კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიპო პასუხის მოლოდინშია

„მილანის” ვეტერანი ფორვარდი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და განთქმული მექალთანე, ფილიპო ინძაგი, გავრცელებული ცნობის თანახმად, ჯერ კიდევ მარტში დასცილდა ალესია ვენტურას – მოდელს და ტელეწამყვანს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მათი დაშორების მიზეზად ფეხბურთელის ღალატი სახელდებოდა, თითქოს იგი მალულად თავის ყოფილ საყვარელს, ასევე მოდელსა და ტელეწამყვანს, მარიკა ფრუშოს ხვდებოდა. მართალია, მარიკა ირწმუნებოდა, რომ გაზეთები ტყუოდნენ და დიდი ხანია, აღარ შეხვედრია ფილიპოს, თუმცა, სულ ახლახან იტალიურ პრესაში ახალი ცნობა გაჩნდა პიპოსთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მარტის შემდეგ ფეხბურთელი ალესიას შემორიგებას ცდილობდა და წყვილმა ერთად ბალეარის კუნძულებზეც კი იმოგზაურა, რის შემდეგაც ფილიპომ მას ხელი სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია ალესიას პასუხი, თუმცა ტაბლოიდები უკვე აჭრელდნენ ცნობით, რომ „მილანის” ლეგენდა ახლო მომავალში დაქორწინდება.

скачать dle 11.3