შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 27 აგვისტოს. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის ასტროლოგიური კუთხით მეტი წარმატება?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, მიზანსწრაფვა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ყაირათიანობა. უნდა იყოს მოწესრიგებული, საქმეში უნდა შეამჩნიოს ყველა დეტალი და, თუ გამოსასწორებელია, აუცილებლად გამოასწოროს. უნდა იყოს, ასევე, მარტოხელა მებრძოლი, გამოავლინოს პასუხისმგებლობის გრძნობა, ყური დაუგდოს ინტუიციას, ურთიერთობებში დაეყრდნოს დიპლომატიას, იყოს უანგარო; რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: უცხო ენები, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, საგამომცემლო და სარეკლამო ინდუსტრია, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-მობილური სისტემები, ავიაციის ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია და რეჟისურა.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 4 ივნისს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის კარგი და მისაღებია: მშენებლობა, დიზაინი, მოდელირება, ხელოვნების ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, ყვავილების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, ეკონომიკური, საბანკო, კომერციული, სავაჭრო სფერო, საქველმოქმედო საქმიანობა, დასასვენებელი ინდუსტრია, მაგალითად, სასტუმროების ბიზნესი, ასევე, ოკულტიზმი, რელიგია, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1970 წლის 17 სექტემბერს, ღამის საათებში. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: გეტყვით, რომ თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების მქონე, გქონდეთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ძლიერი რწმენა. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გამოავლინოთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება; შეძლოთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ასევე, საიდუმლოს შენახვა. მოქმედებისას მეტად დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ დიპლომატიური მიდგომა ადამიანებთან. ამის გათვალისწინებით, ცხოვრებაში მეტად წარმატებული პიროვნება იქნებით.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 14 აგვისტოს. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის განსაკუთრებით წარმატებების მომტანი?
პასუხი: ქვეყნებიდან თქვენთვის მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, ვიეტნამი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, რუსეთი, კერძოდ, ქალაქი მოსკოვი.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 5 ივნისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებულია: მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სცენარისტობა, დრამატურგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1962 წლის 18 ივლისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მუშაობის მიზნით მისაღები და წარმატებული?
პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, კუნძულები – სიცილია და კორსიკა, ავსტრია, ბრაზილია, ინდოეთი, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.