კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არა?!

 

დარწმუნებული ვარ, გყავთ მეგობარი – ჭკვიანი... განათლებული, კარგი ოჯახის შვილი, თავის საქმეში წარმატებული და მშვენიერი გარეგნობის. მაგრამ პირადი ცხოვრება არ აქვს. მეტ-ნაკლებად კი არა, საერთოდ არა აქვს?! ჰოდა, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვაც: რატომ? თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თითქოს მამაკაცებთან ურთიერთობის პრობლემა არც ჰქონია. იცნობს კიდეც სიმპათიურ, მიმზიდველ მამრებს, მაგრამ, მის ცხოვრებაში მაინც არაფერი ხდება. ის თავადაც ვერ ხვდება, რა არის პრობლემა. თავად მისი ნაცნობი მამაკაცებიც აღიარებენ, რომ გაცნობისას ის საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, მერე... შეიძლება, მას აქვს ისეთი მოთხოვნები და პრეტენზიები მომავალი მეორე ნახევრის მიმართ, რომ ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე მამაკაცი ფრთხება და გარბის?! ზოგიერთ ქალს ნამდვილად არ შესწევს უნარი, მიხვდეს, რას ფიქრობს მასზე მამაკაცი და, საერთოდაც, რას ფიქრობს თავად. ზოგიერთმა კი, უპირველესად, ის სიამაყე უნდა დაძლიოს, რომელიც მას თავს პრინცესად, დედოფლად აგრძნობინებს. მწვერვალზე აჰყავს და იმ გადმოსახედიდან რეალობის დანახვის საშუალებას აღარ აძლევს. აბა, დაფიქრდით, ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან რომელია თქვენთვის ნაცნობი და რამდენად ხშირად ავლენთ მათ:

* აკრიტიკებთ ყველასა და ყველაფერს (მათ შორის, მამაკაცებსაც);

* არ შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა – ეს თქვენთვის სერიოზული პრობლემაა;

* კატეგორიული ხართ და შეუვალი;

* მიგაჩნიათ, რომ თქვენ ყოველთვის მართალი ხართ;

* ამჩნევთ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენ საკმაოდ მოგწონდათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წყვეტენ თქვენთან ურთიერთობას და იკარგებიან.

* არ გესმით ხუმრობა. არ გაქვთ იუმორის გრძნობა და გიჭირთ, გაიღიმოთ...

მოკლედ, თუ თქვენ ამ მოცემულობას აკმაყოფილებთ, სწორედ ის ჭკვიანი, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი და მშვენიერი გარეგნობის „მეგობარი“ ხართ, რომელმაც ვერა და ვერ მოიწყო პირადი ცხოვრება.

 

скачать dle 11.3