კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა 15 წლის გოგონამ 20 წლის მეუღლე

 

15 წლის არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. პირველმა ინსტანციამ მას ბრალი განზრახ მკვლელობაში დასდო და 10 წელი მიუსაჯა, მაგრამ ადვოკატებმა, რომლებმაც გადაწყვეტილება არაობიექტურად ჩათვალეს, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ისინი ასაბუთებენ, რომ დაკავებულს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია – ის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იცავდა თავს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. შესაბამისად, ადვოკატები არასრულწლოვნის გათავისუფლებას ითხოვენ, მაგრამ, გაიზიარებს თუ არა სააპელაციო სასამართლო მათ არგუმენტებს, ამას განაჩენი აჩვენებს.  

დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისში შემზარავი ტრაგედია მოხდა: დანით მიყენებული ჭრილობით 20 წლის კახაბერ ვ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს მისი არასრულწლოვანი მეუღლე – ე.ჯ., რომელსაც სასამართლომ სასჯელის მაქსიმუმი – 15 წელი მიუსაჯა. თუმცა, როგორც არასრულწლოვანს, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, 10 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

დაკავებულის ადვოკატები განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. აცხადებენ, რომ რეალურად, დანაშაული თავდაცვას მოჰყვა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შეშინებულმა გოგონამ საპასუხო ქმედება განახორციელა და ტრაგედია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა, ანუ არასრულწლოვანი განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოა.

საქმის მასალებით, ტრაგედია ე.ჯ-სა და კახაბერ ვ-ს  შეუღლებიდან დაახლოებით ერთ თვეში დატრიალდა – ისინი 4 სექტემბერს შეუღლდნენ, 29-ში კი მკვლელობა მოხდა... თუმცა, კახაბერ ვ. სამ დღეში ერთხელ ცვლაში მუშაობდა ანუ, რეალურად, წყვილებმა ერთად ორ კვირაზე ცოტა მეტხანს იცხოვრეს...

საქმის მასალებით, მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და გაცნობიდან ათ დღეში დაქორწინდნენ. 4 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, კახაბერმა მეგობრის მანქანით ე.ჯ-ს ფოთში ჩააკითხა და ცოლად წამოიყვანა. ისინი თბილისში, ანუ ბიჭის სახლში, მეორე დღესვე დაბრუნდნენ. ტრადიციულად, ერთმანეთი დაოჯახებულის მშობლებმაც გაიცნეს, მოზარდებმა ცოლქმრული ცხოვრება დაიწყეს, მაგრამ, მათ შორის ურთიერთობა ძალიან მალე დაიძაბა, 29 სექტემბერს კი საზარელი ტრაგედიაც მოხდა... 

„გასული წლის 4 სექტემბრიდან, ე.ჯ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კახაბერ ვ-სთან. თანაცხოვრების პერიოდში, რომელიც შეუღლებიდან დაახლოებით ერთ თვეს გრძელდებოდა, ხშირად ხდებოდა მათ შორის კონფლიქტური სიტუაციები.

 2010 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათზე, ერთ-ერთი კამათის დროს, რომელსაც წინ უძღოდა კახაბერ ვ-ს მიერ მეუღლის, ე.ჯ-ს მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, ქმარზე განაწყენებულმა ე.ჯ.-მ ჩაალაგა ტანსაცმელი და მშობლების სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, რისი საშუალებაც ქმარმა არ მისცა. მათი კამათი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, რა დროსაც ქმარზე განაწყენებულმა ე.ჯ.-მ, შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მოკვლის მიზნით, კახაბერ ვ-ს სამზარეულოს დანით, გულმკერდის მარცხენა არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც კახაბერ ვ. ადგილზე გარდაიცვალა“,  ნათქვამია განაჩენში, რომელსაც განსასჯელის ადვოკატები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 

რა მოხდა ახლად შეუღლებულ წყვილს შორის? როგორც საქმიდან ირკვევა, ყოფითი პრობლემების გარდა, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ვიღაც სხვა პიროვნებაც იყო. არასრულწლოვანი ე.ჯ. ამ პიროვნებას გათხოვებამდე იცნობდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის გათხოვების შემდეგაც ეკონტაქტებოდა ტელეფონით...

თავად დაკავებული აცხადებს, რომ ინციდენტის დღეს ჩხუბის მიზეზი ტელეფონი გახდა. მისი ქმარი რაიონში მიდიოდა და სთხოვა, ტელეფონი ეთხოვებინა, მაგრამ, იმ მიზეზით არ ათხოვა, რომ დედას უნდა დაკავშირებოდა, ამის გამო დაწყებული კამათი კი ჩხუბში გადაიზარდა. დაკავებულის თქმით, აწ გარდაცვლილმა ფანჯრები და კარი ჩაკეტა, შემდეგ კი გინება დაუწყო და დანით მოკვლით ემუქრებოდა... ე.ჯ-მ სახლიდან წასვლა გადაწყვიტა და ტანსაცმელიც ჩაალაგა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა – დანით მიყენებული ჭრილობით კახაბერ ვ. ადგილზე გარდაიცვალა.

არასრულწლოვანმა ე.ჯ-მ განზრახ მკვლელობაში თავი უდანაშაულოდ ცნო. დახურულ პროცესზე მან სასამართლოს მოუთხრო, რომ ის და მისი ქმარი უკვე რამდენიმე დღის შეუღლების შემდეგ კამათობდნენ. რაც შეეხება ეჭვიანობას, მან თქვა, რომ ქმარი ყველა იმ ადამიანზე ეჭვიანობდა, ვინც ურეკავდა ან ინტერნეტით ეკონტაქტებოდა. 

არასრულწლოვანი ე.ჯ. აცხადებს, რომ იმ დღეს, როდესაც მათ შორის ჩხუბი მოხდა, კახა უფრო აგრესიული გახდა: აგინებდა, ოჯახის დანგრევაში მას ადანაშაულებდა, შემდეგ კი კარი და ფანჯრები ჩაკეტა და მას დანით დაემუქრა. სწორედ ამ დროს დარეკა კახას დედამ. ამ შემთხვევით ისარგებლა ე. ჯ-მ ქმარს დანა წაართვა და უნდოდა, დივნის ქვეშ შეეცურებინა, მაგრამ, კახამ  სამზარეულოდან სხვა დანა გამოიტანა, ცოლისკენ მუქარით წავიდა და უთხრა, რომ ელოცა... გოგონა ამბობს, რომ ამ ნათქვამმა ის შეაშინა. დანიანი ხელი მას უკან ჰქონდა და ისე ეჭირა, როგორც მას დაჭრის დროს ხმარობდა ხოლმე. ხელი უკნიდან წამოიღო და შეშინებულმა პირდაპირი მიმართულებით დაარტყა... როდესაც კახა ვ. წაიქცა, განსასჯელის თქმით ის დაჭრილს მივარდა და, სახეში ხელების რტყმა დაუწყო, რადგან გულწასული ეგონა... ხოლო, როდესაც მომხდარი გააცნობიერა, გასაღებით ჩაკეტილი კარი გააღო და საშველად მეზობლებს უხმო. მეზობლების ჩვენებებით, როდესაც ოთახში შევიდნენ, კახა სისხლის გუბეში იწვა და სახეზე ფერი შეცვლილი ჰქონდა. ოთახში სამზარეულოს დიდი სისხლიანი დანაც ეგდო... მათივე ჩვენებით, ე.ჯ. ფანჯრისკენ წავიდა – უნდოდა, თავი მოეკლა, მაგრამ, მათ შეაჩერეს... 

განსასჯელის ჩვენება, რომ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა, სასამართლომ არ გაიზიარა და არასრულწლოვანს სასჯელის მაქსიმუმი შეუფარდა. თუმცა, ამჟამად მის საქმეს მორიგი ინსტანცია იხილავს და ჯერი სააპელაციო სასამართლოზეა...  

რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ცხადია, სასამართლომ ყველა დაკითხა. აწ გარდაცვლილის ოჯახმა და მეგობრებმა დაადასტურეს, რომ არასრულწლოვანი ე.ჯ. გათხოვების შემდეგ სხვა ბიჭს ეკონტაქტებოდა და ეს იყო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი. ოჯახი ამბობს, რომ იმ პიროვნების შესახებ ე.ჯ-ს მათ სახლში მისვლიდან რამდენიმე დღეში შეიტყვეს და რძალს ტელეფონის ნომერი შეუცვალეს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის მაინც ეკონტაქტებოდა... 

რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, თითქოს ქმარი ცოლს სცემდა, გარდაცვლილის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ. პირიქით, ამბობენ, რომ ქმარს ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და განსასჯელის პოზიციას არ ეთანხმებიან.…

გოგონას მშობლების ჩვენებებით კი იკვეთება, რომ შვილი მათ რეალობას უმალავდა და არ იცოდნენ, რომ ქმარი ცუდად ექცეოდა. შვილს წინა ღამით დედა საქორწინო კაბაზეც კი ესაუბრა... მშობლების თქმით, მათი შვილი უკონფლიქტო ბავშვი იყო, პრობლემა არასდროს ჰქონია, კარგად სწავლობდა და სწავლის გაგრძელებაც სურდა.  

მშობლებისაგან განსხვავებით, არასრულწლოვნის მამიდა ძმისშვილის ცხოვრების შესახებ მეტ-ნაკლებად იყო  საქმის კურსში ანუ, იცოდა, რომ ახალგათხოვილ ძმისშვილს ქმართან კონფლიქტი ჰქონდა... მოწმის თქმით, იმ დღეს ძმისშვილმა პირველად მას უთხრა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და ქმრისგან უნდა წამოსულიყო...  

რა მოხდა რეალურად? არასრულწლოვანს, რომელსაც სასჯელის მაქსიმუმი შეეფარდა, მალე მორიგ განაჩენს გამოუტანენ...

 

 

скачать dle 11.3