კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ემუქრება სინუსიტებით დაავადება და რა კავშირშია ამასთან იმუნიტეტი

 

ჰაიმორიტი არის რესპირატორული ინფექცია, ასევე, პოლიპოზის გართულება. ის, შეიძლება, იშვიათად შეგხვდეს ოდონტოგენური, ანუ, კბილისმიერი მიზეზით გამოწვეული.

მიმდინარეობის მიხედვით, ჰაიმორიტი არის სხვადასხვა სახის, კერძოდ: ჩირქოვანი, პოლიპოზური, კისტოზური, ჩირქოვან-პოლიპოზური და ასე შემდეგ.

მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავების ძირითადი ნიშანია ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით – შუბლისა და თვალის მიდამოებში, რომელიც თვალბუდეს აწვება და თავის წინ დახრის დროს ძლიერდება. იმის მიხედვით, თუ რა სახის ჰაიმორიტთან გვაქვს საქმე, მისი გამოვლინებაც სხვადასხვა კლინიკური ნიშნით ხდება.

ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს აღინიშნება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი; პოლიპოზურის დროს ცხვირის ღრუსა და ჰაიმორის ღრმულში ჩნდება პოლიპური წარმონაქმნები, რაც სუნთქვას აძნელებს; კისტოზური ჰაიმორიტის დროს ჰაიმორის ღრმულში შეიძლება, სხვადასხვა ზომის კისტა წარმოიქმნას. თუ კისტა ღრმულს მთლიანად ავსებს და მის კედლებს აწვება, ის აუტანელ ტკივილს იწვევს, რაც ხშირად ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღების შემდეგაც არ ყუჩდება. ჩირქოვან-პოლიპოზური ჰაიმორიტის დროს ერთდროულად ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება.

ადამიანს ჰაიმორიტი, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში დაემართოს, განსაკუთრებით კი ამ დაავადებით დასნებოვნების საფრთხე იმათ ემუქრებათ, რომელთაც ცხვირით სუნთქვის დისფუნქცია აქვთ. ეს დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება ნებისმიერ ასაკში და სქესში.

ზოგადად კი სინუსიტები დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვისაა საშიში.

ჩირქოვანი ჰაიმორიტის მკურნალობა ითვალისწინებს ადგილობრივად ცხვირში შესასხურებელ, ჩასაწვეთებელ საშუალებებს, ანტიბიოტიკოთერაპიას, ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ფიზიოთერაპიას, ლაზეროთერაპიას, წიაღის გამორეცხვას ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკის ხსნარებით, ღრმულში ჰორმონული პრეპარატების შეყვანას და სხვა. ასევე, გამოიყენება ლორწოს გამათხევადებელი და სეკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატები.

კისტოზური ჰაიმორიტის დროს. კონსერვატიული მკურნალობა აბსოლუტურად არაეფექტურია. მისი მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება ქირურგიული ჩარევაა. ოპერაციის დროს უნდა მოხდეს სითხის პუნქციით გამოღება (ტკივილის გასაყუჩებლად). კონსერვატიული მკურნალობა, აგრეთვე, არაეფექტურია პოლიპოზური ჰაიმორიტის დროს.

სინუსიტებს რომ თავი დააღწიოთ, ნუ გახვალთ სიცივეში გარეთ დაბანილი და სველი თმით, მოერიდეთ ორპირ ქარს, სურდოსა და გრიპის დროს კი, გამოიყენეთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სუნთქვას აადვილებს.

 

скачать dle 11.3