კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველებმა ლევილში 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ლევილის მამულთან დაკავშირებით ქართულ მედიაში ყველაზე ხშირად ის თემები შუქდება, გადაეცემა თუ არა ისტორიული მიწა ქართულ მხარეს. თუმცა, სანამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მანამდე ამ მიწაზე, ლევილის სასახლეში, უამრავი ღონისძიება იმართება. სექტემბრის ბოლოს ერთ-ერთის მონაწილე თავად გავხდი და საქართველოდან შორს, საოცრად მძაფრად ვიგრძენი ქართველობა. გულისამაჩუყებელი, საოცრად სენტიმენტალური სურათი გადაიშალა ჩემ თვალწინ: ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელის ქალიშვილები, ლევილის სასაფლაოზე ქოლგის ქვეშ ემალებოდნენ შემოდგომის მზეს, იქვე, აჯანყებულთა მემორიალთან ფრანგულად მოლაპარაკე ქართველი ბავშვები, დროშებით ხელში, ვაჟკაცურად იდგნენ და მხოლოდ თვალებით ცელქობდნენ. სასაფლაოს მდუმარებას ტკბილად არღვევდა ქართული ლოცვა და გალობა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი ემიგრანტები ყოველწლიურად მიაგებენ პატივს 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნას: იხსენებენ ქაქუცას და მის შეფიცულ ძმებს, რაც საქართველოში უკვე რამდენი წელია, არ გაგვიკეთებია.
ლევილის სასაფლაოზე უამრავი ქართველი შეიკრიბა. ჩოხაში იყო გამოწყობილი საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს კონსულს კი, ქართველ მორაგბეთა მხარდასაჭერად, რომლებიც იმ დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ეროვნული ნაკრების მაისური ეცვა. მიცვალებულთა სულებისთვის აღევლინა პარაკლისი, რის შემდეგაც ემიგრანტებმა „შატო დე ლევილში” გადაინაცვლეს – იმ ადგილას, სადაც საქართველოდან ემიგრაციაში იძულებით წასული მთავრობა ცხოვრობდა. სასახლის ეზოში ქართულ სუფრასთან გაიხსენეს ყველა ის გმირი, რომელთა სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს სისხლიანი ისტორიის ფურცლებზე. მიხაროდა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი და მივხვდი, რომ, მხოლოდ უკმაყოფილება კი არ უნდა გამოვთქვა, რატომ არ ხდება ეს ყველაფერი საქართველოშიც, არამედ, შემიძლია, ამ ყველაფრის ინიციატორი თავად გავხდე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა ლევილზე, მის ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობაზე და მხარი დაუჭირა იქ ქართული კულტურის ცენტრის დაარსებას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.
ნიკოლა სარკოზი: „90 წლის წინ, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის გამო ქვეყნიდან გაქცეულმა საქართველოს ახალგაზრდა მთავრობამ საფრანგეთში პოვა თავშესაფარი... საფრანგეთის მიწაზე, ლევილ სიურ ორჟში განისვენებს მრავალი დიდი ქართველი, რომლებიც, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მსგავსად, თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ. მე სრულიად ვუჭერ მხარს ქართული კულტურის ცენტრის გახსნის პროექტს ამ ფრანგულ სოფელში, რომელიც ყველა ქართველისთვის მოგონებების ადგილია და თქვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.” ვიმედოვნებ, პრეზიდენტის მხარდაჭერა სულ მალე შეასხამს ხორცს ამ პროექტს.

скачать dle 11.3