კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის განადგურებული მორის მელაძე და რა სტატუსი აქვს მას დროებით შეჩერებული

 

ახალი „ჯეოსტარი“, ახალი საინტერესო ჯეოსტარელებით, უკვე დაიწყო. ერთ-ერთი გამორჩეული კი, აჭარის წარმომადგენელი, მორის მელაძეა. მან პირველ კონცერტზე აუტსაიდერების რიგებიდან „ჯეოსტარის“ ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა. მუსიკოსების ოჯახში დაბადებული მორისი, გარდა იმისა, რომ მღერის, ასევე უკრავს, ცეკვავს, ხატავს და მომავალი მსახიობია.

 

მორის მელაძე: „ჯეოსტარის“ შემდეგ სახლში რომ მივედი, გადავახვიე, მაინტერესებდა, ჩემი ნამღერი – როგორ, რანაირად ვიმღერე, რომ მერე საკუთარი თავი კრიტიკულად შემეფასებინა. მაინტერესებდა, რა რეაქცია მქონდა, რადგან დაძაბულობისგან არაფერი მახსოვდა.

– და რა დაინახე?

– ჩემი არაადეკვატური რეაქცია, რაც ამდენი ნერვიულობის შემდეგ, ლოგიკურიც იყო. რომ ვუყურე, მივხვდი – რა, როგორ, რანაირად იყო და როგორ ნერვიულობ, როდესაც ამდენი მაყურებლის წინაშე მღერი. ეს დაძაბულობა და ნერვიულობა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან მიმაჩნია, ყველა მომღერალმა, რომელსაც კარიერის გაკეთება უნდა, ასეთი რამ აუცილებლად უნდა გაიაროს. იმასაც მივხვდი, რა დიდი სიამოვნებაა, იდგე ამხელა პუბლიკის წინაშე, მათგან მიიღო დადებითი, თბილი ენერგია და შენც – გასცე. ამ ყველაფრისთვის აუტსაიდერობაც ღირს. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, ან დარბაზში იჯდა. ძალიან მინდოდა „ჯეოსტარში“ დარჩენა. არაჩვეულებრივ ბენდთან მიწევს მუშაობა და ამად ყველაფერი გიღირს. ძალიან დიდ გამოცდილებას იძენ. არაჩვეულებრივ პედაგოგებთან, ჟიურის წევრებთან გიწევს ურთიერთობა და თუნდაც შენიშვნებით, ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერი ვიყავი, ამან ხელი არ შემიშალა. პირიქით, საკუთარ თავში დიდი ენერგია ვნახე და გავაკეთე, რაც შემეძლო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მაქსიმუმი იყო, ყველაფერი ჯერ წინ მაქვს. რაც მთავარია, საკუთარი თავის ხელში აყვანა, მობილიზება უნდა შეგეძლოს.

– სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით კრიტიკულში, თუ ახერხებ საკუთარი თავის ხელში აყვანას, მობილიზებას?

– ბანალურ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ადამიანი ცუდად არის, ამ დროს ხშირად იბნევა. მე, მგონი, ასეთ წუთებში მეოთხე კარი მეხსნება და მაშინვე ვეძებ გამოსავალს. არასდროს ვიბნევი. მაგრამ, როგორც კი ყველაფერი „ჰეფი ენდით“ მთავრდება, მე აღარ ვვარგივარ, სრულიად განადგურებული ვარ, ემოციებისგან ბოლომდე ვიცლები.

– როგორც ვიცი, მუსიკოსების ოჯახში ხარ დაბადებული, გაზრდილი?

– ბაბუა იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, არაჩვეულებრივი ადამიანი. თეატრში ვარ გაზრდილი, სულ დავდიოდი რეპეტიციებზე, პრემიერებზე, ჩემი კლასელები და ჯგუფელებიც დამყავდა. მამაჩემი ფლეიტისტია, ორკესტრის მსახიობი, მამიდაჩემი  პროფესიონალი მევიოლინეა, დედა გუნდის მსახიობია, ბებიაჩემი – ვოკალისტი. ყველა მღერის ჩვენს ოჯახში. ბიცოლაჩემსაც მუსიკალური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ბიძაჩემსაც... მოკლედ, ჩვენთან, ოჯახში ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც თუ არ მღერის, სმენა მაინც არ ჰქონდეს. მეც ფლეიტაზე ვუკრავ. დავამთავრე ბათუმის სამუსიკო სკოლა, შვიდწლედი, შემდეგ – მუსიკალური სასწავლებელი – ოთხწლედი, ფლეიტის განხრით. პარალელურად, ვსწავლობდი სამხატვრო სასწავლებელშიც. ანუ, ხელოვნებას რაც შეეხება, ყველაფერში ვიყავი ჩართული. ბოლოს მოვიდა დრო, რომ ამერჩია ერთი პროფესია. მთელი ცხოვრება ძიების პროცესში ვარ, ღმერთს ვუმადლი იმისთვის, რომ ის, რის გაკეთებაც ხელოვნებაში შეიძლება, ყველაფერი შემიძლია – ამას ჯანსაღი ამბიციით ვამბობ. ბოლოს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. მაგრამ, საბოლოოდ, გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა, ვსწავლობ მუსიკალური დრამის ფაკულტეტზე. ქალბატონ მაია გაჩეჩილაძესთან. თუმცა, ახლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სტატუსი მაქვს შეჩერებული, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას.  ბავშვობიდან ვხატავდი, ვისწავლე ფერწერა და გრაფიკა, მაგრამ ეს უფრო ჰობია და თავისუფალ დროს სულ ვხატავ. მუსიკას, ხატვას ყოველთვის მოვყავარ ხასიათზე. ორივე ძალიან მიყვარს.

– ხელოვანი ადამიანები ძალიან ემოციურები არიან, ბევრ რამეს სხვანაირად აღიქვამენ.

– ძალიან ემოციური ვარ, თან იმდენად, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ვუბრაზდები. ის, რასაც ვაკეთებ, რასაც განვიცდი, ხშირად არარეალურია და შეიძლება, სხვამ მითხრას: გეყოფა, სირცხვილია, ამაზე ნუ ნერვიულობ, არ შეიძლებაო. ეს შეეხება მეგობრებს, ახლობლებს, იმ წრეს, სადაც ვტრიალებ. მიმაჩნია, რომ ნორმალურია, როდესაც მათზე ნერვიულობ ან ფიქრობ, განიცდი, რადგან შენს ახლობელ ადამიანს რაღაც უჭირს. უზომოდ თბილი ვარ და ჩემ გარშემო ყოველთვის ისეთი ადამიანები არიან, რომლებისგანაც ყოველთვის სითბოს ვიღებ  და ანალოგიურად გავცემ მეც. ხშირად ხუმრობით ვამბობ: ცივი არც ზამთარი მიყვარს და არც ადამიანი. უბრალოდ, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, კონტაქტი არ გამომდის.

– როგორ ცხოვრობს მორისი?

– მორისი ცხოვრობს თავისთვის, საინტერესოდ. ამჟამად მაქვს სასიამოვნოდ მძაფრი რეჟიმი, როცა ყველა წუთს თავისი მნიშვნელობა აქვს. დრო კარგად უნდა გადაანაწილო. იმედია, ღვთის წყალობით, მივაღწევ იმას, რაც საჭიროა. ვერ გავჩერდები, რაღაც აუცილებლად უნდა ვაკეთო. ხანდახან ერთი კვირა მჭირდება, რომ განვმარტოვდე, მოვიდე აზრზე და მერე ისევ შევუდგე საქმეს. მორისს არ უყვარს კლუბებში სიარული, ურჩევნია, სასიამოვნო გარემოში, მეგობრებთან ერთად, თუნდაც ბანალურად,  სახლში ან ქალაქგარეთ მშვიდად გაატაროს დრო, ან სახურავზე ავიდეს... სუფთა ჰაერი, თავისუფლება, ლამაზი ხედი, კარგი გარემო, ადამიანები... ლუდი, საუბარი, გიტარაზე დაკვრა, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან მსიამოვნებს და მამშვიდებს. თავისუფალი ბუნება მაქვს და არ მიყვარს შეზღუდვები, თუმცა, გააჩნია საქმეს. თუ საქმეს სჭირდება, მაშინ არ არის პრობლემა.

– გოგონამ რომ შეგზღუდოს?

– შეყვარებულმა შემზღუდოს? – არა. მე არ ვარ ისეთი, რომ შემზღუდონ. მდედრობით სქესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქვს. თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას, ელემენტარულ დათმობაზე უნდა წავიდეს. ურთიერთობა ჰარმონიული უნდა იყოს, მაგრამ ქალი, თუნდაც იმიტომ უნდა წავიდეს პატარა დათმობაზე, რომ ეს მამაკაცს სიამოვნებს. მინდა გითხრა, რომ გოგოსაც სიამოვნებს, როდესაც ის მამაკაცს, რაღაც მომენტში, ცოტათი ემორჩილება და თავს დაცულად გრძნობს – ასეთია ქალის ფსიქოლოგია.

– როგორი გოგონები მოგწონს?

– უფრო შავგვრემნები. არ მიყვარს „კუკლასავით“ ლამაზები, მირჩევნია, რაღაც შარმი ჰქონდეს. მსახიობებში ყველაზე მეტად გარეგნულად არ მომწონს ნიკოლ კიდმანი, რადგან ყველა ნაკვთი მილიმეტრებში აქვს განსაზღვრული. ვგიჟდები მონიკა ბელუჩიზე. ხასიათით ჩემსავით მხიარული უნდა იყოს. მიყვარს ლაღი, მხიარული ადამიანები – კონტაქტური, კომუნიკაბელური, იუმორის გრძნობით. არ უნდა უჭირდეს, თუნდაც ახლადგაცნობილ ადამიანთან ურთიერთობა.

– ალბათ, მუსიკალური გემოვნება უნდა ჰქონდეს.

– მით უმეტეს, თუ საქმე ოჯახს ეხება, უნდა ესმოდეს და უყვარდეს ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ და თუ არ უყვარს, პატივს მაინც უნდა სცემდეს.

– როგორია შეყვარებული მორისი?

– ჩემი ხასიათის ადამიანი, როცა შეყვარებულია, ბოლომდე შეყვარებულზე გადაერთვება ხოლმე სითბოსა და ყურადღების მხრივ. ეს საჭიროა, თუმცა გაგიჟება არაფერში ვარგა. ახლა, როცა „ჯეოსტარში“ ვარ, რაღაც მომენტში, გამიმართლა, რომ შეყვარებული არ მყავს, თორემ კონცენტრაციას და ბოლომდე მობილიზაციას ვერ მოვახერხებდი. კარგი გრძნობაა სიყვარული, მაგრამ ახლა იმდენად დაკავებული ვარ, ბოლომდე ვერ გავერთობოდი და კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი თავს. ანუ, ჯერჯერობით სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. თუმცა, რომ შემიყვარდება, მერე შეიძლება სხვანაირად ავჭიკჭიკდე.

– ანუ, როცა შეყვარებული ხარ, თავს არაფერში იზღუდავ. თამამად გამოხატავ შენს გრძნობებს.

– როცა შეყვარებული ხარ, შენში ახალი ცხოვრება იწყება, ახალ ეტაპს იწყებ და ეს დასაწყისიდანვე ძალიან ლამაზი და კარგი უნდა იყოს. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ოჯახია. თუ კამათობ, უნდა იკამათო, ამასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს „მისტერ და მისის სმიტების“ ურთიერთობაში.

– შენი ასაკის ბიჭები საერთოდ არ ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე.

– არ მგონია, ვინმე არ ფიქრობდეს ოჯახის შექმნაზე, ბოლო მაინც ხომ ეს არის. მთავრდება შენი ახალგაზრდული, უდარდელი, მხიარული ცხოვრება, მერე ქმნი ოჯახს და იწყებ ახალ ცხოვრებას.

– საკუთარი თავი ასეთ ამპლუაში წარმოგიდგენია?

– გიჟი მამა ვიქნები და საერთოდ, ოჯახის წევრების მიმართ – თბილი ვარ, მაგრამ ოჯახიც თბილი უნდა იყოს. ამიტომ, ყველაფერი თავიდანვე ჰარმონიულად უნდა იყოს.  ხელოვანი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, იღლება, ენერგიას ხარჯავს და უნდა მივიდეს სახლში, სადაც გაღიმებული მეუღლე, შვილები თბილად დახვდებიან. უნდა ცხოვრობდე იქ, სადაც ადამიანებს ძალიან უყვარხარ, გეძლევა ენერგია და მომდევნო დღეს უფრო კარგად იწყებ.

 


 

скачать dle 11.3