კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ურგები

მარტო ფიროსმანის?!

 

თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატის საცავიდან პრეზიდენტის სასახლეში გადატანამ, მეორე მხრივ, ეს ქმედება, კანონიერი იყო თუ უკანონო, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ადასტურებდა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველ პირს მის სასახლეში მიმსვლელ-მომსვლელის წინაშე თავის მოწონება უნდოდა.

უნდოდა თუ არა, გასულ კვირას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი ჩივის, რომ „რამდენიმე წელია, ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია.“  ამიტომაც, მუზეუმის თანამშრომლები სამსახურში შემოვლითი გზით მიდიან, ტურისტებს კი, კარგა ხანია, იქით პირი არ უქნიათ.

მუზეუმის დირექტორი განმარტავს, რომ გზის დაგების თხოვნით არაერთ უწყებას მიმართა, თუმცა, მაგალითად, დედოფლისწყაროს გამგებელს გამოუცხადებია, რომ მუზეუმთან მიმავალ გზას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვერ დააფინანსებენ. ნუ იტყვით და, თურმე, ძვირი ჯდება (მომყავს ციტატა: „სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება“). თუმცა, ბ-ნ შანშიაშვილს არ დაუმალავს, რომ „ამ საკითხზე მუშაობენ და ცდილობენ, რომ იქნებ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსოს“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი დარწმუნებულია, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის. 

მარტო ფიროსმანის?!.

 

скачать dle 11.3