე სექსუალური „ვამპირი” და ვინ ჩამოაქვეითა სექს-სიმბოლო ბრედ პიტი

 

სისხლისმსმელები და ღამის შვილები – ვამპირები თანამედროვე  კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდნენ. დღეს მათ შესახებ მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებსა და დოკუმენტურ ფილმებს იღებენ. ვამპირები თანამედროვე ახალგაზრდებისთვის მისაბაძ პიროვნებად იქცნენ და ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებ-გვერდმა ეკრანული „ვამპირებისგან” შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. 

ედვარდ კალენი – „ბინდის” ვარსკვლავის, რობერტ პატინსონის სავიზიტო ბარათი და ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებული ეკრანული ვამპირია. მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს პლანეტის მასშტაბით. სულ მალე ეკრანებზე „ბინდის” ახალი სერია გამოვა და ცნობილია, რომ კინოთეატრების სალაროებს თინეიჯერი გოგონების არმია დაესხმევა თავს. 

ბრედ პიტის გმირი, გახმაურებული ფილმიდან „ინტერვიუ ვამპირთან”, ხანგრძლივი დროის განმავლობაში – პატინსონის გამოჩენამდე, ყველაზე სექსუალურ სისხლისმსმელად ითვლებოდა და 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ვამპირი სექს-სიმბოლოს სტატუსს. ბრედ პიტი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად მიიჩნევა პლანეტაზე. თუმცა, ვამპირის როლებს მას აღარ სთავაზობენ. როგორც ჩანს, მობერებულ პიტს გაუჭირდება გაცილებით ახალგაზრდა პატინსონისთვის კონკურენციის გაწევა.

გარი ოლდმანმა დიდ ეკრანზე ყველა დროის ყველაზე ცნობილი ვამპირის სახე შექმნა. გრაფი დრაკულა კინოში არაერთ დიდ მსახიობს განუსახიერებია, თუმცა ვერავინ მოახერხა ეს, ოლდმანზე უკეთესად. ძნელი დასაჯერებელია ფაქტი, რომ როლზე მუშაობის დროს, მსახიობი  ალკოჰოლურ აგონიაში იმყოფებოდა და ხელიდან არ უშვებდა საყვარელი „ჯეკ დენიელსის” ბოთლს.

„ვამპირების დღიურები” ახალი ამერიკული სერიალია, რომელმაც უკვე მიიზიდა მილიონობით მაყურებელი. ფილმში „დაკარგულების” ვარსკვლავი – იან სომერჰოლდერი მონაწილეობს და მის პერსონაჟს დეიმონი ჰქვია. რა თქმა უნდა, იგი ვამპირია და თავისი სექსუალურობით სერიალს ქარიზმას მატებს, ხოლო თინეიჯერი გოგონები ახალი სერიის მოლოდინის პარალელურად, მთელ მსოფლიოში დეიმონის პოსტერების მოძიებით არიან დაკავებულნი. 

ქეით ბეკინსეილი პლანეტის ულამაზეს მსახიობ ქალად სახელდება, მრავალი გამოცემის ვერსიით, მისი სექსუალურობა ვამპირი სელენას როლის შესრულებამ განაპირობა ფილმში „სხვა სამყარო”. ახლო მომავალში ეკრანებზე ფილმის მორიგი სერია გამოვა და თავისი ლატექსის კოსტიუმით, სელენა კვლავ შეუტევს მაქციების არმიას.

სერიალი „რეალური სისხლი” ჩვენთან ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა მისი მთავარი გმირი – ვამპირი ბილ კომპტონი, სტივენ მოიერის შესრულებით, ერთ-ერთ ყველაზე ბრუტალურ ტელე-სახედ ითვლება ამერიკულ ტელეარხებზე, რაც მის თაყვანისმცემელთა არმიას ყოველდღიურად მატებს დამატებით კონტინგენტს.

უესლი სნაიპსმა, ცნობილმა შავკანიანმა მსახიობმა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავმა, ვამპირი ბლეიდის როლის შესრულებით, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კინოგმირის სახე შექმნა. სამურაის ხმლით შეიარაღებული ბლეიდი „ავი” ვამპირების განადგურებით იყო დაკავებული სამი სერიის განმავლობაში და ეს საქმე საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.

„ბაფი-ვამპირების რისხვა” სერიალია, რომელიც 90-იან წლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის. სერიალის გმირი, ვამპირი ანგელი, რომელსაც დევიდ ბორეანზი ასახიერებდა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ტელევამპირად ითვლება ამერიკაში.

ფილმმა „დაბინდებიდან გათენებამდე” ვარსკვლავად აქცია ჯორჯ კლუნი. თუმცა, ამ ფილმმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი აჩუქა მსოფლიო კინემატოგრაფს. სექსუალურმა ვამპირმა – სელმა ჰაიეკმა დაუვიწყარი ცეკვა შეასრულა ფილმში  პითონთან ერთად და თავისი ფეხიდან ალკოჰოლი დაალევინა კვენტინ ტარანტინოს, რომელსაც მალევე კისერში უკბინა და ვამპირად აქცია.

1922 წელს გადაღებული ფრიდრიჰ მურნაუს ლეგენდარული ფილმი „ნოსფერატუ” კინემატოგრაფის კლასიკად ითვლება, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი – მაქს შრეკი ყველა ეკრანული ვამპირების „მამაა”. ამბობენ, მაქს შრეკი, იგივე გრაფი ორლოკი სინამდვილეში ვამპირი იყო და გადაღებები მხოლოდ ღამე მიმდინარეობდა, ხოლო გადამღებ ჯგუფს ყოველდღიურად აკლდებოდა ადამიანთა ჯგუფი გაურკვეველი მიზეზით. ამ ისტორიას ცალკე ფილმი მიუძღვნეს ჰოლივუდში – სახელწოდებით „ვამპირის აჩრდილი”, სადაც მთავარი როლები უილიამ დეფომ და ჯონ მალკოვიჩმა შეასრულეს.

 

скачать dle 11.3