კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

გაბრიელ ეპისკოპოსი: არავის უთხრათ საწყენი და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ნუ მოუყვებით ნურც მეგობარს, ნურც მტერს ახლობლის ნაკლოვანებებს და ნუ გაამხელთ, თუ ცუდი რაიმე შეამჩნიეთ მის საქციელში. ეცადეთ, არ მოუსმინოთ ახლობლის გაკიცხვას.

ანტონ დიდი: თუ კეთილი ადამიანი არ აღიარებს თავის შეცდომებს და მუდამ თავის მართლებას ცდილობს, მაშინ ის ძალიან მალე იქცევა ბოროტად.

ისააკ ასური: საკმარისია, აღიარო, რომ ხარ საკუთარი თავის არა პატრონი, არამედ მსახური და, ძიება, მღელვარება, უკმაყოფილება მაშინვე შეიცვლება სიმშვიდითა და სიხარულით.

ამბროსი მედიოლანელი: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ ნაკლოვანებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, არ არსებობს ისეთი, რომელმაც არ იცოდეს თავის თავზე რაიმე ბევრად უფრო უარესი, ვიდრე ახლობელზე. ამიტომაა თავმდაბლობა ადამიანისთვის ადვილი.

გრიგოლ პალამა: ადამიანი ცოდვას სჩადის, ეშმაკი კი ამართლებს მას.

არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანს, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და მიხვდა, რომ შესცოდა, ორი გზა რჩება: პირველი – აღიაროს ცოდვა და ეცადოს, აღარ გაიმეოროს იგი; მეორე – თუ თავის სინდისს არ ენდობა, გაიკითხოს, როგორ აფასებენ ადამიანები ჩადენილ ცოდვას. თუ არ ძრახავენ, არ აღიაროს იგი და განაგრძოს შეცოდებანი. „ყველა ასეა, რატომ არ უნდა ვაკეთო ის, რასაც სხვები სჩადიან?“ როგორც კი ადამიანი გაჰყვება ამ მეორე, გატკეპნილ გზას, ვერც კი შეამჩნევს, ისე დაშორდება პატიოსან ცხოვრებას.

იოანე სინელი: მოჩვენებითი მორცხვობა ეშმაკის საყვარელი იარაღია. ის ამით უფრო მეტს აღწევს, ვიდრე მოჩვენებითი სიამაყით, რითაც იგი მხოლოდ აძლიერებს ბოროტებას, მოჩვენებითი მორცხოვბით კი სიკეთეს აბრკოლებს.

მათე მახარებელი: გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

ეპისკოპოსი პეტრე: როცა უბედურება შეგემთხვევა, მათი მიზეზი ეძიე არა იმდენად შენს საქციელში, არამედ ზრახვებში, რომლებმაც გიბიძგა მათი ჩადენისკენ. ზუსტად ასევე, როცა მომხდარი მოვლენები გულს გტკენს და აღგაშფოთებს, ეძებე მათი მიზეზი არა ადრე ჩადენილში, არამედ ადრე ნაფიქრალში, რომელმაც გამოიწვია ეს საქციელი.

ბასილი დიდი: ადამიანს შეუძლია, თავი იხსნას ზეგარდმოვლენილი უბედურებისგან, მაგრამ, იმ უბედურებებისგან, რომელსაც ის თავის თავს დაატეხს, ხსნა შეუძლებელია.

იოანე ოქროპირი: ადამიანები განსხვავებულად საუბრობენ ღმერთზე, მაგრამ, ერთნაირად გრძნობენ და აღიქვამენ მას.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: ყოველი სარწმუნოება მხოლოდ იმის პასუხია, როგორ ვიცხოვროთ არა ადამიანთა წინაშე, არამედ იმის წინაშე, ვინც მომავლინა ამქვეყნად.

ნეტარი ავგუსტინე: მანკიერი ადამიანი მუდმივად არის დაკავშირებული ხალხთან, მაგრამ, მარტოდ გრძნობს თავს შინაგანად იმდენად, რამდენადაც, მანკიერია. კეთილი და გონიერი კი, პირიქით, ხშირად ადამიანებთან გრძნობს მარტოდ თავს, მაგრამ, როცა მარტოა, მუდმივ ერთიანობას გრძნობს კაცობრიობასთან.

 

 

скачать dle 11.3