კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუხელთებელი


ეს ეპითეტი მამაკაცს ეკუთვნის. ზოგიერთ ქალს მართლაც ჰგონია, რომ მამაკაცი შეიძლება იყოს მოუხელთებელი. წუწუნებენ კიდეც – რა ვქნა, კი მომწონს, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება შეუძლებელია, თევზივით გისხლტებაო. წარმოვიდგინოთ სიტუაცია: თქვენ იცით, რომ თქვენს სასურველ მამაკაცს არავინ ჰყავს, მისი გული თავისუფალია, ურთიერთობაც მხოლოდ თქვენთან აქვს, მაგრამ მაინც არ გიახლოვდებათ. თითქოს გაგირბით, თითქოს უხეშობს, თითქოს ცდილობს, შორს გაგექცეთ. ეს გაბნევთ და სერიოზულ ეჭვს გიჩენთ, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ძალიან ცდებით. სცადეთ ურთიერთობის გაღრმავება და არ გამოგივიდათ?! ორივე თავისუფალი ადამიანი ხართ. რატომ გინდათ, რომ მან უღალატოს საკუთარ პრინციპებს და შეიცვალოს? ჩახედეთ სიმართლეს თვალებში. თქვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სერიოზულად კი არ ცდილობთ დაახლოებას, „სათადარიგო ვარიანტად“ ინახავთ მას. მამაკაცთან, რომელსაც არ აფასებთ, პატივს არ სცემთ და არ გჯერათ მისი, არაფერი კარგი არ გამოგივათ. ის კი არ არის მოუხელთებელი, თქვენ არ გაქვთ მისი „მოხელთების“ სურვილი. ელოდებით, რომ შეგეხვეწებათ?! – ეს კიდევ უარესი: თავმოყვარე მამაკაცი, რომელიც საკუთარ „მეს“ პატივის სცემს და ღირსება აქვს, არასოდეს გააკეთებს ამას. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცი, რომელიც ქალს ეხვეწება და ემუდარება, არასრულფასოვნების კომპლექსით არის იძულებული, ეს გააკეთოს.

თუ გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკის გერიდებათ, მეტი დრო გაატარეთ მასთან და ინტერესი მისი პიროვნების მიმართ უსიტყვოდ გამოხატეთ: ხელის შეხებით, ღიმილით, ყურადღებით, ზრუნვით. არ არის აუცილებელი, მესიჯები და მობილურზე შემოსული ზარები შეუმოწმოთ, მაგრამ ნურც მოდუნდებით. ის სულ უნდა გრძნობდეს თქვენს არსებობას, მაგრამ ისე, რომ ამან არ შეაწუხოს.


скачать dle 11.3