კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გააღვიძე სიყვარული

 

სიყვარულიც იძინებს. მიიძინებს ხოლმე, აბა, თქვენ რა გგონიათ! მისი სიფხიზლე და აქტიურობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, არ დაგეზაროთ და გქონდეთ სურვილი, გააღვიძოთ ჩამქრალი ნაპერწკალი. უპირველესად, გაიხსენეთ თქვენი ურთიერთობის დასაწყისი: როგორ იწყებოდა ყველაფერი. რას გრძნობდით, როცა ხედავდით, როცა გეხებოდათ. თქვენს მეხსიერებას აუცილებლად ექნება შემონახული საჭირო ინფორმაცია. იმუშავეთ ემოციებზე. სიმშვიდე და სტაბილურობა კარგია, მაგრამ, ემოციური ფონი აუცილებელია – სიყვარული ხომ ემოციებით და შთაბეჭდილებებით იკვებება! ხშირად მოეფერეთ თქვენს რჩეულს – მამაკაცებს ქალებზე ნაკლებად როდი უყვართ მოფერება. შეიძლება, თქვენი ალერსი აირიდოს, მაგრამ, სახეზე თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სინამდვილეში ძალიანაც ესიამოვნა. ნუ ეცდებით, სიტყვებით გაარკვიოთ, რა ხდება მის გულში. ნუ ჩააცივდებით უაზრო შეკითხვებით: „გიყვარვარ?!” „რატომ ძველებურად აღარ გიყვარვარ?!”, მოეფერეთ და თქვენც ისიამოვნეთ.

„გააღიზიანეთ” თქვენი და მისი ფანტაზია. მეცნიერებმა დიდი ხანია, დაადგინეს: გაღიზიანება, ვნება და სურვილი გონებაში იბადება. თუ სექსუალური ფანტაზიები გაქვთ, ეს კარგია, ოღონდ, გაუზიარეთ ისინი თქვენს პარტნიორს. სიყვარულს ესეც აღვიძებს.

ვის არ სიამოვნებს შექება! კატაც კი გაინაბება და აკრუტუნდება, მამაკაცები ხომ, მით უმეტეს, სიამოვნებისგან დნებიან, რადგან ეს მათ პატივმოყვარეობაზე დადებითად მოქმედებს: საკუთარი თავის რწმენა ემატებათ და ეცდებიან, მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭოთ როგორც ურთიერთობაში, ისე ეროტიკის „ფრონტზეც”...

ერთი სიტყვით, სიყვარულისთვის ღირს მსხვერპლის გაღება, მით უფრო, თუ ეს „მსხვერპლი” თქვენთვისაც სიამოვნების მომტანია.

 

скачать dle 11.3