კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სელინიმ“ ქალი მოტოციკლეტიდან მდიდრულ ავტომობილში გადასვა

 „სელინი”, როგორც ყოველთვის, სეზონის ტენდენციებს ქმნის. პოებ პილო, რომლის ყოველ ახალ ნამუშევარს მთელი მოდის სამყარო ინტერესით ელოდება, არავის არასდროს ტოვებს იმედგაცრუებულს. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, პილოს უკვე უკან აქვს მოტოვებული როკ-ფესტივალის გავლენა, რომელიც მისთვის ძალიან აქტუალური იყო ზაფხულის სეზონზე და უცებ იქნა ატაცებული მთელი მოდის სამყაროს მიერ. ამ ყველაფერს ის წარსულის სარკეში უყურებს, – ასეთი იყო მოდის კრიტიკოსების შეფასება. მოტოციკლების, რკინებისა და ჩაფხუტების შემდეგ, პილომ ქალებისთვის ახალი ტრანსპორტი აირჩია: მდიდრული ავტომობილი! „კარგი ავტომობილი გახდა ამ კოლექციის ინსპირაციის წყარო, როდესაც ჯდები ლამაზ ნივთში და თან მის ძალას გრძნობ”, – ასეთი კომენტარი გააკეთა დიზაინერმა ჩვენებამდე. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ მოვიდა პილო აქამდე, მთავარია, რომ მოტორიზებული, ქალაქელი გოგონებისთვის ამ შემოდგომაზე მან ულამაზესი კოლექცია წარმოადგინა, სავსე ახალი გადაწყვეტილებებით. ურბანული სტილის „სოუსი“ კლასიკურს მან ისეთი ზომიერებით მოასხა, რომ ყველაზე საქმიანებიც და ყველაზე გემოვნებიანებიც ერთნაირი სიხარულით მოირგებენ ტანზე. 

 პილოს ჭკვიანური გადაწყვეტილება პირველივე „აუთვეარში“ გამოჩნდა: შალის რუხი, ულამაზესი პალტო – „ჩესტერფილდი“, შიდა მხრიდან მკერდის ქვემოთ ვიწრო ქამრით იყო დამაგრებული. პალტოს შიგნით კი ზუსტად ის ანსამბლი იყო, რაზეც ნებისმიერი ქალი ოცნებობს საშემოდგომოდ – რბილი თეთრი სვიტერი, კლასიკური, ტყავით გაწყობილი თბილი შარვალი. პირველ „ლუქსს” კიდევ უფრო „შემოდგომური” სამოსი მოჰყვა – რომბებიანი, თხელი, ნაქსოვი პულოვერები, მუქი ყავისფერი, დახურული სადა კაბა, რომელსაც წინა მხარე შალის ჰქონდა, უკანა კი – ტყავის და საოცარი, ენით აუწერელი სილამაზის ნარინჯისფერი პალტო. რომბის ფორმის პალტო, კლასიკური ინგლისური საყელოთი და მომდგარი სახელოებით, შიშველ სხეულზეც კი იდეალური იქნებოდა. შავი როლინგი და კაკაოსფერი შარვალი, შეიძლება, რთულად წარმოსადგენია, მაგრამ, იდეალურად ერწყმოდა მკვეთრ სტაფილოსფერ პალტოს. 

 მსგავსი ტიპის პალტოები „სელინის” სხვა ფერებითა და ქსოვილებითაც ჰქონდა წარმოდგენილი. შინდისფერი ხელოვნური ტყავი, შავი დრაპირებული შალი – იდეალურია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ „სელინის” ქალი, შორს არის მოდისგან, ამ სიტყვის ფართო, შემოქმედებითი გაგებით, მაგრამ, ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ჩვენების დასრულებისთანავე მოდის სახლის პარიზის ბუტიკი მთლიანად დაცლილიყო. 

 პალტოების სერიის ჩვენება პოდიუმზე კიდევ რამდენიმე „ლუქში” გაგრძელდა, ფარფლებშეჭრილი, კოჭებამდე პალტოს შემდეგ კი უკვე ქურქი ვნახეთ – ულამაზესი იყო. ძალიან უცნაური, რამდენიმე ფერში შექმნილი თხელი, პალტოს ტიპის ქურქი – სხვადასხვა ფერის წავის ბეწვი ერთ ქურქში იყო გაერთიანებული: თეთრი სახელოები, ყავისფერი წინა მხარე და შინდისფერი საყელო... ტყავის შარვალზე ეს ქურქი იდეალურად გამოიყურებოდა. 

 ჩვენების ბოლოს ტანსაცმლის საკმაოდ საინტერესო ანსამბლები ვნახეთ – ეგრეთ წოდებული „დვოიკები” ხის ფაქტურით, რომლის შემხედვარეც იფიქრებდით, რომ ქალი პირდაპირ ხიდან ამოიზარდა და პოდიუმზე გადმოვიდა. თავად დიზაინერი კი უბრალო ხაკისფერი როლინგით, შავი შარვლითა და თეთრი, ბუთქუჩა კედებით გამოვიდა მილოცვების მისაღებად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ყველაზე ნიჭიერი დიზაინერები ყველაზე ნაკლებ ყურადღებას საკუთარ ჩაცმულობას აქცევენ.

 

скачать dle 11.3