კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკოგამფუჭებლები

ანუ გულმა გული იცნო

 

სანამ ქართულ პოლიტიკაში ისეთი ამბებია, ლამის პოლიტიკური ორიენტაცია დაიკარგოს, ქართული ეკონომიკური ტვინებისგან შემდგარი დელეგაცია სამხრეთ კორეაშია: ხან ახალ ეკოპროექტებს ეცნობიან, შიგადაშიგ, საკაზმად კი ამ სფეროში გატარებულ კორეულ რეფორმებსაც აყოლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელდობრ, მინისტრ ვერა ქობალიას კორეელი კოლეგებისგან, თურმე, დეტალური ინფორმაცია მიუღია მწვანე განვითარების სტრატეგიის შესახებ და ის საწარმოებიც დაუთვალიერებია, რომლებიც ენერგოდამზოგავ პროდუქციას აწარმოებენ. უფრო მეტიც, ამ ორ ქვეყანას შორის ბიზნესდიალოგი უკვე ორი წელია, მიმდინარეობს და საქმე იმ კონდიციამდეც მომწიფებულა, რომ კონკრეტული წინადადებებიც შეთანხმებულა.

ჩვენი სამხრეთკორეელი მეგობრები განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკით დაინტერესებულან და გუმანში რამდენიმე მსხვილი ჰესის აშენებაც ჰქონიათ. მსხვილი კორეული კორპორაციების ხელმძღვანელების გულებს კი, თურმე, საქართველოში ნავთობქიმიური მრეწველობის განვითარებისკენაც გაუწევია.

როგორც შევიტყვეთ, სამხრეთ კორეა მწვანე ეკონომიკის სფეროში 2008 წლიდან ლიდერი ქვეყანა ყოფილა (თუმცა ისიცაა, ჩვენ „მწვანე“ მინისტრთა კაბინეტის მხრივ ვართ ლიდერები, ანუ, გულმა გული იცნო).

ერთი სიტყვით, გადაწყვეტილია, რომ ქართულ-კორეული კომპანიები უნდა ამოქმედდეს, რომლებიც, ერთი მხრივ, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, მეორე მხრივ კი, ჩვენს ქვეყანაში მწვანე ტექნოლოგიებსაც შემოიტანენ. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ პარლამენტმა, საცაა, უნდა დაამტკიცოს ცვლილებები შესაბამის კანონში, რის მიხედვითაც, „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზე ნადირობაც დასაშვები ხდება და იშვიათი ჯიშის მცენარეების მოჭრაც. ამ ეკოპროექტებით დაინტერესების ფონზე კი ჩნდება ეჭვი, რომ, როგორც ჩანს, იშვიათი ჯიშის მცენარე-ცხოველები ეკოლოგიას აბინძურებენ!

скачать dle 11.3