კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უჭირს სალომე კასრაძისთვის გასაღების მორგება

„დღის შოუს” წამყვანთან მარადიულ თემებზე სასაუბროდ მივედი. მართალია, სალომე კასრაძეს განვლილ 23 წელიწადში ჯერ არავინ ჰყვარებია, თუმცა, სასიყვარულო საკითხებთან დაკავშირებით მეგობრებისთვის კარგი მრჩეველია და საკმაოდ პრაგმატული შეხედულებებიც აქვს. საუბარი ზაფხულით დავიწყეთ, რომელიც სალომეს ძალზე საინტერესოდ გაუტარებია.

სალომე კასრაძე: არაჩვეულებრივად დავისვენე. ჩემს მამიდაშვილთან ერთად ვიყავი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოზე. სასწაული იყო, სამოთხეში ვიყავი: კუნძული – სულ თეთრი, რაღაც არაბუნებრივად ლამაზი ფერის ცა და ზღვა... ისეთი სილამაზეა, ვერ აგიწერ. სანაპიროები დაყოფილია: არის სანაპიროები, სადაც ოჯახური ატმოსფეროა, სიწყნარე და კომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშვიდ გარემოში უნდა დასვენება და არის სანაპიროები, სადაც სულ „ტუსოვკებია”, ცეკვავენ, თავზე იმხობენ ყველაფერს.
– საკურორტო რომანებზე რას ფიქრობ, არის ეს სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი?
– არასდროს მქონია საკურორტო რომანი. გააჩნია, რა მიზნით მიდიხარ დასასვენებლად. თუ ვიღაცის პოვნა და ამით გართობა გინდა, მაშინ აუცილებლად იპოვი. მთავარია, გაერთო და, როგორ ხერხს მიმართავ ამისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, ეს ურთიერთობა ან გაგრძელდეს, ან – არა, მაგრამ, როგორც ვიცი, არავის დასწყვეტია გული იმაზე, რომ ეს ურთიერთობა იქვე დამთავრებულა და არ გაგრძელებულა. არავინ მისტირის საკურორტო რომანს – იყო ის ორი კვირა და იქვე დამთავრდა. გაგრძელების მცდელობა ცოტა სასაცილოა ხოლმე. ტიპური შემთხვევაა: ბიჭი არ რეკავს, გოგოც არ რეკავს, რადგან, პირველმა ბიჭმა უნდა გადმოდგას ეს ნაბიჯი და ასე. მერე არის ისტერიკები, პირველი ვინ დარეკავს, ვინ გაბედავს და სხვა. ვფიქრობ, თუ ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, პირველი ვინ დარეკავს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, მაინც გოგო ნუ აუფეთქებს ტელეფონს...
– შენ ინიციატივიანი ხარ ურთიერთობებში?
– საერთოდ არ ვარ. რომ გითხრა, კაცი თუ მომეწონა, ზედაც რომ არ მიყურებდეს, მის გამო ყველაფერს ვიზამ-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ სულ უმოქმედოდაც არ ვიქნები. არსებობენ კომპლექსიანი, მორცხვი კაცები, რომლებსაც უჭირთ პირველი ნაბიჯის გადმოდგმა. თუ ის მომეწონა, გამოველაპარაკები მაინც და არ დავიწყებ იმის ლოდინს, პირველმა მითხრას „გამარჯობა“, „რა კარგი ამინდია“ ან სხვა რამე. აქტიურობასაც ვერ დავარქმევ ამას, ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც ლაპარაკის დაწყებას ცდილობ. საერთოდ, საუბრის წამოწყება მამაკაცებზე უკეთ ქალებს ეხერხებათ. არ ვგულისხმობ, ზეაქტიურ კაცებს, რომლებიც, სიმართლე გითხრა, მაღიზიანებენ. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ არ გინდა მასთან ურთიერთობა, ეს ზუსტად ამას ნიშნავს და არანაირი ქვეტექსტები აქ არ არის. ამიტომ ნუღარ რეკავ და ნუღარ ცდილობ რაღაცეებს, აზრი არ აქვს.
– ამით, მგონი, კიდევ უფრო შორდები იმ ადამიანს.
– აბა რა! და, რატომ ვერ ხვდებიან ეს კაცები ამას, ვერ გავიგე. ხომ არ გალანძღავ, რომ მიხვდეს, მართლა არ გინდა. რატომ უნდა ვიფასებდე თავს, არ მესმის. ანუ ჩემში არც ძალიან აქტიურობა ზის და არც თავის დაფასება. რეალურად, გოგოსთვის თავის მოწონებაზე ადვილი კვერცხის შეწვაც არ არის – ნებისმიერ ბიჭს შეუძლია, ნებისმიერი გარეგნობის, სოციალური ფენის, ინტელექტის მქონე გოგონას შეაყვაროს თავი.
– ეს იმიტომ, რომ ვიცით, რა გვჭირდება.
– ამიტომაც, პირდაპირ ვეუბნები მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომ ეს უადვილესია. ელემენტარულად, ოდნავ მაინც უნდა მოგწონდეს ის ადამიანი. თუ გოგო არ გეუბნება, დამანებე თავიო, ესე იგი, შანსი არის და უნდა იაქტიურო. კაცს ყურადღება მოდუნებული აქვს, რადგან იცის, რომ ის მაინც დაურეკავს, მაინც გამოჩნდება, მაინც აპატიებს... ადრე კარს ამტვრევდნენ, ფანჯრების წინ მღეროდნენ და, რა ვიცი, ათას რაღაცას იგონებდნენ, რაც დრომ შეცვალა.
– მაინც მგონია, ბიჭს თუ უნდა შენთან, დღესაც შემოგიმტვრევს კარს. არ მესმის, როცა გოგო ბიჭს იმით ამართლებს, უნდა ჩემთან, მაგრამ, ერიდება, ვერ მეუბნებაო. ეს მხოლოდ თავის დამშვიდებაა.
– არა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა მართლა სულ სხვა რაღაც ხდება და შენ სულ სხვას ფიქრობ. მინერვიულია რაღაცაზე და, აღმოჩნდა, რომ, სულ ტყუილად. თავი რომ დამემშვიდებინა უკეთესი იქნებოდა. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, ამ მიმართულებით მეგობრები ხშირად სცოდავენ ხოლმე: „ვაიმე, ისე ენატრები, გიჟდება, ისეთი თვალებით გიყურებს“... ამ დროს კი ის ბიჭი ინდიფერენტულია ამ გოგოს მიმართ. ჩემს ცხოვრებაში არიან ჩემი დები და სამი დაქალი, ვისთანაც ამ თემებზე საერთოდ ვლაპარაკობ. მათ სასიყვარულო ისტორიებშიც ჩავრეულვარ, ოღონდ, ძალიან მცირე დოზით. არ მიყვარს ზედმეტი ხალხის ჩარევა, დაქალების რჩევები და სხვა... იმასაც გააჩნია, საერთოდ ვის ეძახი დაქალს. ორმოცი დაქალი... თუნდაც თხუთმეტი – ცოტა არანორმალურობა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან ინტიმური და შენია, ძალიან კარგად უნდა გიცნობდეს ადამიანი, რომ სულ ელემენტარული რჩევა მაინც მოგცეს და, საკუთარ თავზე კარგად ამას ვერავინ იზამს.
– მაინც, გონებას უნდა დაუჯერო თუ გულს?
– ტვინსაც უნდა დაუჯერო. საკმაოდ პრაგმატული ვარ. არ ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში რომ – „ოჰ, გული!“ – და გრძნობებს ავყოლივარ ან თავი დამიკარგავს. ელემენტარულად, არ ვყოფილვარ შეყვარებული და იმიტომ. აქედან გამომდინარე, მეტი დატვირთვა გონებაზეა გადატანილი, თავის და გულის ჭიდილი არ მქონია.
ის, რომ ამდენ ხანს არ მყვარებია, საერთოდ არ არის დაკავშირებული ჩემს რომანტიკულობასთან და არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი რომელიც მომეწონება, რამე განსხვავებულს არ გააკეთებს. რომანტიზმი ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის, ეს, შეიძლება, სახლის წინ ანთებული გული იყოს... ჩემთვის რომანტიკა არ არის გიტარა, სერენადები, ფიალები, ლექსები. შეიძლება, მამაკაცისგან, რომელიც მომწონს, ცარიელი მესიჯი მივიღო და ზუსტად იმან ამაფორიაქოს და ამანთოს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს და ვთქვა იმდენი რაღაც გაუკეთებიათ ჩემთვის, ეს უკვე ბანალურია-მეთქი, მაგრამ, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რჩეული ამ მხრივ ორიგინალური იქნება. მამაკაცი უნდა ხვდებოდეს, რა უნდა ქალს. ყველა ადამიანს ამა თუ იმ ღირებულების ინდივიდუალური აღქმა აქვს და, ჭკვიანი ის არის, ვინც შენსას გამოიცნობს.
– შენთვის გასაღების მორგება რთულია?
– არა მგონია, რთული იყოს. უცებ, ერთი და ორი ნახვით, ადამიანთან ვერ ვიხსნები. აუცილებლად მჭირდება ურთიერთობა, ცოტა დიდხნიანი ნაცნობობა. მერე, შეიძლება, პირდაპირ არ ვუთხრა, გული არ დამინთო-მეთქი, ან, თუ დამინთებს, წყალს არ გადავასხამ, მაგრამ, რაღაცნაირად ვაგრძნობინებ, რა მჭირდება. ხასიათიდან გამომდინარე, მიხვდება, რომ ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საერთოდ არ ვარ მძიმე, ძალიან მსუბუქად ვუყურებ მოვლენებს, ნერვებს არ ვიშლი. მეგობრები მეუბნებიან, ნეტავ შენსავით შეგვეძლოს რაღაცეების „გატარებაო“. რაღაც მოხდა? – ძალიან კარგი; არ მოხდა? – არა უშავს, მოხდება ან მოვახდენ. ურთიერთობაშიც არანაირად არ ვარ მძიმე. თუ რაღაც მეწყინა, მას ძალიან მსუბუქად ვაგრძნობინებ.
– შენი მეგობრებისთვის კარგი მრჩეველი ხარ?
– ბიჭებთან ურთიერთობაში?! ვარ. ის, რომ ამდენ ხანს არავინ მყვარებია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ამოცნობა არ მიჭირს. ყოფილა შემთხვევა, ჩემი მეგობრისთვის მითქვამს, არ გინდა ეს ადამიანი, ასეთი და ასეთია-მეთქი, მას კი არ დაუჯერებია, მაგრამ, ბოლოს, აბსოლუტურად მართალი აღმოვჩენილვარ. იცი, როგორ ვშიფრავ ადამიანებს?! აი, ძალიან ადვილად და, ეს ისეთი მაგარია. ძალიან უხეშად არ ვერევი, მაგრამ, ერთხელ აუცილებლად ვეუბნები ჩემს აზრს. ვფიქრობ, ჭკვიან ქალს იოლად შეუძლია მამაკაცის ყურადღების მიქცევა. ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი აუცილებლად ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. ჩემზე ძლიერები კი ბევრი არ შემხვედრია.

скачать dle 11.3