„არსენალიდან” – ჯარში
ლონდონის „არსენალის” ახალწვეულს, სამხრეთკორეელ პაკ ჩუ იუნს ჯარში იწვევენ. უახლოესი ორი წლის განმავლობაში მან უნდა დატოვოს ლონდონი, დაბრუნდეს სამშობლოში და სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიაროს, წინაამღდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და შესაძლოა, მას მოქალაქეობაც ჩამოართვან და ციხეშიც მოათავსონ გაურკვეველი ვადით. სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, ყველა მამაკაცი 30 წლამდე, ვალდებულია, გაიაროს სამხედრო სამსახური 21 თვის განმავლობაში. პაკ ჩუ იუნი, რომელიც 26 წლისაა, სავარაუდოდ, 2014 წელს დატოვებს „არსენალის” რიგებს და სამხედრო ყაზარმისკენ აიღებს გეზს. საინტერესოა, რომ ჯარში მსახურობისგან ის სპორტსმენები თავისუფლდებიან, რომლებსაც აქვთ ოლიმპიური ოქროს მედალი ან გაუმარჯვიათ აზიის თამაშებზე, მაგრამ, პაკ ჩუ იუნს არც ერთი მათგანი არ მოუგია. ფეხბურთელი მხოლოდ იმაზე დარდობს, რომ ჯარის მოხდის შემდეგ მას გაუძნელდება დიდ ფეხბურთში დაბრუნება და, სავარაუდოდ, კარიერის დასრულება მოუწევს.