კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხედველობის გაუარესებისას დააკვირდით იდაყვებს

 

ადამიანები, ვისაც დღისით კარგი მხედველობა აქვთ, შებინდებისას კი მხედველობის გაუარესებას უჩივიან, ვიტამინების ნაკლებობას განიცდიან. ამ შემთხვევაში დააკვირდით იდაყვებს: თუ მოსაღამოებისას ცუდად ხედავთ, ანუ ეგრეთ წოდებული „ქათმის სიბრმავის“ სინდრომით ხართ დაავადებული, იდაყვების არეში უნდა გქონდეთ კანის გარქოვანების უბნები, ანუ ჰიპერკერატიზმი, რომლის მიზეზიც ზედაპირული ეპითელიუმის ჭარბი ზრდა და კანის ელასტიკურობის დაქვეითებაა. ამ დროს, შეიძლება, ნახეთქებიც გაჩნდეს. ასეთი პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამ დროს ადამიანს ღამით დაქვეითებული აქვს მხედველობა, ცუდად არჩევს საგნებს, უჭირს გადაადგილება. ამიტომ, საჭიროა, სასწრაფოდ მიირთვათ A ვიტამინის შემცველი პროდუქტები. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ A ვიტამინის ზეთოვანი პრეპარატები არ შეიძლება მიიღონ ნაღვლის ბუშტით, ღვიძლით ან კუჭქვეშა ჯირკვლით დაავადებულმა ადამიანებმა, რადგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პრეპარატები ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს.

აუცილებელია, მიირთვათ არაჟნით ან ზეთით შეზავებული გახეხილი სტაფილო, რადგან A ვიტამინი ცხიმში ხსნადია და ასე უკეთ შეიწოვს ადამიანის ორგანიზმი.

 

скачать dle 11.3