კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუპერუნივერსალურები

ანუ მრჩეველი

 

თუკი რფ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა, უნდა თუ არა, ქართული პროდუქციის საკუთარ ბაზარზე დაშვება მოუწევს, იმ მარტივი მიზეზით, რომ 2006 წელს განა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა, არამედ პროდუქციის ხარისხი დაგვიწუნა. შესაბამისად, თუკი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი პროდუქცია ხარისხიანია, რუსეთი კი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი იქნა, ვერც ქართული ღვინის შეტანას აიცდენს და ვერც ზედაც ნაბახუსევისთვის მინერალური წყლის მიყოლებას (აღარაფერს ვიტყვი მწვანილსა და შუშა კიტრზე). ამის მიუხედავადაც, თბილისსა და მოსკოვში დიდი სჯა-ბაასია: ჩვენთან – იმის გამო, უნდა გამოეხმაურონ თუ არა ქართველი მეღვინეები ონიშჩენკოს მიპატიჟებას; იქ კი – იმ მიზეზით, რად არ გვეხმაურებიანო.  მეტიც, არათუ დიდი სჯა-ბაასია, აქეთ პრეზიდენტი არ გვირჩევს (ჩვენ რა, მეღვინეებს არ ურჩევს) რფ-ის ბაზრის ათვისებას, ხოლო იქით ამ საქმეს თავისი კომპეტენტური სიტყვა თვით სოფლის მეურნეობის მინისტრმა (თუმცა, რაღა მინისტრმა, აწ უკვე ნამინისტრალმა) ბაკურ კვეზერელმაც შეაწია: არ ენდოთ ონიშჩენკოსო (თუმცა, ისიცაა, შესაძლოა, საკუთარი გამოცდილებით ხელმძღვანელობს და, რაკი დედალ-მამალი ძროხის ვერგამრჩევს სოფლის მეურნეობა ებარა, გუმანით გრძნობს, რომ ვერც ონიშჩენკო უნდა იყოს სუფთა წყლის).

ასეა თუ ისე, ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა ქართველი მეღვინეები ბ-ნი კვეზერელის ბოლო სიტყვას, მაგრამ, ვიცით, რომ მმართველი გუნდი ფრიად კმაყოფილია მისი მინისტრობით (უამრავი პროექტი განახორციელა წარმატებითო; თუმცა, უპასუხოდ რჩება კითხვა: თუ წარმატებით, ეცლიათ კიდევ), ოღონდ უფრო დიდ იმედებს ამყარებენ აწ უკვე ნაგუბერნატორალ ბ-ნ გოროზიაზე (სამეგრელო-ზემო სვანეთში თავი მენეჯერობით გამოიჩინაო). აქედან გამომდინარე კი, კვლავაც ჰაერშია უპასუხო კითხვა: რომელი ლოგიკით ნიშნავს, თუნდაც, წარმატებული გუბერნატორი სოფლის მეურნეობის, თუნდაც, საშუალო დონის მინისტრს?!

 

скачать dle 11.3