კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემთვის ძალიან კარგი

 

ბედნიერება ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც ვერასდროს იქნებიან ბედნიერები იმ მარტივი მიზეზით, რომ ის განსაკუთრებული რაღაც ჰგონიათ, ანუ, არ ესმით ბედნიერების არსი. არ არსებობს ბედნიერების მზა ფორმულა, თავად უნდა მიხვდე და იგრძნო ის, დააფასო ყოველი წამი და განიცადო სიხარული ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებისგანაც კი.

იყავით უფრო ახლოს ცხოვრებასთან. ადამიანებთან ელემენტარული ურთიერთობაც სიხარულის მომტანია. ნუთუ ეს აქამდე არ შეგინიშნავთ?! როცა გაინტერესებთ კონკრეტული რამ, თამამად გამოავლინეთ ეს ინტერესი და ნურაფრის მოგერიდებათ. საბოლოოდ, ადამიანებს მაინც უბრალო და მარტივი ურთიერთობები უყვართ. თამაშით დიდხანს ვერ გახვალთ ფონს, მით უმეტეს, რომ ნიჭიერად თამაში მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და გამოსდით და, ისიც, ყოველთვის არა.

დაინახეთ და დააფასეთ ის, რაც თქვენთვის უკეთესია – ცხოვრება ამის შანსს კიდევ ბევრჯერ მოგცემთ. მთავარია, თქვენ იყოთ მზად, გამოიყენოთ ის.

ეძებეთ პოზიტივი ნებისმიერ სიტუაციაში. თუ მოინდომებთ ამას, გააკეთებთ – აუცილებლად იპოვით. დაძლიეთ შიში, რომ რაღაც ისე არ გამოგივათ – ყველაფერს არაჩვეულებრივად დაძლევთ, ყველა პრობლემას მოერევით, თუკი ერთმანეთისგან გაარჩევთ უბრალო უსიამოვნებას და ჭეშმარიტად სერიოზულ პრობლემას. შეგიძლიათ, გვენდოთ: ჭეშმარიტად სერიოზული და მოუგვარებელი პრობლემა თითქმის არ არსებობს.

ზოგჯერ გააკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ. უთხარით საკუთარ თავს: „ეს ჩემთვის ძალიან კარგია“! არ იფიქროთ, რომ უპატიებელ შეცდომას უშვებთ. საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვაც აუცილებელია, ოღონდ, ყოველგვარი ეგოისტური „აფეთქებების“ გარეშე.

 

скачать dle 11.3