კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრის საჩუქარი

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელდტი 7 წლის ბელგიელ გოგონას, კიკე ჰენდრიკს, რბილი სათამაშო დათუნიას პოვნაში დაეხმარა და ფოსტით გადაუგზავნა. საქმე ისაა, რომ, ერთი წლის წინ კიკე სტოკჰოლმში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად და ქალაქში სეირნობის დროს, ჩანთა, რომელშიც სათამაშო დათუნია, მეტსახელად „კოკოში“ ედო, დაკარგა. მოგვიანებით ჩანთა ერთ-ერთი სამთავრობო შენობის დაცვის წევრმა იპოვა. ჩანთაზე დაწერილი იყო გოგონას მისამართი ბელგიაში. რადგან ჩანთა სამთავრობო შენობასთან იყო ნაპოვნი, აუცილებელი იყო შვედეთის პრემიერის საქმეში ჩაყენება, რომელმაც „კოკოში“ პატრონს დაუბრუნა. კიკეს ოჯახმა პრემიერს მადლობის წერილი და ბელგიური შოკოლადის ფილა გაუგზავნა. 

ძეგლი მარტინ ლიუთერ კინგს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მარტინ ლუთერ კინგს, შავკანიანთა უფლებების დამცველთა ლეგენდად ქცეულ ლიდერს, ძეგლი გაუხსნა. ვაშინგტონში ძეგლის გახსნის ცერემონიალს, ობამასთან ერთად, მისი მეუღლე მიშელ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მომღერლები სტივ უანდერი, არეტა ფრანკლინი და ჯენიფერ ჰოლიდეი დაესწრნენ. ძეგლის დადგმას, ასევე, დაესწრო, ათასობით ამერიკელი, რომელთა შორის აფრო-ამერიკელები ჭარბობდნენ. კინგის ძეგლი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების – აბრაამ ლინკოლნისა და თომას ჯეფერსონის მემორიალებს შორის დაიდგა.

ბრიტანელი დეპუტატები „ტვიტერს” ირჩევენ 

ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „ტვიტერისა” და სხვა მიკრობლოგების სერვისების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მიკრობლოგებში ინფორმაციების განთავსების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ კონსერვატიული პარტიის წევრები, თუმცა, კენჭისყრის დროს ინიციატივას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 206 წავიდა. კენჭისყრის თანახმად, ამიერიდან სხდომათა დარბაზში ბრიტანელ კანონმდებლებს სმარტფონების „ბლექბერის”, „აიფონის” და პლანშეტური კომპიუტერის – „აიპადის” გამოყენება შეეძლებათ. 

იორდანიაში მთავრობა შეიცვალა

იორდანიის მეფემ, აბდალა მეორემ, პრემიერ-მინისტრი და არმიის ექსგენერალი, მარუფა ალ-ბაჰიტა, თანამდებობიდან გადააყენა. ალ-ბაჰიტა თანამდებობაზე 2011 წლის 1 თებერვლიდან მსახურობდა და მის თანამდებობაზე იურისტი აუნ ჰასვანი დაინიშნება. ჰასვანი სხვადასხვა დროს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, იორდანიის სამეფო სასამართლოში და ისრაელთან მოლაპარაკებების პერიოდში, მეფის მხარეს წარმოადგენდა. მარუფა ალ-ბაჰიტას მოხსნის მიზეზად შიდაპოლიტიკური პრობლემების მოუგვარებლობა დასახელდა. პრემიერთან ერთად თანამდებობა იორდანიის დაზვერვის უფროსმა – მოჰამედ ალ-რაკადამ დატოვა. 

პუტინი რუზველტს ედრება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის სამ ფედერალურ არხთან გამართული ინტერვიუს დროს, ჟურნალისტების შეკითხვაზე დაუბრუნდება თუ არა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია „ბრეჟნევის დროინდელ „ზასტოის”, – აბსურდი უწოდა. პუტინის თქმით, საბჭოთა რუსეთის არც ერთ ლიდერს არ უმუშავია იმდენი, რამდენიც მას და მედვედევს უმუშავიათ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბოლოს კი მან საკუთარი თავი ფრანკლინ რუზველტს შეადარა, რომელმაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში მესამედ გაპრეზიდენტების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

скачать dle 11.3