კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიხადა საქართველომ ვალი სომხეთის წინაშე სომხების გენოციდის გარეშე

ისე მოხდა, რომ ნიკოლა სარკოზის სამხრეთ კავკასიური ტურნე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ სათავისოდ გააშუქა. განსაკუთრებით, სომხეთი და საქართველო გაეჯიბრა ერთმანეთს იმის დემონსტრირებაში, თუ  რომელს მიაგო უფრო დიდი პატივი საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელსაც, თუ გულზე ხელს დავიდებთ, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური პეიზაჟი უფრო ადარდებდა. იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში რაც მოხდა, ჩვენთვის უკვე ცნობილია, სარკოზის ერევნული ვიზიტის დეტალებზე შევჩერდებით: არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთს სომხების გენოციდის აღიარებისკენ არა მხოლოდ მოუწოდა, ვადაც დაუთქვა და კიდეც დაიმუქრა: წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთი მიიღებს კანონს, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველას, ვინც ამ გენოციდს არ აღიარებსო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებების დიპლომატიურ კონტექსტს სოსო ცინცაძე განგვიმარტავს.

 

–  უკანასკნელ ხანებში ჩვენ არასწორად თარგმნის უამრავი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, საფრანგეთის წარმომადგენელმა ეუთოში განაცხადა, არ მიღიარებია ქართველების მიერ ოსების გენოციდის მოწყობა და ქართველმა ჟურნალისტებმა მომიგონესო. ასევე, უამრავი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები და დიპლომატები შემდეგ უარყოფენ თავიანთ ნათქვამს. თქვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდა საფრანგეთის ელჩთან ინტერვიუს დროს.

– მაგრამ ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ის თქვა ბატონმა ფურნიემ, რაც დაიბეჭდა და ნამდვილად თქვა, რომ 1920 წელს ქართველებმა, თურმე, ოსებს გენოციდი მოუწყვეს.

– ავიღოთ აპრიორი, რომ, მართლაც, თქვა სარკოზიმ ის, რაც ბრძანეთ. ეს მოასწავებს მხოლოდ ერთ რამეს: თუ საფრანგეთი მიიღებს ასეთ კანონს, ის ვერ დასჯის, ვთქვათ, გერმანიის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც არ აღიარებენ სომხების გენოციდს. ეს კანონი მხოლოდ საფრანგეთში იმოქმედებს და ესეც ძალიან ჰიპოთეტურია. თუმცა სომხებისთვის საკმარისია ისიც, რომ სახელმწიფო კანონმდებლობით აღიარონ სომხების გენოციდი, თორემ ცალკეული მკვლევრები აღიარებენ თუ არა, ეს მხოლოდ სამოქალაქო და სამეცნიერო დავის საგნად შეიძლება, იქცეს. ამიტომ, პირადად მე, ამას სტრატეგიულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან არ შეიძლება წარსულით ცხოვრება. მართალია, თავის დროზე ცხონებულმა რომის პაპმა ბოდიში მოიხადა ჯვაროსნების ქმედების გამო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ბოდიშს აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. რაც შეეხება გენოციდს და აქედან გამომდინარე შედეგებს: ეს დღეს უკვე მხოლოდ მუხრუჭია რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რადგან ცხადია, რომ თურქეთი ცოცხალი თავით არასდროს აღიარებს სომხების გენოციდს. არათუ გენოციდი, ერდოღანი გამოდის და აცხადებს, თუ კვიპროსი გახდება ეუთოს თავმჯდომარე, გავყინავ ურთიერთობებს ევროკავშირთანო და ათასი რამით იმუქრება. თუმცა კვიპროსის თავმჯდომარეობა გარდაუვალია, რადგან თურქეთის გამო ეუთო თავის კანონმდებლობას ვერ შეცვლის. დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფომ ცნო გენოციდი, თურქეთი იმავეს გაიმეორებს?! რა თქმა უნდა, არა. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში, ძირითადად, დიასპორა აქტიურობს, ოფიციალური ერევანი –  ნაკლებად, იმიტომ რომ პოლიტიკოსები გაცილებით ფრთხილები არიან. ამას გარდა, დიასპორის ბევრი წარმომადგენელია იმ გენოციდის მსხვერპლთა შთამომავალი. მით უმეტეს, რომ სომეხი ეროვნების ორი მოღვაწე ახლდა თან სარკოზის: შარლ აზნავური, ახალციხელი სომეხი და საფრანგეთის რომელიღაც დეპარტამენტის მდივანი. მათ გასაგონად შეიძლება, მართლაც თქვა ეს, მაგრამ რა პერსპექტივა აქვს ამ საკითხს? გარდა უარყოფითი შედეგისა, პოზიტივს ვერ ვხედავ.

– ესე იგი, სარკოზის სიტყვას არც  აზრი აქვს და არც ფასი?

–  სარკოზიმ ეს იმიტომ თქვა, რომ ანგარიშს უწევს რეალობას, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ სარკოზი, როგორც პოლიტიკოსი, ძალზე განიცდიდეს და ღამე არ სძინავდეს იმ უბედური სომხების ბედის გამო. სარკოზი პოლიტიკოსია, წინ არჩევნები აქვს, სომხური დიასპორა კი, ყველაფერთან ერთად, დიდი ფულია. მით უფრო, რომ სარკოზის არცთუ იოლი არჩევნები ელის. მართალია, სტროსკანი ჩამოიშორა, მაგრამ ეკონომიკაში რჩება პრობლემები. დღეს „ევრონიუსს“ რომ ჩავრთავ, ვეძებ, სადმე სიმშვიდე იყოს. იაპონიიდან დაწყებული ყველგან არეულობაა.

– რომში თავდაცვის სამინისტროს შენობა გადაწვეს დემონსტრანტებმა?

– იგივე ხდება უოლ სტრიტზე. იქამდე მივედით, რომ რუსეთი გამოიყურება სიმშვიდისა და სტაბილურობის ოაზისად, ყოველ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, საქართველოშიც არ არის რევოლუციური სიტუაცია. ამ დროს, რასაკვირველია, სარკოზისთვის ყველა დახმარებას მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ საფრანგეთში სომხების დიასპორა ძალიან ძლიერია.

– ვადის დაწესება რაღა იყო?

– მე ამას არ განვიხილავ სერიოზულ დემარშად, ჩვენ ყველანი მოწმენი ვიქნებით, რომ არჩევნების შემდეგ ეს განცხადება რეალობაზე არ აისახება. ობამაც ჰპირდებოდა ამერიკელ სომხებს, რომ სენატი მიიღებდა გენოციდის შესახებ დოკუმენტს, მაგრამ წარმომადგენლობითი პალატის მხოლოდ ერთმა ქვეკომიტეტმა მიიღო და დამთავრდა. ოღონდ საქმე ის არის, რომ ეს ხელს უშლის ჩვენს რეგიონს, რადგან სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ პოზიტიური ნაბიჯია, რაშიც საფრანგეთიცაა დაინტერესებული, ისევე, როგორ მთლიანად ევროპა და შტატები. ერთხელ ამ გენოციდის აღიარება-არაღიარებამ ჩაშალა ციურიხის პროტოკოლი. სომხები, რატომღაც, ითხოვენ, რომ ეს უკვე გარკვეულია და გენოციდი იყო. მეორე მხრივ კი, თუ პრინციპულად დადგება საკითხი, იმავე სომხეთსა და საფრანგეთს, რომელიც სარკოზის პირით ითხოვს სომხების გენოციდის აღიარებას, საერთოდ ავიწყდებათ საქართველოს წანააღმდეგ ჩადენილი გენოციდი. საერთაშორისო სამართლით, ეთნიკური წმენდა და გენოციდი გაიგივებულია. ჩვენ წინააღმდეგ გუშინ ჩატარდა გენოციდი და არავინ ლაპარაკობს ამაზე. რა გამოდის, შერჩევითია?

– ჩვენ არც ლობი გვყავს. მით უმეტეს, ფულიანი?

– აი, ეს უკვე სხვა ამბავია, მაშინ სადღაა სამართალი?! არის კიდევ ერთი საკითხი: გარდა იმისა, რომ თურქეთი არასდროს ცნობს სამართლებრივი არგუმენტაციით გენოციდს, სომხურ დიასპორას ხანდახან მადა ჭამაში მოდის, რადგან, თურმე, გერმანელები დღემდე უხდიან ხოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებს კონტრიბუციას, ამერიკელი სომხების დიასპორას უკვე წლებია, სიები აქვთ შედგენილი, ვინ დაზარალდა. ყველაფერთან ერთად ეს ძალზე დიდი თანხაა და თურქეთის თავზე დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული. მაშინ თურქეთში უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა გერმანიაში, შეიცვალა არა მხოლოდ ლიდერი და მთავრობა, არამედ მთელი სახელმწიფო, რაც გამორიცხულია თურქეთის შემთხვევაში. გარდა ამისა, მართალია, სომხების დიასპორა ძლიერია, მაგრამ თავისი გავლენით ებრაულ დიასპორასთან ახლოს ვერ მივა. ვიმეორებ, წარსულით ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ ეს ისე არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ მე მოვითხოვ, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. დავივიწყოთ ის 500 000-მდე ლტოლვილი, რომლებიც დღეს დანარჩენ საქართველოში ცხოვრობენ, თუ მათ ცხოვრებას შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს.

– სარკოზიმაც იცის, რომ თურქეთი არ აღიარებს სომხების  გენოციდს და ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის, რა კანონებიც უნდა მიიღოს გენოციდის შესახებ, რა გამოდის? სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში უსაფუძვლო განცხადებები გააკეთოს. ჩვენ დაბალი დონე ვართ მათთვის, როგორც აუდიტორიაც?

– ეს განცხადება გათვლილია ფრანგსა და ევროპელ სომხებზე. სარკოზის, გარდა იმ ორი, ეროვნებით სომეხი ადამიანისა, ახლდა სომხურენოვანი ხუთი დიდი გაზეთის რედაქტორები და ჟურნალისტები. იყვნენ პრესის სხვა წარმომადგენლებიც. ესე იგი, ეს საკითხი ფრანგულ პრესაში შუქდება და ეს არის სწორედ პოლიტიკა. ერთი რამ უნდა გავიგოთ: ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბებია. თავის დროზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში დე გოლი ჩავიდა კანადაში და თქვა ერთი წინადადება: გაუმარჯოს ფრანგულ კანადასო და კანადაში კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო. უცებ გაძლიერდა იქ საფრანგეთის გავლენა და უცებ გაძლიერდა ფრანგული სეპარატიზმი. ეს პოლიტიკა იყო, თორემ დე გოლმა მშვენივრად იცოდა, რომ მისი ამ განცხადებით კანადის ერთობა არ დაიშლებოდა. მაგრამ დე გოლს არჩევნები ელოდა საფრანგეთში, თანაც ის არ იყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც კმაყოფილდებოდა 5-10-პროცენტიანი გამარჯვებით. დე გოლი იყო პრეზიდენტი, რომლისთვისაც გამარჯვება ეშხს კარგავდა, თუ მას 70 პროცენტზე ნაკლები ამომრჩეველი აძლევდა ხმას. და, როგორც კი ეჭვი შეეპარა, განაცხადა, ფრანგებმა თავი მომაბეზრეს და მეც მოვაბეზრე თავი ფრანგებს, ამიტომ ერთმანეთისგან უნდა დავისვენოთო. თუმცა სარკოზის დე გოლამდე ცოტა აკლია, უპირველესად, სიმაღლეში. სხვათა შორის, დე გოლი მიშა სააკაშვილის სიმაღლის იყო და მასაც ჰოლანდიელი ცოლი ჰყავდა.

– თუ თურქეთის მისამართით მოწოდება არაფერს ნიშნავს, ესე იგი, არაფერს ნიშნავს სარკოზის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რომ უნდა შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება?

– მაგრამ ეს იმის მაჩვენებელია, რომ არ ეგუება მაინც. პოლიტიკაში არა, მაგრამ დიპლომატიაში ამას აქვს მნიშვნელობა. როგორც თურქეთის კისერზეა დამოკლეს მახვილივით სომხების გენოციდი, ისევეა რუსეთის კისერზე 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება. ძველმა რომაელებმა თქვეს ჯერ კიდევ: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს და ეს მაქსიმა იმ დროიდან მოდის. რუსეთმა არ შეასრულა და საფრანგეთის ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ დაივიწყებს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას. დავუშვათ, ახალი პრეზიდენტი მოვიდა საფრანგეთში. ის უფრო გაამძაფრებს და იტყვის, სარკოზი რა პრეზიდენტი იყო, ხელს აწერს ხელშეკრულებას და მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფსო.

– გამოდის, რომ ჩვენ სარკოზის შეცვლა უფრო გვაძლევს ხელს?

–  ეს ჩვენი საქმე არ არის, ფრანგების გადასაწყვეტია, თუმცა, რასაკვირველია, ჯობდა, საფრანგეთს რუსებისთვის „მისტრალი“ არ მიეყიდა.

–  თან –  ორი.

–  დანარჩენ ორზე კი მოლაპარაკება გრძელდება. მაგრამ პოლიტიკა სერიოზული მეცნიერებაა და დღეს წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ხშირად ბევრგან და, უპირველესად, დასავლეთში სულ უფრო და უფრო იღებს შოუს ხასიათს, თორემ ახლახან ვთქვი, ობამა რომ შეჰპირდა ამერიკელ სომხებს, იმდენს სარკოზი არ შეჰპირებია, მაგრამ რა გააკეთა? ვერაფერი! ვერც სარკოზი გააკეთებს, იმიტომ რომ თურქეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის.

– არის თუ არა, თურქეთის ადგილს ვერ ვხედავ ევროპაშიო. ეს რას ნიშნავს?

– ეს უფრო ადეც ითქვა და ფაქტია, რომ არც იღებენ ევროკავშირში თურქეთს, იმიტომ რომ, იქ ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მწვავედ დგას ქურთების საკითხიც. მეორე მხრივ, სომხებიც პრინციპულად დგანან და არავისთან აპირებენ ურთიერთობას, ვინც არ აღიარებს სომხების გენოციდს. თუმცა სომხების გენოციდს უპირველესად არ აღიარებს რუსეთი, არადა ერევანი ყველაზე მეტად სწორედ რუსეთთანაა ჩახუტებული.

– რუსები რატომ არ აღიარებენ, თურქეთს რომ არ აწყენინონ?

– რასაკვირველია, იმიტომ რომ რუსეთი თურქეთს ორგვარად უყურებს: ჯერ ერთი, სიფრთხილით და, მეორე მხრივ, თურქეთი მისთვის მნიშვნელოვანი რეზერვია, თუნდაც, იმავე დასავლეთის გავლენის შესამცირებლად. თანაც თურქეთის ეკონომიკა ახლა მარშზეა, სულ უფრო და უფრო დინამიკური ხდება და რუსეთი და თურქეთი ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. თუმცა არის წინააღმდეგობებიც, ამიტომ რუსული დიპლომატია ლავირებს. რაც მთავარია, სომხეთს არაფერი შეემატება რუსეთის აღიარებით, თუ თურქეთიც არ აღიარებს გენოციდს. თანაც დღეს მსოფლიოში ისეთი მნიშვნელოვანი ამბები ხდება, რომ მსოფლიოს ლიდერებისთვის გენოციდი არ არის აქტუალური თემა. რასაკვირველია, იყო ტრაგედია, ამას არავინ უარყოფს და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ გენოციდის მხვერპლთა დიდი ნაწილი, უფრო მეტი, ვიდრე ევროპამ, შევიკედლეთ. ჩვენი კეთილშობილური მისია უკვე შევასრულეთ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქართული-სომხური მეგობრობისთვის ეს დიდი ბონუსია.

– ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე პრაქტიკული ვიზიტი იყო აზერბაიჯანში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს მოეწერა ხელი.

– დიახ, აზერბაიჯანში, მართალია, ნავთობის მარაგები ილევა, მაგრამ ახლახან აღმოჩნდა გაზის კიდევ უფრო დიდი მარაგი. ევროპისთვის კი გაზი უფრო დეფიციტია.

– და ჩვენც ისევ გავხდებით აქტუალური: აზერბაიჯანის გაზისა და სომხეთ-თურქეთის დაპირისპირების ხარჯზე.

– გავხდებით და ეს არ არის ცუდი.

– რა თქმა უნდა. ესე იგი, „მასოვკის“ როლი შევასრულეთ ამჯერად სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაში?

– არა, სარკოზის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დიპლომატიური თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ხომ არ ვიცით, კონფიდენციალური ათწუთიანი იყო თუ ხუთსაათიანი შეხვედრის დროს რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტებმა?! ამიტომ, როდესაც ინფორმაცია არ გვაქვს, ქილიკი არასწორია. დიპლომატიაში ისიც დიდი მიღწევაა, როდესაც მეგობარსა თუ ოპონენტს არ აძლევ საშუალებას, დაივიწყოს ის, რის დავიწყებაც უნდა. სარკოზი დიდი სიამოვნებით დაივიწყებდა 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ ამის საშუალებას, რომ მან რუსეთს არ მისცეს დავიწყების საშუალება. აი, ეს არის დიპლომატია.

– ჩვენი ქვეყნის პირველმა პირებმა არ გააცილეს საფრანგეთის პრეზიდენტი. დიპლომატიაში ამას რა ჰქვია?

– ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი, ამიტომ ასეთი რამ ხდება ხოლმე. სააკაშვილს პროტოკოლი არ დაურღვევია იმით, რომ არ გაუცილებია სარკოზი, რომ დაერღვია, დიპლომატიური სკანდალი იქნებოდა.

– თუ გავიხსენებთ, რომ ომის დროსაც არაოფიციალური ვიზიტებით ჩამოდიოდა და უკლებლივ ყველა უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი ხვდებოდა და აცილებდა, ცოტა უხერხულად მოხვდა თვალს, რომ, პრეზიდენტს ვინ ჩივის, მინისტრის მოადგილეს გაუცილებია.

– მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ამცირებს საფრანგეთისადმი პატივისცემის გრძნობას, თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო, ამას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვებოდა.

 

 

скачать dle 11.3