კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფაქტების აფიშირება არ უნდოდა სიცოცხლეში საკუთარი ცხოვრებიდან მილიარდერ სტივ ჯობსს და რა მეთოდით ებრძოდა ის კიბოს უჯრედებს

 

კომპანია „ეფლის” დამფუძნებლის, სტივ ჯობსის გარდაცვალების თარიღი მსოფლიოში  გლოვის დღედ გამოცხადდა. ჯობსის სიკვდილს მსოფლიოს ლიდერები – ამერიკის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტები და გაეროს გენმდივანი გამოეხმაურნენ. სოციალურ ქსელებში ჯობსს თანამედროვეობის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებენ და ლეონარდო და ვინჩის ადარებენ. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მსოფლიო პოპულარობისა და მილიარდიანი კაპიტალის მიუხედავად, ჯობსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა. არ უყვარდა პირადი ცხოვრების აფიშირება და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ფარდა ახდოდა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებს. 

ბიოლოგიური მშობლების გაცნობა

მიუხედავად იმისა, რომ სტივ ჯობსი დედამ დაბადებისთანავე გააშვილა, ბავშვობაში სტივი მუდამ ბუზღუნებდა, იმის გამო, რომ კაცს, რომელმაც ის გაზარდა, გამზრდელ მამას უწოდებდნენ. მოგვიანებით, სტივმა გაარკვია, თუ ვინ იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები: დედა – ლოგოპედი ჯოან სიმფსონი, ხოლო მამა – სირიული წარმოშობის მუსლიმანი, ამერიკის მოქალაქე აბდულფატიჰ ჯანდალი, ამჟამად ნევადის შტატში ერთ-ერთ კაზინოს ფლობს. სტივ ჯობსს დიდი სურვილი ჰქონდა, ბიოლოგიურ დედას დაახლოებოდა, თუმცა ისინი მხოლოდ გაცნობით შემოიფარგლნენ.

დაუმთავრებელი უმაღლესი სასწავლებელი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული კომპიუტერული კომპანიის დამაარსებელს უმაღლესი განათლება არ მიუღია. ჯობსი პორტლენდის (ორეგონის შტატი) კოლეჯის პირველი სემესტრიდან იმის  გამო გამოაგდეს, რომ მის მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, სწავლის საფასური გადაეხადათ.

ჯობსის პირველი წარმატება

სტივ ჯობსი მსოფლიოში ცნობილი გახლდათ, როგორც „ეფლის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერის ავტორი, თუმცა, ბევრმა შესაძლოა, არც კი იცის, რომ სტივ ჯობსი მონაწილეობდა, ყველა დროის ყველაზე პოპულარული თამაშის, „არკანოიდის” შექმნაში. ამ თამაშში მოთამაშე პლატფორმას მართავს, რომელზეც პატარა ბურთულა ეცემა. მისი საშუალებით ეკრანის ზედა ნაწილში, აგურის კედელი იმსხვრევა. ამ თამაშის დიზაინზე ჯობსი 70-იანი წლების შუა პერიოდში მუშაობდა, როგორც კომპანია „ატარის” თანამშრომელი. ამ თამაშზე მუშაობისთვის ჯობსმა სტივ ვოზნიაკი მიიწვია, რომელთან ერთადაც, მოგვიანებით, „ეფლი” დააარსა. „ატარის” იმდენად მოეწონა ვოზნიაკის მუშაობა, რომ გასამრჯელოს სახით, პროგრამისტისთვის იმ დროს არნახულად დიდი ჰონორარი, 5 000 ათასი დოლარი გამოყო. ჯობსმა ის თითქმის მთლიანად მიითვისა და ვოზნიაკს, მხოლოდ 375 დოლარი გადაუხადა. მთლიანი ჰონორარის რაოდენობა კი დაუმალა.

ქალები თუ მუშაობა

„ეფლის” დაბადების თარიღად 1976 წელია მიჩნეული და მას შემდეგ, სტივ ჯობსი მთელ დროს კომპანიის საქმიანობას უთმობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მან მხოლოდ რამდენიმე სამუშაო თათბირი გამოტოვა. ერთხელ სტივი ავტომობილში იჯდა და ფიქრობდა, ეს რომ სიცოცხლის ბოლო დღე იყოს, რა ჯობია, სამსახურში გავატარო თუ, ადამიანთან, რომელიც მიყვარსო. ჯობსს ბევრი არც უფიქრია, გააჩერა ავტომობილი, გადმოვიდა, მივიდა თავის კოლეგა ლოურენ პაუელთან და კაფეში დაპატიჟა. ეს იყო სტივ ჯობსის პირველი პაემანი და მას შემდეგ ის გვერდიდან აღარ მოშორებია ლოურენს. 

მწერალი და

სტივ ჯობსის ბიოლოგიური და – მონა სიმფსონი ცნობილი მწერალია. 1998 წელს მის მიერ დაწერილი წიგნის, „სადაც გენებოთ, ოღონდ აქ არა” ეკრანიზაცია ჰოლივუდში შედგა და  ფილმში მთავარი როლები სიუზან სარანდონმა და ნატალი პორტმანმა შეასრულეს. მონა სიმფსონი სტივ ჯობსის ერთადერთი ბიოლოგიური ნათესავია, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სტივს ძალიან უყვარდა თავისი და. მან კი სწორედ ძმას მიუძღვნა თავისი ცნობილი წიგნი.

ჯობსის რომანები

სტივ ჯობსს მცირეხნიანი რომანი ჰქონდა ცნობილ ფოლკ-შემსრულებელთან, ჯოან ბაეზთან. სხვათა შორის, სტივამდე ჯოანს რომანი ჰქონდა ბობ დილანთან, რომელიც ჯობსის საყვარელ მუსიკოსად ითვლებოდა. გარდა ამისა, ერთხანს სტივ ჯობსი ჰოლივუდის ვარსკვლავ დაიან კიტონსაც ხვდებოდა. თუმცა, ამ რომანის აფიშირება არ მომხდარა.

უკანონო შვილი

როდესაც სტივი 23 წლის იყო, მისმა იმდროინდელმა „გერლფრენდმა“, კრისან ბრენანმა მისგან ქალიშვილი, ლორინი გააჩინა. ჯობსს არ ჰქონდა სურვილი, კრისანზე დაქორწინებულიყო და თანაც, ირწმუნებოდა, რომ ლორინი მისი შვილი არ იყო, რადგან უშვილოა. თუმცა, საბოლოოდ, სტივ ჯობსმა აღიარა მისი მამობა და ქალიშვილს ჰარვარდში სწავლაც კი დაუფინანსა.

ცხოვრების ალტერნატიული სტილი

 სტივ ჯობსი არ მალავდა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდობაში ნარკოტიკებს მოიხმარდა და უმეტესწილად, „ელესდეს” აბებს. გარდა ამისა, ჯობსი ვეგეტარიანელი იყო და აღმოსავლური ტრადიციული მედიცინის მიმდევარი. ცნობილია, რომ, თავდაპირველად, როცა კიბო დაუდგინეს, ჯობსი ხალხური სამკურნალო საშუალებებით ცდილობდა განკურნებას.

ქონება

ბოლო მონაცემებით, სტივ ჯობსის საერთო ქონება 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მას ეკუთვნოდა „ეფლის” 5 მილიარდ 426 მილიონი აქციები და კომპანია „დისნეის” – 138 მილიონის აქციები. ამასთან ერთად, სტივ ჯობსის ყოველწლიური ხელფასი, ოფიციალურად მხოლოდ ერთი ამერიკული დოლარი იყო.

 

 

скачать dle 11.3