კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სექსუალური სკანდალის – „ბუნგა-ბუნგას“ მთავარი გმირები

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია,  ასევე, არის მსხვილი ბიზნესმენი, ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგი, უამრავი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი. ამასთან, ბერლუსკონი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სკანდალური პერსონაა, რომელსაც ხშირად უყენებენ ბრალდებას კანონის დარღვევაში, უფლებამოსილების გადამეტებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, მოქრთამვასა და სექსუალური ხასიათის დანაშაულებების ჩადენაში. მაგალითად, 2010 წელს სილვიო ბერლუსკონის ბრალად წაუყენეს საკუთარ ვილაზე, არკორეში, სექსუალური ორგიების მოწყობა. ამ სკანდალს იტალიაში „ბუნგა-ბუნგას” სახელით იცნობენ. 75 წლის ბერლუსკონის ცხოვრებაში სუსტი სქესი მუდამ მთავარ როლს ასრულებდა და მისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. „თბილისელების” ამ  ნომერში შევეცდებით, გაგაცნოთ დონ სილვიოს ფავორიტი  ქალების სრული ჩამონათვალი.

აიდა იესპიცა – 29 წლის ვენესუელელი მოდელი, ირწმუნება, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მას ინტენსიური კავშირი ჰქონდა სილვიო ბერლუსკონისთან. 2002 წლის „მის ვენესუელას” სხვადასხვა დროს რომანი ჰქონდა არაერთ ცნობილ იტალიელ ფეხბურთელთან: ფილიპო ინძაგისთან, მატეო ფერარისთან, კრისტიან ვიერისთან. იესპიცას სახელს უკავშირდება ბერლუსკონის ექსმეუღლის, ვერონიკა ლარიოს ღია წერილი „ლა რეპუბლიკაში”, სადაც, მაშინ  ჯერ კიდევ პრემიერის მეუღლე, საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვდა ქმრისგან აიდასთან ფლირტაობის გამო.

ნიკოლ მინეტი – მას იტალიის ყველაზე სექსუალურ დანტისტს უწოდებენ. იგი ბერლუსკონის პირადი სტომატოლოგი იყო. გარდა ამისა, ნიკოლ მინეტის ბერლუსკონის გახმაურებულ წვეულებებზე გოგონების მოყვანასა და მათთვის პრემიერთან ინტიმის სანაცვლოდ ფულის მიცემაში ადანაშაულებენ, რასაც სტომატოლოგი კატეგორიულად უარყოფს.

გრაციანა კაპონე – იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულსა და შეთავსებით მოდელს, გრაციანა კაპონეს, იტალიაში „აპულიელ ანჯელინა ჯოლის” უწოდებენ ჰოლივუდელ ვარსკვლავთან მსგავსების გამო. „ლა რეპუბლიკას” ცნობით, კაპონე რამდენჯერმე იქნა შემჩნეული ბერლუსკონის გარემოცვაში ამ უკანასკნელის სატელევიზიო არხზე. 

ირის ბერარდი – 19 წლის მოდელი ბერლუსკონისთან შესაძლო ინტიმური კავშირის დროს 17 წლის იყო და იგი გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2009 წელს სარდინიაზე და მილანთან ახლოს მდებარე ვილაში მოწყობილ წვეულებებზე ირისი სილვიოსთან ერთად იმყოფებოდა და სექსუალური სიახლოვის მომენტში იგი არასრულწლოვანი იყო. ზოგიერთი იტალიური გაზეთი ირისს ძვირად ღირებულ მეძავად მოიხსენიებს.

ბარბარა გუერა – იტალიელი მოდელი და საფეხბურთო წრეში კარგად ცნობილი ლამაზმანი, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთი რომანი ჰქონდა ცნობილ ფეხბურთელებთან, მათ შორის იტალიის ნაკრების შავკანიან ვარსკვლავთან, მარიო ბალოტელისთან. 32 წლის ბარბარამ, გავრცელებული ცნობის თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში სილვიო ბერლუსკონის ფულით 25 წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა. რა დამსახურებითვის მიიღო სოლიდური თანხა ბარბარამ სილვიოსგან, საიდუმლო არ უნდა იყოს.

მარია ესტერ გარსია პოლანკო – დომინიკელი მოდელისა და მოცეკვავის თქმით, მან მხოლოდ მადლიერების ნიშნად გაატარა ღამე სილვიო ბერლუსკონისთან, რომელმაც ლათინო-ამერიკელ ლამაზმანს უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაუხადა და, ასევე, შვილისთვის აუცილებელი მკურნალობის ხარჯები დაფარა. სულ ახლახან გარსია პოლანკო ბერლუსკონის კუთვნილ ტელეარხზე მოეწყო სამუშაოდ.

ლისანდრა სილვა – 23 წლის კუბელი მოდელი, რომელიც პაპარაცებმა ბერლუსკონის ვილაში შესვლის მომენტში დააფიქსირეს. ჟურნალისტების ცნობით, ვილა „სან-მარტინოში“, რომელიც მილანთან ახლოს მდებარეობს, ერთდროულად რამდენიმე მოდელი მოჰყავდათ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ სილვა იყო, რომელსაც დაცვა ყოველგვარი შემოწმების გარეშე, პირდაპირ უშვებდა ბერლუსკონის აპარტამენტებში. 

ალესანდრა სორჩინელი – გაზეთების ცნობით, გულახდილი ფოტოსესიებით ცნობილმა მოდელმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ბერლუსკონის ორგანიზებულ ორგიებში და გასამრჯელოს სახით 20 ათასი ევროც კი მიიღო. კერძოდ, საუბარია 2009 წლის ივლისსა და აგვისტოში „სან-მარტინოში“ მოწყობილ წვეულებებზე, სადაც ბერლუსკონისთან ერთად სხვა არაერთი გავლენიანი იტალიელი პოლიტიკოსიც ერთობოდა.

ფრანჩესკა პასკალი – 25 წლის ყოფილი მოცეკვავე ბერლუსკონის დიდი ხნის საყვარლად ითვლება, რომელსაც სილვიომ მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობა – ნეაპოლის რეგიონიდან პრემიერის მრჩევლის პოსტი ჩააბარა. 

პატრიცია დ’ადარიო – ბერლუსკონის სექს-სკანდალის კიდევ ერთი მონაწილე.  პატრიციამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საჯაროდ, რომ ჰქონდა ინტიმური კავშირი ბერლუსკონისთან. თავის წიგნში დ’ადარიომ აღნიშნა, რომ ბერლუსკონი სექსის ნამდვილი ექსპერტია და, სოლიდური ასაკის მიუხედავად, მას გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანდა, რადგან მისი დაღლა საწოლში თითქმის შეუძლებელია. 

ნოემი ლეტიცია – 18 წლის ნოემი სილვიოსა და მისი მეუღლის დაშორების მთავარ მიზეზად ითვლება. ბერლუსკონი დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა ლამაზმანს და სოლიდურ საჩუქრებსაც უძღვნიდა, მან დიდი როლი ითამაშა მისი ოჯახის დანგრევაში. ამბობენ, რომ ბერლუსკონიმ ნოემის ძვირფასი ბრილიანტებით შემკული კოლიე აჩუქა და, მის ბარათზე პერიოდულად ათასობით ევროს რიცხავდა.

ბარბარა მატერა – 28 წლის მოდელი და „მის იტალიის” მონაწილე ბარბარა, სილვიოს ფავორიტების რიცხვში შედის. ისინი რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს. ცნობისთვის, ბარბარას სამეცნიერო ხარისხი აქვს და იგი ტელევიზიაში დიქტორად მუშაობს.

კამილა ფერანტი – 30 წლის მსახიობი, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას გულახდილ ეროტიკულ ფოტოსესიებში, ასევე, ბერლუსკონის ერთ-ერთ სავარაუდო საყვარლად ითვლება.

ანჟელა სოზიო – 32 წლის მოდელი და რეალით-შოუების ვარსკვლავი პაპარაცებმა რამდენიმეჯერ დააფიქსირეს ბერლუსკონის ვილაში სარდინიაზე, როცა ის მუხლებზე ეჯდა პრემიერ-მინისტრს.

ელეონორა გაჯიოლა – 29 წლის ფოტომოდელი და ბერლუსკონის ფავორიტი. იგი შემჩნეულია იმ ვიდეომასალაში, რომელიც იტალიელ სამართალდამცველებს ჩაუვარდათ ხელში და რომელიც ბერლუსკონის ვილაშია გადაღებული.

მარა კარფანია – მას „მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მინისტრს„ უწოდებენ. ბერლუსკონის კაბინეტის წევრი კარფანია ყოფილი „მის იტალია” და წარსულში განთქმული ფოტომოდელია, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ბერლუსკონისთან სიახლოვით გაიკეთა. 

ელეონორა და იმამ დე ვივოები – 28 წლის ტყუპები, რომლებიც იტალიაში „უკანასკნელი გმირის” ანალოგის შოუს ხარჯზე გახდნენ ცნობილები. მომხიბვლელი ტყუპების მიმართ იტალიელი მამაკაცების უმეტესობა გულგრილი არ დარჩენილა და, მათ შორის არის სილვიო ბერლუსკონიც, რომლის მიერ მოწყობილ წვეულებებს ისინი არაერთხელ სწვევიან.

ელენა რუსო – 36 წლის ლამაზმანი, რომლის საქმიანობის სფერო ჯერაც დაუდგენელია. რუსო აღბეჭდილია იმ ვიდეოში, რომელიც ხელში ჩაუვარდა იტალიურ სასამართლოს. სხვათა შორის ელენა სიამოვნებით პოზირებდა სილვიო ბერლუსკონის სააგიტაციო პლაკატებისთვის.

ფრანჩესკა დელერა – 45 წლის მსახიობი, რომელიც ბერლუსკონის საყვარლებს შორის ყველაზე ასაკოვანია. მომხიბვლელი ქალბატონის გულის მოგების მიზნით, ბერლუსკონი სოლიდურ თანხებს ხარჯავდა ძვირფას საჩუქრებზე. ამბობენ, რომ ის დიდი ხანია, აღარ ხვდება სილვიოს და არც საჩუქრებს იღებს მისგან. ბოლო ცნობებით, ფრანჩესკამ ძვირად ღირებული ქურქი ბერლუსკონის უკან გაუგზავნა.

ქარიმა ელ მარუგი – „რუბის” სახელით ცნობილი მაროკოელი მოცეკვავე და მეძავი, რომელიც ბერლუსკონისთან ინტიმური კავშირის მომენტში არასრულწლოვანი იყო. სწორედ „რუბი” ითვლება „ბუნგა-ბუნგას” სკანდალის მთავარ მოქმედ პირად.

 

 

скачать dle 11.3