კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადი-შემოდი

ჯიუტი ციფრები

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროკავშირის მაჩანჩალა ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მწვავდება (მაჩანჩალას ვამბობ, თორემ, ჩვენ სულ კბილები გვიკაწკაწებს, ისე გვინდა მათნაირი მაჩანჩალობა), სამუშაო ადგილებიც მცირდება. ჰოდა, რაკი მცირდება, ჩვენი თანამემამულეებიც იძულებულნი ხდებიან, სამშობლოში დაბრუნდნენ (უკეთეს დრომდე ევროპაში მომსახურე პერსონალის ადგილები შეზღუდულიაო!). თავის მხრივ, სახმინისტრი პაპუნა დავითაია გვარწმუნებს, რომ უკან დაბრუნებული თანამემამულეებისთვის სამუშაო ადგილების მოძიებითაა დაკავებული (ჩვენც მიგვასწავლოს და შევეხიდებით, მარტო კაცი ძებნაშიაც ცოდვააო!).

მეორე მხრივ, ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი ნაკადების მოცულობა 19,5 პროცენტითაა გაზრდილი 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით (კერძოდ, 2011 წლის სექტემბერში, უცხოეთში ძირითადად  კურტნის მუშებად დასაქმებულმა ჩვენმა თანამემამულეებმა 2010 წელთან წედარებით 27,6 მილიონი ლარით მეტი თანხა გადმორიცხეს სამშობლოში. საერთო ჯამში კი სექტემბერში გადმორიცხულმა თანხამ 101,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა).

ამის პარალელურად, ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გადის. ხოლო, რაკი (ბულგაკოვს დავესესხები) ფაქტის უმთავრესი თავისებურება მისი სიჯიუტეა, სრულიად გაუგებარია, რამ გაზარდა ამ გაქანებული ევროპული უმუშევრობის დროს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობა?

ვითომ იმან, რომ იმაზე მეტი თანამემამულე გადის, ვიდრე, საერთოდაც, წინა წლებში გადიოდა?!

 

скачать dle 11.3